როცა სიყვარული მოდის (ტელენოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როცა სიყვარული მოდის

როცა სიყვარული მოდის
ჟანრი დრამა
მელოდრამა
სერიალი
ავტორი კარიდად ბრავო ადამსი
ეფუძნება La Mentira
სცენარი მარტა კარილიო
კრისტინა გარსია
რეჟისორი კარინა დუპრესი
მონაწილეობენ სილვია ნავარო
ხუან სოლერი
როსიო ბანკუელსი
ხულიეტა როსენი
რენე კასადოსი
თემის კომპოზიტორი ენრიკე იგლესიასი
ხუან ლუის გუერა
მთავარი თემა Cuando Me Enamoro (როცა სიყვარული მოდის)
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ენა ესპანური
სეზონი 1
ეპიზოდი 181
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი კარლოს მორენო ლაგუილიო
პროდიუსერ(ებ)ი ჰილდა სანტაელა ერნანდესი
ხანგრძლივობა 41-44 წთ
ეთერი
ორიგინალური არხი Televisa (ტელევისა)
ჩვენების ფორმატი 480i SDTV
1080i HDTV
ეთერში 5 ივლისი, 201013 მარტი, 2011
ქრონოლოგია
წინა სიყვარულის ზღვა (Mar de amor)
შემდეგი ბედისწერის ძალა (La fuerza del destino)
დაკავშირებული შოუები მატყუარა (La Mentira 1998)


როცა სიყვარული მოდის (ესპ. Cuando Me Enamoro, ორიგინალური სახელწოდება — როცა მე შემიყვარდა, დრო გაჩერდა) — მექსიკური სერიალი, რომელიც ტელეკომპანია Televisa-მ გადაიღო 2010-2011 წლებში. პროდიუსერი არის კარლოს მორენო ლაგუილიო. სერიალი ეფუძნება 1998 წელს გადაღებული სერიალ „მატყუარას“ გადამუშავებას.

სილვია ნავარო და ხუან სოლერი არიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, ისევე, როგორც როსიო ბანკუელსი, ლისარდო და ჯესიკა კოჩი.

ტელეკომპანია Univision-მა დაიწყო სერიალის გაშვება თავის ეთერში 20 აპრილს, 2011 და გაგრძელდა 6 იანვრამდე, 2012

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ისტორია იწყება ორი ბავშვის რეხინასა და რობერტას დაბადებით, რომელიც რობერტო გამბას (სებასტიან რული) ქალიშვილები არიან, მაგრამ სხვადასხვა დედები ჰყავთ. რეხინა ოფიციალური ქორწინებიდან რობერტოსა და რეხინა გამბა დე სობერონის (ხულიეტა როსენი) ქალიშვილია, ხოლო რობერტა არაოფიციალური ქორწინებიდან ხოსეფინასა ალვარეს მარტინესის (როსიო ბანკუელსი) და რობერტოს ქალიშვილია. რობერტო ხოსეფინას ეტყვის, რომ ის ვერ მიატოვებს თავის ცოლშვილს, ხოსეფინა გაბრაზდება და შემთხვევით ხელს კრავს რობერტოს და უბედური შემთხვევის შედეგად რობერტო დაიღუპება. ხოსეფინა კი მემკვიდრეობის გამო რეხინას შვილს მოპარავს, გაიქცევა და საკუთარ შვილად გაასაღებს, სახელს შეუცვლის და რენატას დაარქმევს.

მარტოხელა ხოსეფინა ორი ქალიშვილით ბიზნესმენ გონსალო მონტერუბიოს (რენე კასადოსი) შეხვდება და დაქორწინდება მასზე, რადგან უნდა მემკვიდრეობა თავის ბიოლოგიურ შვილს მიაღებინოს.

ახალგაზრდა გოგო რობერტა მონტერუბიო (Jessica Coch) არის რაფაელ გუტიერეს დე ლა ფუენტეს (სებასტიან სურიტა) შეყვარებული, ხოსეფინას გეგმებს კი საფრთხე ემუქრება რადგან ხოსეფინას სურს, რომ რობერტა გონსალოს შვილზე მატიას მონტერუბიოზე (ხოსე რონი) დააქორწინოს. რაფაელი რობერტას ხელის თხოვნას ცდილობს და დახმარებისთვის მის ნახევარ ძმას ხერონიმო ლინარეს დელაფუენტეს (ხუან სოლერი) დაურეკავს და სთხოვს მისი მომავალი ქორწილისთვის მეხიკოში ჩამოვიდეს, რობერტა კი გაიგებს დედამისის გეგმების შესახებ და გაქცევას ცდილობს რაფაელთან. ხოსეფინა რობერტას დატოვებს სახლში და თვითონ წავა რაფაელთან იმის სათქმელად, რომ მის შვილს უნდა ჩამოშორდეს, რაფაელი მიხვდება ხოსეფინას ტყუილს და დარეკვას და გარკვევას შეეცდება, სწორედ ამ დროს ხოსეფინა იარაღს ამოიღებას და რაფაელს მოკლავს.

რენატა აეროპორტში მიდის მისი ნახევარძმასთან დასახვედრად და შემთხვევით შეეჯახება ხერონიმოს, და გაეცნობიან ერთმანეთს. ჩამოსვლის შემდეგ ხერონიმო ბარში წავა სახელად La Mentira სადაც რენატას შეხვდება, რომელსაც ქურდობაში დაადანაშაულებს, თუმცა მალევე მიხვდება მის დანაშაულს და ცდილობს, რომანტიკული ვახშამით გამოისყიდოს შეცდომა, რენატა ახალგაცნობილ მამაკაცს არ ენდობა და თავისი მეგობრის ადრიანას სახელით გაეცნობა. ხერონიმო რანჩოში ჩავა და გაიგებს, რომ მისი ძმა გარდაცვლილია, მალევე ფოტოს იპოვის კაბინეტის უჯრაში, რომელსაც ლამაზმანი (La Bonita) აწერია და დაიწყებს იმ ქალის ძებნას, რომელიც მის სიკვდილშია დამნაშავე.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განმეორებადი მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი პრიზი კატეგორია მიმღები შედეგი
2011 29th TVyNovelas Awards Best Telenovela of the Year (წლის საუკეთესო სერიალი) კარლოს მორენო ნომინირებული
Best Antagonist Actress (საუკეთესო ანტაგონისტი მსახიობი) როსიო ბანკუელსი გამარჯვებული
Best Co-lead Actress (საუკეთესო თანაავტორი მსახიობი) ჯესიკა კოჩი ნომინირებული
Best Co-lead Actor (საუკეთესო თანაავტორი მსახიობი) რენე კასადოსი ნომინირებული
Best Young Lead Actor (საუკეთესო თანაავტორი ახალგაზრდა მსახიობი) ელეაზარ გომესი ნომინირებული
Best Musical Theme (საუკეთესო მუსიკალური თემა Cuando Me Enamoro (როცა მე შემიყვარდა) - ენრიკე იგლესიასი და ხუან ლუის გუერა გამარჯვებული

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]