როუზ მოფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როუზ მოფორდი
Rose Mofford
როუზ მოფორდი Rose Mofford
არიზონის მე-18 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1988 – 6 მარტი, 1991
წინამორბედიევან მიჩემი
მემკვიდრეჯონ ფაიფ სიმინგტონი

არიზონის მე-13 მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი, 1977 – 4 აპრილი, 1988
წინამორბედიუესლი ბოლინი
მემკვიდრეჯეიმს შამვეი

დაბადებული8 აგვისტო, 1922
გლობი, არიზონა
გარდაცვლილი15 სექტემბერი, 2016
ფინიქსი, არიზონა
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეტ. რ. მოფორდი
ხელმოწერაRose Mofford Signature.png

როუზ მოფორდი (ინგლ. Rose Mofford; დ. 8 აგვისტო 1922, გლობი, არიზონა — გ. 15 სექტემბერი 2016, ფინიქსი, არიზონა) — ამერიკელი პოლიტიკოსი, არიზონის მე-18 გუბერნატორი 1988-1991 წლებში და მე-13 შტატის მდივანი 1977-1988 წლებში. იგი არიზონის შტატის პირველი ქალი მდივანი და პირველი ქალი გუბერნატორია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როუზ მოფორდი (დაბადებით როუზ პერიკა) დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ქალაქ არიზონის შტატის ქალაქ გლობში. იგი ჯონი და ფრენსის პერიკების ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მათი ოჯახი აშშ-ში ავსტრია-უნგრეთიდან გადასახლდნენ. როუზ მოფორდი იყო გლობის საშუალო სკოლის კლასის პირველი ქალი პრეზიდენტი. გამოირჩეოდა სწავლაში და სპორტში მიღწეული წარმატებებით. თამაშობდა კალათბურთს და იყო სოფტბოლის სრულიად ამერიკული გუნდის წევრი[1]. 1939 წელს დაამთავრა სკოლა და მამის თხოვნით უარი თქვა პროფესიონალი კალათბურთელის კარიერაზე[2].

სახელმწიფო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მოფორდი მუშაობდა შტატის ხაზინადარის ჯო ჰანტის მდივნად. ორი წლის შემდეგ, როდესაც ჰანტი დანიშნეს არიზონის საგადასახადო კომისიაში, მოფორდი თავის უფროსს გაჰყვა ახალ თანამდებობაზე[1]. 1945 წელს მიატოვა საგადასახადო კომისია და გახდა ჟურნალ Arizona Highways-ის კომერციული დირექტორი. 1947 წელს მოფორდი დაბრუნდა საგადასახადო კომისიაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე. 1960 წელს, ჰანტის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ახალმა კომისარმა ტედ მურმა მოფორდი გაათავისუფლა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვთვლით, რომ უკეთესი იქნება აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს მამაკაცმა.“[2][3]

საგადასახადო კომისიიდან განთავისუფლების შემდეგ, მოფორდი მუშაობდა შტატის მდივნის უესლი ბოლინის აღმასრულებელ მდივნად, ხოლო 1975 წელს გახდა სახელმწიფო შემოსავლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (ყოფილი საგადასახადო კომისია)[2].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც გუბერნატორმა რაულ ექტორ კასტრომ გამოაცხადა გადადგომა, რათა დაეკავებინა არგენტინაში ელჩის თანამდებობა, გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა შტატის მდივანმა უესლი ბოლინმა. არიზონაში არ არსებობს ვიცე-გუბერნატორის შტატი, ამიტომ შტატის მდივანი იკავებს პირველ ადგილს გუბერნატორის მემკვიდრეობის ხაზით. ბოლინმა თავის მხრივ მოფორდი დანიშნა შტატის მდივნად დარჩენილი ვადის ამოწურვამდე[4][5]. ბოლინი საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა 1978 წლის 4 მაერტს. მიუხედავად იმისა, რომ მოფორდი შტატის მდივანი იყო, მან ვერ დაიკავა გუბერნატორის თანამდებობა, რადგან იგი არჩეული მდივანი არ ყოფილა, ასე იყო გათვალისწინებული არიზონის კონსტიტუციით. მოფორდი შტატის მდივნად აირჩიეს სამჯერ ზედიზედ 1978, 1982 და 1986 წლებში[3]. 1982-1983 წლებში იგი ასევე იყო შტატის მდივნების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი[6].

