რუბანჩიკის სახლი
| რუბანჩიკის სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | regional cultural heritage site in Russia |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | XIX საუკუნე |
![]() | |
რუბანჩიკის სახლი (რუს. Дом Рубанчика) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. რუბანჩიკის სახლი არის როგორც არქიტექტურის ძეგლი, ასევე საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი № 12.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუბანჩიკის სახლი აგებულია 1873 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით. მას პირველ სართულზე თაღოვანი შესასვლელი და ორი ფანჯარა აქვს, ხოლო მეორე სართულზე აივანი და სამი ფანჯარა[1]. 1906 წლამდე სახლის მფლობელები იყვნენ სარანდინოს ოჯახის წარმომადგენლები, ხოლო [[1906 წლიდან 1915 წლამდე სახლს ფლობდა მ. ი. რუბანჩიკი[1]. 1910-იან წლებში სახლის მფლობელმა მ. ი. რუბანჩიკმა შენობაში საკუთარი ფოტო ატელიე გახსნა[1].
მხარეთმცოდნეობით წრეებში შენობა ასევე ცნობილია სარანდინოს სახლის სახელით[1].
ამჟამად სახლის ფასადზე მიშენებულია ერთსართულიანი, სარდაფში განთავსებული მაღაზიის ჩასასვლელი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით და რკინის პრიმიტიული გისოსებით.
ტაგანროგის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლის ფასადი მთავრდება კარნიზზე არსებული დენტიკულებით, რუსტიკებითა და ფანჯრის თამასებით.
ცნობილი მობინადრეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობ რუბანჩიკი (1899-1948 წწ.) — ტაგანროგელი საბჭოთა არქიტექტორი და მხატვარი[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Назаренко И.В., Кукушин В.С. Сарандино дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 624. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Кашаверская Ю. Неоконченная рукопись Якова Рубанчика დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. // АРДИС. — 2004. — № 3.
