შინაარსზე გადასვლა

რუდოლფ გნეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდოლფ გნეგი
შვეიც.-გერმ. Rudolf Gnägi
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1917(1917-08-03)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Schwadernau
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1985(1985-04-20)[1] [2] [3] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი Spiegel
მოქალაქეობა  შვეიცარია[2]
განათლება ბერნის უნივერსიტეტი

რუდოლფ გნეგი (დ. 3 აგვისტო, 1917 – გ. 20 აპრილი, 1985) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, რომელიც იყო შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი 1971 და 1976 წლებში და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 1966 წლიდან 1979 წლამდე.

იგი შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში 1965 წლის 8 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობა 1979 წლის 31 დეკემბერს გადააბარა. იგი დაკავშირებული იყო ფერმერების, მოვაჭრეებისა და დამოუკიდებელთა პარტიასთან (BGB/PAI), რომელიც 1972 წელს შვეიცარიის სახალხო პარტია გახდა.

თანამდებობაზე ყოფნის დროს მას ეკავა შემდეგი დეპარტამენტები: ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფედერალური დეპარტამენტი (1966–1967), ფედერალური სამხედრო დეპარტამენტი (1968), ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფედერალური დეპარტამენტი (1968) და ფედერალური სამხედრო დეპარტამენტი (1969–1979).

იგი ორჯერ იყო შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი 1971 და 1976 წლებში.

მისი სახელი ხალხში შემორჩა, როგორც შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ეკიპირების ერთ-ერთი ნივთის ზედმეტსახელი; ეს არის ზეთისხილისფერი-მწვანე ჯემპრი, რომლის ოფიციალური სახელია Trikothemd 75, მაგრამ საზოგადოდ ცნობილია, როგორც Gnägi.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  2. 1 2 3 verschiedene Autoren Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  3. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.