შინაარსზე გადასვლა

რუზველტ მარცვალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუზველტ მარცვალაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი და საჭადრაკო კომპოზიტორი.

1973 წელს დაამთავრა დუშეთის საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1883-1888 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ცხოვრობს სოფელ ჩარგალში, მუშაობს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ექსკურსიამძღოლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „არწივი ყივის, არ წივის“ და „საარწივოს მარგალიტები“ (2021 წ.).

საჭადრაკო კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუზველტ მარცვალაშვილმა პირველი საჭადრაკო ამოცანა გამოაქვეყნა გაზეთ ლელოში 1973 წელს, ხოლო პირველი ეტიუდი - 1984 წელს. მას შედგენილი აქვს ათეულობით ორსვლიანი, სამსვლიანი, მრავალსვლიანი ამოცანები, აგრეთვე ეტიუდები, ნადიშამათები, თვითშამათები. მისმა ერთ-ერთმა მრავალსვლიანმა ამოცანამ მეორე პრიზი დაიმსახურა ნიდერლანდებში ტიმ კრაბეს 60 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ კონკურსზე.

რუზველტ მარცვალაშვილი, 2003
abcdefgh
8
a8 black knight
b7 black pawn
a6 black rook
b6 black pawn
d6 white king
a5 black bishop
b5 black king
c5 white knight
a4 black pawn
b4 black pawn
c4 black pawn
d3 white bishop
a2 white pawn
b2 white pawn
c2 black bishop
e2 white rook
f1 black knight
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
შამათი 12 სვლაში


ამოხსნა:

1.მe6  cxd3
2.ეe5+  მფc4
3.ეe4+  მფb5
4.მd4+  მფc4
5.მxc2+  მფb5
6.მd4+  მფc4
7.მe2+  მფb5
8.ეe5+  მფc4
9.b3+  axb3+
10.ეe4+  მფb5
11.მc3+  bxc3
12.a4#

„საწყის პოზიციაში ძნელი წარმოსადგენია, რომ საშამათო სვლას a2 პაიკი გააკეთებდა. ასეთ ამოცანებს ძალიან აფასებდა ლოიდი“[1].

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარცვალაშვილი რუზველტ, საარწივოს მარგალიტები, თბ., 2021.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თენგიზ, ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 52.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კობა დავითაია, ჩარგალის საჭადრაკო მუზა, „საქართველოს რესპუბლიკა“ (საჭადრაკო დამატება „ლაზიერი“), N113, 2003, გვ.7