ცინცინატი როიალზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან როჩესტერ როიალზი)
Jump to navigation Jump to search
Cincinnatiroyalslogo.png

ცინცინატი როიალზი (ინგლ. Cincinnati Royals) — პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. დააარსა ლესტერ ჰარისონმა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში. მოგვიანებით გუნდი გადავიდა ჯერ ცინცინატში (ოჰაიოს შტატი), ხოლო შემდეგ კანზას-სიტიში (მისურის შტატი). იმ დროს კანზას-სიტიში არსებობდა ბეისბოლის გუნდი კანზას-სიტი როიალზის სახელით, აქედან გამომდინარე ცინცინატი როიალზი ვერ აირჩევდა იგივე სახელს და არჩევანი კანზას-სიტი კინგსზე შეჩერდა. ამჟამად გუნდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდის, როგორც საკრამენტო კინგსი.