1988 წლის 8 თებერვალს გუბერნატორ ევან მიჩემის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. არიზონის კონსტიტუციით მას უფლებამოსილება შეუჩერდა და იგი გადაეცა მოფორდს, რომელიც გახდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი[4][7]. მიეჩემის გადადგომის შემდეგ 1988 წლის 4 აპრილს მოფორდი გუბერნატორი გახდა[8]. 1990 წელს მან განაცხადა, რომ მეორე ვადით არ აპირებდა კენჭისყრას[9].

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოფორდი სამოქალაქო და საქველმოქმედო საქმიანობებით დაკავდა[1]. 1997 წელს დაარსდა როუზ მოფორდის ფონდის სტიპენდია. მოფორდის პატივისცემის ნიშნად სოფტბოლის მოედანს ეწოდა მისი სახელი ბალტერეში და ფინიქსში[10][11].

2010 წლის გუბერნატორის არჩევნებში იყო გენერალური პროკურორის ტერი გოდარდის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი[12].

გარდაიცვალა 2016 წლის 15 სექტემბერს 94 წლის ასაკში, ფინიქსში[13].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს როუზი გათხოვდა ფინიქსის პოლიციის კაპიტანზე, ტ. რ. მოფორდზე. ათი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, მაგრამ დარჩნენ მეგობრებად. მათ შვილები არ შეძენიათ[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Jon Kamman.. (Apr. 25, 2007) BIO - Rose Mofford. The Arizona Republic. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
  2. 2.0 2.1 2.2 Marianne M. Jennings. Rose Mofford // The Arizona governors, 1912-1990 / John L. Myers. — Phoenix: Heritage Publishers, 1989. — P. 177. — ISBN 0-929690-05-2.
  3. 3.0 3.1 3.2 Lindsey Gruson.. (February 7, 1988) Jokes Aside, She is Acting Governor. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
  4. 4.0 4.1 Mofford is New State Secretary“, The Prescott Courier, April 4, 1978. ციტირების თარიღი: 2012-08-19. 
  5. Rose Mofford Will Seek Office“, Kingman Daily Miner, April 5, 1978. ციტირების თარიღი: 2012-08-19. 
  6. Marianne M. Jennings. Rose Mofford // The Arizona governors, 1912-1990 / John L. Myers. — Phoenix: Heritage Publishers, 1989. — P. 180. — ISBN 0-929690-05-2.
  7. Replacement for Mecham Says She will be `Healing Governor“, The Spokesman-Review, February 9, 1988, გვ. A2. ციტირების თარიღი: 2012-08-19. 
  8. Arizona's Mofford Sworn In“, The Milwaukee Sentinel, April 6, 1988. ციტირების თარიღი: 2012-08-19. 
  9. Arizona Race in Turmoil As Governor Bows Out. New York Times (January 21, 1990). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-19.
  10. Gary Dykman.. “Bagdad Trip Shows How Much Softball has Grown in Arizona“, Kingman Daily Miner, September 16, 1982. ციტირების თარიღი: 2012-08-18. 
  11. “Park Named for Mofford“, Arizona Daily Star, June 11, 1997. ციტირების თარიღი: 2012-08-18. 
  12. Matthew Benson.. (Nov. 7, 2009) Governor's race in sight for Goddard. The Arizona Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2012-08-18.
  13. Bland, Karina. “Rose Mofford, first woman to serve as Arizona governor, has died“, The Arizona Republic, September 15, 2016.