რუდოლფ ლეონჰარდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
რუდოლფ ლეონჰარდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1889[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ლეშნო |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი, 1953[1] [2] [3] [4] [5] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, პოეტი და სცენარისტი |
ენა | გერმანული ენა[2] |
მოქალაქეობა |
![]() |
მეუღლე | სიუზან ლეონჰარდი |
შვილ(ებ)ი | ვოლფგანგ ლეონჰარდი |
რუდოლფ ლეონჰარდი (გერმ. Rudolf Leonhard; დ. 27 ოქტომბერი,1889, ლისა, პოლონეთი — გ. 19 დეკემბერი, 1953, ბერლინი) — გერმანელი მწერალი. ემხრობოდა ექსპრესიონიზმის მემარცხენე ფრთას. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა ომის საწინააღმდეგო, რევოლუციური და ანტიფაშისტური სულისკვეთებისაა. მათგან მნიშვნელოვანია ლექსების კრებულები „ეკლიანი სტროფები“ (1913), „სონეტები სპარტაკელებზე“ (1921), „გერმანიამ უნდა იცოცხლოს!..“ (1944), პიესები „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ (1919), „იალქნიანი ჰორიზონტზე“ (1925), „მძევლები“ (1945) და სხვა მრავალი წიგნი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 195.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118727559 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 5.0 5.1 Munzinger Personen