რუთ დრეიფუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუთ დრეიფუსი
რუთ დრეიფუსი
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1993 – 31 დეკემბერი, 2002
წინამორბედი რენე ფელბერი
მემკვიდრე მიშლინ კალმი-რე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1999 – 31 დეკემბერი, 1999
წინამორბედი ფლავიო კოტი
მემკვიდრე ადოლფ ოგი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1998 – 31 დეკემბერი, 1998
პრეზიდენტი ფლავიო კოტი
წინამორბედი ფლავიო კოტი
მემკვიდრე ადოლფ ოგი

დაბადებული 9 იანვარი, 1940
სანქტ-გალენი შვეიცარია

რუთ დრეიფუსი (დ. 9 იანვარი, სანქტ-გალენი, შვეიცარია) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 1993-2000 წწ. შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი 1999 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1940 წლის 9 იანვარს სანქტ-გალენში. იგი წარმოშობით ებრაელია და არის მსოფლიოში მეორე ებრაელი ქალბატონი ჯანეტ ჯაგანის შემდეგ, რომელმაც დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. მისი ოჯახი, მის დაბადებამდე 1942 წელს ბერნში, ხოლო 1945 წლიდან ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რუთ დრეიფუსმა მიიღო საშუალო განათლება.

კარიერა[რედაქტირება]

1958 წელს მიიღო სავაჭრო საქმის დიპლომი, რის შემდეგაც 6 წლის მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1965-1968 წლებში იყო ჟენევის უნივერსიტეტის ფსიქო-სოციალური ცენტრის ასისტენტი, ხოლო მომდევნო წლებში მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე. იყო წარმატებული პროფკავშირული მოღვაწე და ადამიანის (განსაკუთრებით ქალების) უფლებების აქტიური დამცველი. 1989-1992 წლებში ჟენევის მუნიციპალური საბჭოს წევრია, ხოლო 1993 წელს აირჩიეს ფედერაციის საბჭოს წევრად. 1997 წელს პრეზიდენტ არნოლდ კოლერის მოადგილე ანუ ქვეყნის ფედერალური ვიცე-პრეზიდენტი. ფედერაციის საბჭოს წევრი იყო 2002 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ასრულებდა ჯერ შინაგან საქმეთა, ხოლო შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობებს. დრეიფუსი არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. კონფედერაციის პრეზიდენტად პარლამენტმა აირჩია 1998 წლის 9 დეკემბერს და პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა 1999 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე. პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო ფლავიო კოტისაგან და გადააბარა ადოლფ ოგის. მისი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა შვეიცარიის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, რომლის შესახებაც მან არჩევის პირველ დღესვე განაცხადა:

ვიკიციტატა
„ევროკავშირის წევრობა ძალზედ სასურველია მაგრამ ამას ერთპიროვნულად მიღება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის ღირსების საკითხი და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ შვეიცარიის მოსახლეობა მიიღებს“

.

ქალბატონი რუთ დრეიფუსი ცნობილი ფემინისტია. მან პრეზიდენტად არჩევის დღეს განაცხადა

ვიკიციტატა
„ჩვენი მრავალი ათეული წლის ბრძოლა წარმატებით დამთავრდა მაგრამ იწყება ახალი ეტაპი. მოსახლეობის მშვენიერი ნახევარი, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც უმცირესობა, მამაკაცების თანასწორად უნდა იქნენ წარმოდგენილნი არამარტო პოლიტიკაში, ეს თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარეობს, ჩვენ ეს გვინდა და მას (თანასწორობას) მოვიპოვებთ ნაბიჯ-ნაბიჯ.“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
რენე ფელბერი
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი

19932002
შემდეგი:
მიშლინ კალმი-რე
წინამორბედი:
ფლავიო კოტი
შვეიცარიის პრეზიდენტი

1999
შემდეგი:
ადოლფ ოგი