რუბენ ვარდანიანი (მოჭიდავე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბენ ვარდანიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Ռուբեն Վարազդատի Վարդանյան
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1929(1929-05-26)
დაბ. ადგილი ერევანი
გარდ. თარიღი 21 დეკემბერი, 1996(1996-12-21) (67 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
წონა 67
ქვეყანა სომხეთი და სსრკ
კლუბი ერევანი
ჯილდოები მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, შრომითი მამაცობის მედალი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი

რუბენ ვარდანიანი (სომხ. Ռուբեն Վարդանյան; დ. 26 მაისი, 1929, ერევანი — გ. 21 დეკემბერი, 1996) — სომეხი მოჭიდავე. არის სომხეთის რესპუბლიკის ჩემპიონი, სსრკ-ის ჩემპიონი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენ ვარდანიანი დაიბადა 1929 წლის 26 მაისს, ერევანში. 1948-1953 წლებში ერევანის ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1958-1963).

ჭიდაობა დაიწყო 1946 წელს. ამავე წელს ასპარეზობდა სომხეთის ჩემპიონატზე და ტურნირში გამარჯვებით გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი. ვარდიანანი ითვლება ომისშემდგომი სომხეთის სპორტის პირველ ოსტატად.

1952 წელს ვარდანიანმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის ჩემპიონატში და დაიკავა მე-2 ადგილი, ხოლო 1953 წელს მან მიიღო სსრკ ჩემპიონატის ოქროს მედალი. ის არის ბუდაპეშტში 1954 წლის მსოფლიო სტუდენტური თამაშების მეორე პრიზიორი.

სპორტული ბიოგრაფიის განმავლობაში ვარდანიანს 665 ჭიდაობის მატჩი აქვს გამართული რომელთაგან 627 მისი გამარჯვებით დასრულდა. საერთაშორისო ჩემპიონატებზე 24 ასპარეზობიდან 23-ში დაკავებული აქვს წამყვანი ადგილები.

1948 წლიდან ვარდანიანმა საგანმანათლებლო საქმიანობაც დაიწყო. მან გაწვრთნა ასობით მოწინავე სპორტსმენი, სპორტის 20-ზე მეტი ოსტატი, რომელთა დიდი რაოდენობა გახდა ყოფილი სსრკ-ის, ასევე სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული და პრიზიორები.

1956-1962 წლებში ვარდანიანი მუშაობდა მასწავლებლად ერევანის ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო ინსტიტუტში. მისმა საქმიანობამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომ, 1964 წელს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის საპატიო მწვრთნელის ტიტული.

აქტიური სპორტის დატოვების შემდეგ, 1962-1992 წლებში იგი იყო „აშხატანკის“ ნებაყოფლობითი სპორტის საზოგდოების ხელმძღვანელი.

ვარდანიანი კარგადა ცნობილი არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მრვაალი წლის განმავლობაში მან სხვადასხვა ტიტულები თუ წოდებბი მიიღო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან.

ვარდანიანი არის ჭიდაობის ოლიმპიური რეზერვის ახალგაზრდული სპორტული სკოლის დამფუძნებელი; ეს არის სპორტული ცენტრი სადაც გაწვრთნილი არიან სპორტის ოსტატების, სომხეთის, სსრკ-ის, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები.

ვარდანიანი პირველი სომეხთა საერთაშორისო დამატებითი კატეგორიის მსაჯია. 1969 წლიდან, როგორც საერთაშორისო მსაჯმა, რუბენ ვარდანიანმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ჩემპიონატებში როგორებიც არია: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, ოლიმპიური თამაშები მიუნხენში, მონრეალსა და მოსკოვში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]