რუბიკის შურისძიება

რუბიკის შურისძიება (ინგლ. Rubik's Revenge), მასტერ კუბი (Master Cube) — რუბიკის კუბის 4X4X4-იანი ვარიანტი.
შეიქმნა 1981 წელს უნგრელი მათემატიკოსის პეტერ შებეშტენის (უნგრ. Péter Sebestény) მიერ, თუმცა სახელწოდების „შებეშტენის კუბის“ (ინგლ. Sebestény Cube) ნაცვლად, დასავლეთის ქვეყნებში ერთ-ერთი სავაჭრო სახელწოდება „რუბიკის შურისძიება“ გახდა, რათა ახალი თავსატეხისადმი მეტი ყურადღება მიეპყროთ, რადგან რუბიკის კუბი ძალიან პოპულარული იყო და ყველას ენაზე ეკიდა.
მისი ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ მას ისევე, როგორც მასზე დიდ ლუწ რუბიკის კუბებს (6X6, 8X8, 10X10...) კენტი რუბიკის კუბების (3X3, 5X5, 7X7...) მსგავსად არ გააჩნიათ ფიქსირებული ცენტრები, და საჭიროა მუდმივად იყონ კონტროლის ქვეშ, რათა სხვა მხარეს არ აიწყოს საჭირო ფერი. სხვამხირვ ყველა ზომის რუბიკის კუბი შინაარსობრივად იმეორებს 3X3 რუბიკის კუბის აწყობის სტილს. 3X3-ზე დიდი რუბიკის კუბები დამატებით რთულდება იმით, რომ საჭიროა, როგორც ცენტრი კვადრატების ერთ ფერში გაწყობა და მათი შემდგომ ერთ ცენტრალურ კვადრატად აღქმა, ასევე საჭიროა წახნაგების ერთ ფერში გაწყობა და ასევე მათიც ერთ კვადრატად აღქმა.[1]
პირველ ეტაპზე იწყობა რუბიკის კუბის ცენტრალური ნაწილი — 2X2. სტანდარტულად, პირველად იწყობა თეთრი, ხოლო შემდეგ მისი მოპირდაპირე ყვითელი ფერი. აღნიშნული ორი ფერის აწყობა შედარებით იოლია და იწყობა ჯერ წყვილების შექმნით და მერე მათი გაერთიანებით 4-ად. მთავარია ერთის შექმნის დროს არ დაირღვეს არსებულის სხვა ფერი. ორი ფერის შექმნის შემდეგ რუბიკის კუბს ვიჭერთ ისე რომ ერთი ფერი მარცხნივ აღმოჩნდეს, მეორე — მარჯვნივ. შემდეგი ფერის აწყობა სირთულის მიხედვით ყველაზე ადვილია და იწყობა წინა ორის შექმნის პრინციპით. შემდეგ, სირთულის მიხედვით მოდის მეოთხე (აქ თითოეული წყვილის შესაქმელად გაკეთებული მოძრაობა, შექმნისთანავე 90°-ის მოტრიალებით უკუმოძრაობით უნდა დაბრუნდეს რათა არ დაირღვას მესამე შექმნილი ფერი). ბოლო, მეხუთე და მეექვსე (აუცილებლად მეზობელი) ფერები, რომელთა ასაწყობად ასევე ჯერ იქმნება წყვილები და უკუმოძრაობის კომპენსირებით ვღებულობთ ორ მხარეს არსებულ გასაერთიანებელ ორ-ორ წყვილ ფერს. იმისათვის რომ მეხუთედან მეექვსეზე გადმოვიტანოთ შესაბამისი წყვილი, საჭიროა ისე შეტრიალდეს ერთ-ერთი მხარე, რომ მეხუთეს წყვილი ფერი მოექცეს ერთ, ხოლო მეექვსეს წვილი ფერი — მეორე მხარეს (წინ დავიყენოთ მეხუთე ნაწილი, ხოლო ზევით მოვაქციოთ მეექვსე). შემდეგ რუბიკის მარჯვენა ორი სიბრტყე ერთდროულად ერთით ზევით ავატრიალოთ, ზედა ერთი სიბრტყე 180°-ით შემოვატრიალოთ და უკან ერთით დავაბრუნოთ მარჯვენა ორი სიბრტყე (R↑↑R↓↓). აღნიშნული მანიპლუაციის შედეგად ბოლო ორი ფერი ერთიანდება და არ ხდება ცენტრალური ფერების დარღვევა.[2]
მეორე ეტაპზე იწყება 2-კვადრატიანი წახნაგების აწყობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ 3X3 რუბიკის კუბის მსგავსი ობიექტი. სულ 4X4 რუბიკის კუბს ექვსი ასეთი 2-კვადრატიანი წახნაგი გააჩნია, და მასში არ მოიაზრება კუთხის კვადრატები. ფერების მიხედვით, ყოველი 2 კვადრატი ეს უნიკალური წყვილია და მეტი არ მეორდება კუბში. საჭიროა მხოლოდ მათი პოვნა და დაწყვილება. ამისათვის აუცილებელია დასაწყვილებელი ერთი კვადრატი მდებარეობდეს მარცხენა სიბრტყეზე სახით ჩვენსკენ, ხოლო მეორე გადატანილ იქნეს ზედა სიბრტყეში და იყურებოდეს მარჯვენა მხარეს. აქ აუცილებელია შემდეგი პირობის დაცვა: თუ მარცხენა წინა