რუთ ბენედიქტი
რუთ ბენედიქტი | |
---|---|
ბენედიქტი 1937 წელს | |
დაბადების სახელი | რუთ ფულტონი |
დაბადების თარიღი |
5 ივნისი, 1887 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი, 1948 (61 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, ფოლკლორისტი |
მეუღლე(ები) | სტენლი ბენედიქტი |
შვილ(ებ)ი | 2 |
რუთ ფულტონ ბენედიქტი (ინგლ. Ruth Benedict; დ. 5 ივნისი, 1887 – გ. 17 სექტემბერი, 1948) — ამერიკელი ანთროპოლოგი და ფოლკლორისტი.
დაიბადა ნიუ-იორკში, სწავლობდა ვასარის კოლეჯში, რომელიც 1909 წელს დაამთავრა. ანთროპოლოგიას სოციალური კვლევების ახალ სკოლაში ელსი კლეუს პარსონსის ხელმძღვანელობით სწავლობდა. 1921 წელს ჩააბარა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფრანც ბოასის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით დოქტორის ხარისხი მიიღო და შეუერთდა ფაკულტეტს 1923 წელს.
იყო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი და ამერიკული ფოლკლორის საზოგადოების ცნობილი წევრი.[1]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბენედიქტ დაიბადა რუთ ფულტონის სახელით, ნიუ-იორკში, 1887 წლის 5 ივნისს, ბეატრის და ფრედერიკ ფულტონის ოჯახში.[2] დედამისი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, მამა კი ჰომეოპათიური ექიმი და ქირურგი იყო. მისტერ ფულტონს უყვარდა თავისი საქმიანობა, თუმცა 1888 წელს ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად გადაედო უცნობი დაავადება.[3] მისი ავადმყოფობის გამო ოჯახი საცხოვრებლად დაბრუნდა ნორვიჩში, ნიუ-იორკში, რუთის ბებია-ბაბუის ფერმაში. მისტერ ფულტონი განკურნების იმედით ტრინიდადში გაემგზავრა, თუმცა უშედეგოდ, იგი დაბრუნებიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
მისის ფულტონმა ძლიერ განიცადა მეუღლის, მისტერ ფულტონის გარდაცვალებას. რუთი დედამისის მწუხარებას სისუსტედ თვლიდა. მისთვის ყველაზე დიდი ტაბუ იყო ხალხის წინაშე ტირილი და ტკივილის გამოხატვა. მან ერთხელ გაიხსენა: „მე არ მიყვარდა დედაჩემი; მე ვბრაზობდი მისი მწუხარების გამო“.
ბავშვობაში წითელათი დაავადდა, რის გამოც სმენა ნახევრად დაუქვეითდა.[4] რუთი ბავშვობაში დაინტერესებული იყო სიკვდილით. 4 წლის ასაკში ბებიამ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ჩვილი ბავშვის სანახავად წაიყვანა. გარდაცვლილის სახის დანახვისას რუთმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი ოდესმე უნახავს.
შვიდი წლის ასაკში რუთმა დაიწყო მოკლე ლექსების წერა, გახდა აქტიური მკითხველი. რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს კითხულობდა. მისი საყვარელი ავტორი იყო ჟან ინგელოუ, ხოლო საყვარელი წიგნი ბრეგენცის ლეგენდა და იუდას ხე. გამჭრიახი აღქმით წერდა ცხოვრებისეული რეალობის შესახებ. მაგალითად, სკოლის ბოლო წელს მან დაწერა ნაშრომი სახელწოდებით „ლულუს ქორწილი (ნამდვილი ამბავი)“, რომელშიც გაიხსენა ოჯახის მომსახურე გოგონას ქორწილი. მოვლენის რომანტიზების ნაცვლად, მან აღწერა ნამდვილი, არარომანტიული, შეთანხმებული ქორწინება.
