რუდოლფ აიცეტმიულერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რუდოლფ აიცეტმიულერი (გერმ. Rudolf Aitzetmüller) (დ. 2 დეკემბერი, 1923, ქ. ლინცი — გ. 18 აგვისტო, 2000, იქვე) — ავსტრიელი სლავისტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუდოლფ აიცეტმიულერი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1946 წლიდან სწავლობდა გრაცის უნივერსიტეტში ინდოგერმანისტიკასა და სლავისტიკას.

გრაცის უნივერსიტეტშივე დაიცვა დისერტაცია 1950 წელს. როცა 1954 წელს მის მეუღლეს სამუშაოდ ზაარის მხარის უნივერსიტეტში მოუხმეს, აიცეტმიულერი გაჰყვა მას თან გერმანიაში.

1962 წელს მას დოცენტად მოუხმეს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ კი სლავური ენების ფილოლოგიის ორდინარიუსად დაპატიჟეს ტიუბინგენის უნივერსიტეტში. ტიუბინგენიდან 1967 წელს ვიურცბურგის უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ, სადაც 1991 წლამდე ასწავლიდა. ემერიტირებისთანავე იგი დაუბრუნდა მშობლიურ გრაცს, ხოლო 1994 წლიდან ლინცში ცხოვრობდა.

რუდოლფ აიცეტმიულერი იყო ბავარიისა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

რუდოლფ აიცეტმიულერის მეცნიერული კვლევის მთავარი დარგი იყო ძველი სლავური ენა, ანუ ძველი ბულგარული ენა. გამოქვეყნებული ჰქონდა ძველბულგარულის გრამატიკა და - ლინდა სადნიკთან ერთად აგრეთვე ამ ენის განმარტებითი ლექსიკონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]