კუბიკი ზევითაა, ხოლო ზედა მარჯვენა კვადრატი იქეთ, მაშინ მარჯვენა სიბრტყე ერთით ზევით უნდა ატრიალდეს, რომ მარცენა დარჩეს ქვემოდან მ-3 სიბრტყეში, ხოლო მეორე მოექცეს ქვემოდან მე-2 სიბრტყეში. შემდეგ ვატარებთ შემდეგ კომბინაციას, ზედა ორ სიბრტყეს ვატრიალებთ 180°-ით რათა კვადრატები დაწყვილდეს (ამ დროს ჰორიზონტალური 4 ცენტრი იშლება), დაწყვილებული წახნაგის სიბრტყეს ვწევთ ერთით ზევით, და მას ზედა სიბრტყეში არსებული ოთხი დაუწყვილებელი წახნაგიდან რომელიმე არეული წახნაგით ვანაცვლებთ შემობრუნებით, რომელიც უკან ჩამოგვაქვს მარჯვენა სიბრტყის უკუპროცესის ჩატარებით. შედეგად, შუა სარტყელზე არსებული ცენტრები კვლავინდებურად აღსდგება, ახლადდაწყვილებული ზედა სიბრტყეზე ჩარჩება, ხოლო მის მაგივრად მარჯვენა სიბრტყეს არასრული წახნაგი არასრულად ჩამოყვება. აღნიშნული კომბინაციები ტარდება ყველა წახნაგთან მიმართებაში, ბოლო ორის გარდა, რომელთათვისაც არსებობს სხვა კომბინაცია. ამისათვის საჭიროა, რომ დასაწყვილებელი კვადრატები მოთავსდეს წინა მხარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ისე რომ ფერებით იყონ ერთი და იმავე სიბრტყეში, ანუ ერთი წყვილის ერთი და მეორე კვადრატით მოექცეს ზევით და მეორე დასაწყვილებელი კვადრატები მარჯვივ და მარცხნივ — ქვევით. ვაკეთებთ შემდეგ კომბინაციას: ზედა ორ სიბრტყეს ერთით ვატრიალებთ მარჯვნივ, შემდეგ R↑R↓F↑F↓ და ვაბრუნებთ ზედა ორ სიბრტყეს უკან. აღნიშნულის შედეგად ყველა წახნაგი წყვილდება.[3]
მესამე ეტაპი მოიცავს 3X3-ზე რუბიკის კუბის აწყობის ყველა ეტაპს, რის შედეგადაც 4X4-იანი რუბიკის კუბის აწყობა სრულდება. არსებობს რიგი შემთხვევები, რომლებიც არასოდეს არ შეგვხვდება 3X3-იანი რუბიკის კუბზე. ასეთ შემთხვევებს ეძახიან „პარიტეტებს“. არსებობს ორგვარი პარიტეტი: OLL და PLL. OLL პარიტეტს ადგილი აქვს ბოლო-ზედა ყვითელი ფერის შევსების დროს. ასეთ შემთხვევაში ყვითელი, ზედა ბოლო ფერის შევსებისას ოთხიდან ერთ-ერთი მწკრივი ამოტრიალებულია. იმავე OLL პარიტეტის ქვეშ მოიაზრება შემთხვევა როცა სამი წახნაგია უკუღმა დარჩენილი. PLL პარიტეტის დროს ყვითელი მხარე სრულად ივსება ერთ ფერში, მაგრამ სინამდვილეში წახნაგები გვერდითა ცენტრების არასწორ მხარესაა მოქცეული.[4]
OLL პარიტეტისას ზედა სიბრტყეში დარჩენილი ამოტრიალებული წახნაგის გასასწორებლად გამოიყენება კომბინაცია: პირით ჩვენსკენ მოგვაქვს ამოსაბრუნებელი წახნაგი, R↑↑, შემდეგ ვატრიალებთ ისე, რომ წინა მხარე ზევით მოექცეს, R↑↑R↑↑R↓↓L↓↓R↓↓R↑↑R↓↓R↓↓.
PLL პარიტეტის დროს ორი მოპირდაპირე ზედა წახნაგი ზევით ყვითელია, მაგრამ საპირისპირო მხარესაა განლაგებული. მათ შესაცვლელად გამოიყენება შემდეგი კომბინაცია: R↓R↓R↑↑R↑↑R↓R↓R↑↑R↑↑R↓R↓R↑↑R↑↑R↓R↓R↑↑R↑↑ და ზედა სიბრტყეები ტრიალდება ერთ ფერში მიღწევამდე.
PLL პარიტეტის კერძო შემთხვევაა, როცა შესაცვლელი წახნაგები არა მოპირდაპირე მხარეს დგანან, არამედ გვერდიგვერდ.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beginner/Intermediate solution to the Rubik's Revenge by Chris Hardwick
- 'K4' Method Advanced direct solving method.
- Patterns A collection of pretty patterns for Rubik's Revenge
- 4x4x4 Parity Algorithms at the Speedsolving Wiki
- Program Rubik's Cube 3D Unlimited size დაარქივებული 2009-03-09 საიტზე Wayback Machine.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- WOWCube
- რუბიკის კუბი (3X3X3)
- პროფესორის კუბი (5X5X5)
- V-კუბი 6 (6X6X6)
- V-კუბი 7 (7X7X7)
- V-კუბი 8 (8X8X8)