რუანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
|
| |||
| მეტსახელ(ებ)ი | ამავუბი (Amavubi, „ფუტკრები“) | ||
|---|---|---|---|
| ასოციაცია | რუანდის ფეხბურთის ფედერაცია (FERWAFA) | ||
| კონფედერაცია | აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CAF) | ||
| მთავარი მწვრთვნელი | სტივენ კონსტანტინი | ||
| კაპიტანი | ჯიჰად ბიზიმანა | ||
| ყველაზე მეტი კეპი | ჰარუნა ნიიონზიმა (112) | ||
| ბომბარდირი | ოლივიე კარეკეზი (24) | ||
| სტადიონი | ამაჰოროს სტადიონი | ||
| ფიფა-ს კოდი | RWA | ||
| ფიფა-ს რეიტინგი | 128 (2026) | ||
| ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 64 (მარტი, 2015) | ||
| ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 178 (ივლისი, 1999) | ||
| ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 95 (ოქტომბერი, 2008) | ||
| ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 150 (ივლისი, 1996) | ||
| |||
| პირველი საერთაშორისო | |||
|
(ლიბრევილი, გაბონი; 29 ივნისი, 1976) | |||
| უდიდესი გამარჯვება | |||
|
(დარ-ეს-სალამი, ტანზანია; 13 დეკემბერი, 2007) | |||
| უდიდესი დამარცხება | |||
|
(კამპალა, უგანდა; 1 აგვისტო, 1998) | |||
| გამოსვლა | (პირველად 2004) | ||
| საუკეთესო შედეგი | ჯგუფური ეტაპი (2004) | ||
რუანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — საფეხბურთო გუნდი, რომელიც წარმოადგენს რუანდას საერთაშორისო ფეხბურთში და მას აკონტროლებს რუანდის საფეხბურთო ფედერაცია — ფეხბურთის მმართველი ორგანო ქვეყანაში. ნაკრები არის აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) წევრი და ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ფეხბურთის ასოციაციათა საბჭოს (CECAFA) წევრი, რომელიც წარმოადგენს CAF-ის ქვეკონფედერაციას და არეგულირებს ფეხბურთს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.
ნაკრები ცნობილია მეტსახელით ამავუბი (ფუტკრები) და საშინაო მატჩებს ძირითადად ატარებს ამაჰოროს სტადიონზე, კიგალიში — ქვეყნის დედაქალაქში. რუანდას ეროვნულ ნაკრებს არასოდეს მოუპოვებია ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება, ხოლო აფრიკის ერთა თასის ფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ, 2004 წელს იასპარეზა.[1]
ფიფას მამაკაცთა ნაკრებების რეიტინგში, 2026 წლის მონაცემებით, რუანდის ეროვნული ნაკრები 128-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rwanda. ციტირების თარიღი: 30 June 2026
- ↑ Men's World Ranking. ციტირების თარიღი: 2 July 2026