რუისის საეპისკოპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რუისის საეპისკოპოქართლის ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრა. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი მონაწილეობდა 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე. ეპისტოლეთა წიგნში იგი მოხსენიებულია როგორც „მარუელი“. რუისის საეპისკოპოშო შედიოდა რუისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე. აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ (XVII საუკუნე) ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წელს რუისის სამწყსოში შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. 1811 წელს რუისის საეპისკოპო გაუქმდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]