მისი ინტერესი სიკვდილის თემატიკასთან დაკავშირებით მთელი კარიერის განმავლობაში გაგრძელდა, მას აინტერესებდა, თუ რა გავლენას ახდენა სიკვდილი ადამიანებზე. თავის წიგნში კულტურის ნიმუშები, ბენედიქტმა შეისწავლა პუებლოს, შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხის კულტურა და თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი მწუხარებასა და ახლობელი ადამიანების დაკარგვას. წიგნში აღწერს, რომ ინდივიდები განსხვავებულად უმკლავდებიან მწუხარებასა და იმედგაცრუებას და რომ ყველა საზოგადოებას დაწესებული აქვს თავისი სოციალური ნორმები. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გლოვას გამოხატავს, ზოგიერთი კი პირიქით.
კოლეჯი და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მარჯერიმ (მისი და) და რუთმა შეძლეს შესულიყვნენ St Margaret's School for Girls-ში, კოლეჯის მოსამზადებელ სკოლაში. გოგონებმა წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი პერიოდი და 1905 წლის სექტემბერში ჩაირიცხნენ ვასარის კოლეჯში. რუთმა მიაგნო თავის ინტერესებს კოლეჯში და აღმოაჩინა წერა, როგორც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. მწერალმა უოლტერ პატერმა დიდი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან რუთი ცდილობდა მისნაირი ყოფილიყო და კარგად ეცხოვრა. სწავლა დაამთავრა დასთან ერთად 1909 წელს ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. მან არ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა კოლეჯის დამთავრების შემდეგ. კოლეჯის მდიდარმა რწმუნებულმა შესთავაზა ორ გოგონასთან ერთად ევროპის მასშტაბით ტურის მოწყობა. ტურის ხარჯები სრულიად დაიფარებოდა. კეტრინ ნორტონთან და ელიზაბეტ აცატთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა საფრანგეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში. მათ მოგზაურობის განმავლობაში სხვადასხვა სახლში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუთი სხვადასხვა სპეციალობით იყო დაკავებული. თავდაპირველად სცადა ანაზღაურებადი სოციალური მუშაობა საქველმოქმედო ორგანიზაციის საზოგადოებაში, მოგვიანებით კი დათანხმდა მასწავლებლად მუშაობას ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, Westlake Girls School-ში. იქ მუშაობისას დაინტერესდა აზიის კონტინენტით, რამაც მოგვიანებით ნაწილობრივ გადააწყვეტინა ანთროპოლოგიის შესწავლა. თუმცა, იგი უკმაყოფილო იყო ამ საქმითაც და ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა ინგლისური ენის მასწავლებლად პასადენაში, ორტონის გოგონათა სკოლაში. ეს წლები მისთვის რთული აღმოჩნდა, ჰქონდა დეპრესია და განიცდიდა მძიმე მარტოობას. თუმცა, უოლტ უიტმენისა და ჯეფრისის მსგავსი ავტორების წიგნების კითხვისას, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ცხოვრების მნიშვნელობას და ენთუზიაზმს, მან უკეთესი მომავლის რწმენა შეინარჩუნა.
ზაფხულში, ორტონის სკოლაში სწავლების პირველი წლის შემდეგ, იგი დაბრუნდა სახლში, შატუქსის ფერმაში. იქ სტენლი როსიტერ ბენედიქტმა, კორნელის სამედიცინო კოლეჯის ინჟინერმა მასთან ვიზიტი დაიწყო. რუთი მას შემთხვევით შეხვდა ბუფალოში, ნიუ-იორკში დაახლოებით 1910 წელს. იმ ზაფხულს რუთს ძლიერ შეუყვარდა სტენლი, მოგვიანებით კი წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. წამოიწყო რამდენიმე პროექტი, რათა ყოველდღიური საშინაო საქმეების გარდა სხვა რამითაც შეექცია თავი. მან დაიწყო ლექსების გამოქვეყნება სხვადასხვა ფსევდონიმებით - რუთ სტენჰოპი, ედგარ სტენჰოპი და ენ სინგლტონი. ბიოგრაფიის წერა დაიწყო მერი უოლსტოუნქრაფტისა და სხვა ისეთი ნაკლებად ცნობილი ქალების შესახებ, რომლებიც რუთის აზრით იმსახურებდნენ მეტ ცნობადობას. სტენლიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც მას სურდა მეტი დროის გატარებინა ქალაქიდან მოშორებით, თუმცა რუთი არ იყო ბედნიერი, როდესაც ისინი ქალაქიდან შორს ბედფორდ ჰილზში გადავიდნენ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AAAS (American Academy of Arts and Sciences). Book of Members, 1780–2010: Chapter B.
