რუინას-დე-სან-დომინგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუინას-დე-სან-დომინგოს)
რუინას-დე-სან-დომინგოს

რუინას-დე-სან-დომინგოსპონტევედრაში (ესპანეთი) არსებული ქალთა მონასტერი (ამჟამად არ ფუნქციონირებს). ის 1985 წელს შეიყვანეს სიაში - Bien de Interés Cultural (ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის სია).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის პონტევერას მუზეუმების შენობებს შორის ყველაზე ძველია. ორიგინალური სახით შემორჩენილია მხოლოდ მთავარი აფსიდა, სამხრეთი კედლის პატარა ნაწილი და მთავარი შესასვლელი. ტაძრის მშენებლობას საძირკველი ჩეყარა 1282 წელს, თუმცა ტაძრის მშენებლობა 1383 წლამდე არ დაწყებულა. მშენებლობა საბოლოოდ XV საუკუნეში დასრულდა.[1]

1836-1880[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1836 წლის 8 დეკემბერს მონასტერი დაიხურა და გადაეცა პონტევედრას მონასტრის გაუქმების და მონასტრის ქონების კონფისკაციის საბჭოს. შემდგომ 1840 წლის მაისში ის გადაეცა ქალაქის საბჭოს როგორც ფსიქიატრიული თავშესაფარი. მიუხედავად იმისა, რომ 1869 წლამდე იქ არსებობდა ავადმყოფ ქალ პატიმართა საავადმყოფო, ხოლო შემდეგ არასრულწლოვანთა სასწავლებლიც კი ქალაქის მერიამ კომპლექსი ნაწილობრივ დაშალა და მასალა ქუჩების მოსაპირკეთებლად გამოიყენებოდა. 1864 წელს დაშალეს სამლოცველო, ხოლო 1869-1870 წლებში კოშკის ზედა ნაწილი. 1874 წლის 12 მარტს ქალაქის საბჭო მისი მთლიანად დაშლის იდეით გამოვიდა. გეგმა დაამტკიცა პროვინციის პრეზიდენტმა, თუმცა ძველი ეკლესიის დაცული უნდა ყოფილიყო.

1880-1947[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წელს მიღებული იქნა ეკლესიი დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა გუბერნატორმა სამუშაოების შეჩერების ბრძანება გასცა.1886 წელს, იყო მისი დაშლის კიდევ ერთი მცდელობა, თუმცა ისევ მნიშვნელოვანიუ ფიგურების ჩარევის შემდეგ ისიც შეჩერებულ იქნა.

1895 წლის 14 აგვისტოს ის სახელმწიფო მუზეუმად გამოცხადდა.

1903 წელს ძეგლზე დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები. 1947 წლიდან მოწყობილია პატარა საგამოფენო დარბაზე სადაც წარმოდგენილია აღმოჩენილი ნიმუშები.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Messía de la Cerda y Pita, Luis Francisco: Labras heráldicas del Museo de Pontevedra. Ruinas de Santo Domingo. Deputación Provincial de Pontevedra, 1991.
  • Valle Pérez, Juan Carlos (coord.): Os debuxantes da "Sociedad Arqueológica de Pontevedra". Museo de Pontevedra, 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.museo.depo.es/museo/edificios/us.01050001.html
  2. http://www.museo.depo.es/museo/edificios/us.01050002.html