რუთ ალმოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუთ ალმოგი
ებრ. רות אלמוג
დაბადების თარიღი 15 მაისი 1936 (85 წლის)
პეტახ-ტიკვა პალესტინის სამანდატო ტერიტორია
მოქალაქეობა ისრაელის დროშა ისრაელი
საქმიანობა მწერალი
მეუღლე(ები) აარონ ალმოგი

რუთ ალმოგი (ივრ. רות אלמוג, დ. 15 მაისი, 1936, პეტახ ტიკვა, ისრაელი) —ებრაელი მწერალი,  ნოველისტი,  პოეტისა და პროზაიკოსის აარონ ალმოგის მეუღლე. წერს ებრაულ ენაზე.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთ ალმოგი დაიბადა 1936 წლის 15 მაისს პეტახ-ტიკვაში გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მშობლები ექიმები იყვნენ. სწავლობდა რელიგიურ სკოლაში, სადაც დაწყებით კლასებში მისი მასწავლებელი  გახლდათ შმუელ აგნონის ქალიშვილი. სწავლობდა ფილოლოგიასა და ლიტერატურას თელ -ავივის უნივერსიტეტში. 1967 წელს,  პირველი მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ, რუთ ალმოგმა დაიწყო მუშაობა გაზეთ ჰაარეცში (ებრაულად "הארץ"). იქ, დიდი ხნის განმავლობაში, წერდა რეცენზიებს მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ნათარგმნი ებრაულ ენაზე. რუთ ალმოგი კვლავ მუშაობს ჰაარეცში. [3]

რუთ ალმოგის კალამს ეკუთვნის არაერთი  წიგნი როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ალმოგის მოთხრობებში ყურადღება გამახვილებულია ქალის პიროვნებაზე, ქალის წარუმატებელ ბედზე. მწერალი თავად განსაზღვრავს თავისი ლიტერატურული ნაწარმოების მიმართულებას, როგორც „ტიკუნ ომანუთი“ (ებრ. תיקון אומנותי), ანუ ხელოვნების მეშვეობით ცხოვრების კორექცია. 1993 წელს მან გამოუშვა ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებული.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთ ალმოგის მეუღლე  ცნობილი ებრაელი პოეტი და პროზაიკოსი აარონ ალმოგია. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობების კრებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 — "Hasdey ha -layla shel Margarita" ("ღამე -  მარგარიტას ნუგეშისმცემელი")
  • 1979—"Aharey Tu-Bishvat" ("ტუ- ბიშვათის დღესასწაულის შემდეგ ")
  • 1986 — "ნაშიმი" ("ქალები")

მწერლის ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობა "სიცოცხლით სავსე ადგილი“ მოგვითხრობს ცილია კესტენის ბედზე. ის და მისი ოჯახი (ქმარი და შვილი) ცხოვრობენ თელ -ავივში. ცილია ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი, მაგრამ მისმა მეუღლემ, ტყავის წარმოების სპეციალისტმა, პრაქტიკულმა და ოდნავ მკაცრმა ადამიანმა, აუკრძალა სცენაზე გამოსვლა (ეს საქორწინო კონტრაქტით  იყო გათვალისწინებული). მისი ოცნება, გამხდარიყო თავისუფალი მუსიკოსი "სიცოცხლით სავსე ადგილას", სადაც ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, შეასრულა მისმა ვაჟმა, რომელიც ჯერ  ავსტრალიაში წავიდა საცხოვრებლად, იქ დაქორწინდა და გამდიდრდა, მაგრამ მოგვიანებით მიატოვა ახალი ოჯახი, სახლი და გაემგზავრა ამერიკაში ისე,  რომ არავისთვის უთქვამს. იქ  უკრავდა ჰარმონიკაზე სან ფრანცისკოს ქუჩებში და თხოულობდა მოწყალებას. მშობლებმა ვერასოდეს გაიგეს შვილის საქციელის შესახებ: ცილია და მისი ქმარი დაიწვნენ საკუთარ სახლში, იცოდნენ მხოლოდ ის,  რომ მათი შვილი  გაუჩინარდა.

1993 —"Tikun Omanuti" ("კორექცია ხელოვნების საშუალებით")

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1971 —"ბე -ერეც გზერა" ("დაწყევლილ ქვეყანაში"). რომანში აღწერილია ებრაელი გოგონას —მარგარიტას მოგზაურობას გერმანიაში, რომელთანაც დაკავშირებულია მისი ოჯახის წარსული. წიგნი ეძღვნება მწერალის მამას იაკობ ლუმპის, გერმანელ ებრაელს, რომელიც ჩავიდა ერეც ისრაელში 1933 წელს.
  • 1980—"ეთ ჰა-ზარ ვეხა-ოევი" ("უცნობი და მისი ტყუილი"). რომანი მოგვითხრობს გოგონას აღზრდის  რთულ და მტკივნეულ პროცესზე.
  • 1982 — "Mavet be -geshem" ("სიკვდილი წვიმაში").   პერსონაჟების დღიურების და წერილების ფსიქოლოგიური კოლაჟი.
  • 1987 —„შორაშეი ავირ“ („ფესვებით ჰაერში“). რომანის მთავარი გმირი  გახლავთ მირა გუტმანი. ამ ნაშრომში რუთ ალმოგი განიხილავს პიროვნების არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობას ისტორიულ და სოციალურ სიტუაციაში: სტუდენტების არეულობა საფრანგეთში 1960 -იანი წლების ბოლოს, საბჭოთა ჯარების შეყვანა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს, სადაც მთავარი გმირის საყვარელი ადამიანი იღუპება. რომანი აგრძელებს პირადი თვითიდენტიფიკაციის ძიების თემას, რომელსაც უკვე შეეხო  რომანში"ბე -ერეც გზერა" მაგრამ „შორაშეი ავირ“ ბევრად უფრო მოწიფული შემოქმედის ნამუშევარია. ამ რომანისთვის ალმოგს მიენიჭა ი. ხ.  ბრენერის პრიზი (1987).[4]

რუთ ალმოგმა აგრეთვე გამოაქვეყნა  საბაშვო წიგნების კრებულები და უცხოელი ავტორების ნაწარმოებების რამდენიმე თარგმანი.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთ ალმოგის ნაწარმოებები ითარგმნა  ინგლისურ, ჩინურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, სერბულ, არაბულ, რუსულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ruth Almog". Jewish Women's Archive. Retrieved 5 January 2021.
  2. სტატია Алмог Рут ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
  3. "Ruth Almog Biography". www.ithl.org.il. Retrieved 5 January 2021.
  4. "ACUM awards literary prizes to Ruth Almog, Maya Bejerano, Avirama Golan and Haim Be'er".