- Banner, Lois W. 2003. Intertwined Lives: Margaret Mead, Ruth Benedict, and Their Circle. Vintage. ISBN 978-0-679-77612-3.
- Benedict, Ruth. 1905–1948. Ruth Fulton Benedict Papers. Alexander Street. Vassar College. Archives and Special Collections Library
- Benedict, Ruth. 1931. Tales of the Cochiti Indians. Bureau of American Ethnology.
- Benedict, Ruth. 1959. An Anthropologist at Work: Writings of Ruth Benedict. Ed. Margaret Mead. Boston: Houghton Mifflin Company.
- Benedict, Ruth. 1989. The chrysanthemum and the sword: patterns of Japanese culture. With a foreword by Ezra F. Vogel. Houghton Mifflin.
- Benedict, Ruth. 1989. Patterns of Culture. Preface by Margaret Mead; foreword by Mary Catherine Bateson. Houghton Mifflin. ISBN 978-0-395-50088-0.
- Caffrey, Margaret M. Ruth Benedict: Stranger in this Land. 1989. Austin: University of Texas Press.
- Janiewski, Dolores E. & Lois W. Banner (eds.). 2004. Reading Benedict/reading Mead: feminism, race, and imperial visions – New studies in American intellectual and cultural history. JHU Press.
- Lutkehaus, Nancy. 2008. Margaret Mead: the making of an American icon. Princeton University Press.
- Maksel, Rebecca. 2004. [Review of Intertwined Lives: Margaret Mead, Ruth Benedict, and their circle]. Women's Review of Books January 1, 2004, 21(4):15–16
- Maslow, Abraham H., Honigmann, John J., and Mead, Margaret. 1970. Synergy: Some Notes of Ruth Benedict. American Anthropologist, 72(2): 320–333. doi:10.1525/aa.1970.72.2.02a00060
- Mead, Margaret. 1959. Preface to Ruth Benedict's Patterns of Culture in Benedict 1959 (above).
- Mead, Margaret. 1959. "Search: 1920–1930". In Benedict 1959 (An Anthropologist at Work: Writings of Ruth Benedict, above).
- Modell, Judith Schachter. 1983. Ruth Benedict: Patterns of a Life University of Pennsylvania Press.
- Smithsonian Institution, Department of Anthropology. Guide to the Collections of the National Anthropological Archives (#L1).
- Young, Virginia Heyer. 2005. Ruth Benedict : Beyond Relativity, Beyond Pattern. Lincoln: University of Nebraska Press. ISBN 978-0-8032-4919-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mead, Margaret (July 1949). „Ruth Benedict's obituary“. American Anthropologist. 51 (3): 457–468. doi:10.1525/aa.1949.51.3.02a00080. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-22.
- რუთ ბენედიქტი ვასარის ენციკლოპედიაში
- კაცობრიობის რასები
- კვლევებთან დაკავშირებული რესურსები: BEROSE - ისტორიის და ანთროპოლოგიის საერთაშორისო ენციკლოპედია. ბენედიქტ, რუთი (1887–1948)", პარიზი, 2018.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bailey, Martha J. (1994). American Women in Science:A Biographical Dictionary. ABC-CLIO, Inc.. ISBN 978-0-87436-740-9.
- ↑ „Ruth Benedict 1887-1948“. Encyclopedia.com.
- ↑ Benedict 1959: 97–112
- ↑ (1977) An anthropologist at work: writings of Ruth Benedict. Greenwood Press.