როშეშანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

როშეშანაებრაელთა ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით აღინიშნება თიშრის (სექტემბრის-ოქტობრის) თვეში, მოსავლის აღების დროს, ითვლება ახალი სამეურნეო წლის დასაწყისად. ამ დღესასწაულს ხშირად აღნიშნავდნენ თბილისელი ებრაელები.

ახალი წელი მოიცავს სამ ციკლს, პირველი ბედის საწერელი დღეა, მეორე ცოდვების მონანიების, მიტევების (ქიფური), და მესამე კარვობის (სუქუთი). ძველი ებრაელების რწმენის მიხევით სანამ ადამიანს ბედი დაეწერება, მანამდე უნდა მომხდარიყო მისი გასამართლება.

საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ცხვრის ან ხბოს თავი, პური (ნამგალა კვერი), მაჭარი, ფინიკი, წითელი ჭარხალი,ვაშლი, ლეღვი, ნამცხვარი, მორწმუნეები ამ დღეს თეთრად იმოსებოდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ პურში ჩაწობილი პურით. მეორე დღეს ასრულებენ წყლის კურთხვის რიტუალს. რვა დღის მერე, თიშრის მეათე დღეს ქიფური, ცოდვების მიტევების ცერემონიალი, ოჯახის უფროსი თითოეულ ოჯახის წევრს თავზე შემოახვევს ქაფარას, სანაცვო ფრინველს ქალს დედალი, კაცს მამალი. მზის ჩასვლისას ყველა ოჯახში ინთებოდა სანთელი და იწყებოდა მარხვა.

სახალწლო ციკლის მესამე ეტაპი არის კარვობა, იწყებოა ქიფიურიდან 5 დღის შემდეგ და 9 დღე გრძელებოდა. ამის შემდეგ სინაგოგაში ან სახლში პატარა ქოხს რთავდნენ და დროს შიგ ატარებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.