შინაარსზე გადასვლა

როუზ ბირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როუზ ბირნი

როუზ ბირნი 2013 წელს
დაბადების სახელი მერი როუზ ბირნი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1979 (1979-07-24) (46 წლის)[1]
სიდნეი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი სიდნეის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ბრენდან კოუელი (2012-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: რობინ ბირნი
დედა: ჯეინ ბირნი

მერი როუზ ბირნი[2][3] (ინგლ. Rose Byrne; დ. 24 ივლისი, 1979, სიდნეი) — ავსტრალიელი კინომსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებში: „ტროა“ (2004), „შეპყრობილი“ (2004), „მარი ანტუანეტი„ (2006), „მზის ნათება“(2007), „28 კვირის შემდეგ“ (2007), „ცოდნა“ (2009), „გაქცევა ვეგასიდან“ (2010), „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011), „გოგოების წვეულება ვეგასში“ (2011), „კადრები“ (2013), „კურდღელი პიტერი“ (2018) და სხვა. ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ემის პრემიაზე.

მერი როუზ ბირნი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში[4][5]. დედამისი ჯეინ ბირნი — მუშაობს ადმინისტრატორად დაწყებით სკოლაში, ხოლო მამამისი — რობინ ბირნი მარკეტოლოგია[6]. 8 წლიდან ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში იღებდა სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო ჯერ კოლეჯსა და შემდეგ სიდნეის უნივერსიტეტში. 1999 წლიდან სწავლა განაგრძო დევიდ მამეტისა და უილიამ მეისის ატლანტის თეატრში.[7]

როუზს ჰყავს უფროსი ძმა ჯორჯ ბირნი და ასევე უფროსი ორი და — ელის ბირნი და ლუსი ბირნი. სამივე მათგანი ასე თუ ისე ჩაბმულია ხელოვნების სფეროში. მისი ძმა ფოტოგრაფია, ხოლო დებიდან ერთი მხატვარია, მეორე კი ლონდონის ერთ-ერთი ფირმის გამომცემლობაში მუშაობს. მისი მშობლები ათეისტები არიან, ხოლო ბირნი საკუთარ თავს აგნოსტიკოსად თვლის[8]. ორი წლის განმავლობაში იყო კომპანია Max Factor-ის სახე.

როუზ ბირნის სამსახიობო კარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს და დღემდე გრძელდება. 1990-იან წლებში ძირითადად სერიალებში იღებდნენ. თავდაპირველად თავი მოსინჯა ერთ-ერთ სერიალში („ჯი-პი“, G.P.), რომელსაც 7 წელი იღებდნენ. პირველი როლი კინოში („დალასის თოჯინა“, 1994) მიიღო 12 წლის ასაკში. შემდეგ წლებში როლებს იღებდა ავსტრალიურ ტელესერიალებში. 1999 წელს როლი მიიღო კრიმინალური ჟანრის ფილმში „ორი ხელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰით ლეჯერმა. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა ბრენდან კოუელთან. ხვდებოდა აგრეთვე გრეგორ ჯორდანს. 2012 წლიდან ხვდება ბობი კანავალეს.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994სათამაშო დალასიDallas Dollსომერსი
1999ორი ხელიTwo Handsალექსი
2000ისევ კოლეჯშიMy Mother Frankჯენი
2000ქალღმერთი 1967The Goddess of 1967BG
2002ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევაStar Wars: Episode II – Attack of the Clonesდორმე
2002მოჩვენებების ქალაქიCity of Ghostsსაბრინა
2003მე დავიპყრობ სასახლესCity of Ghostsროუზ მორტმეინი
2003ღამე რომელსაც დღე ვუწოდეთThe Night We Called It a Dayოდრი ოპლები
2003გამოუსწორებელი ოპტიმისტიThe Rage in Placid Lakeჯემა ტეილორი
2003წაღებაTake Awayსონია სტილანო
2004ტროაTroyბრისეიდა
2004შეპყრობილიWicker Parkალექს დენვერი
2005მეზობლებიThe Tenantsირენ ბელი
2006მარია ანტუანეტაMarie Antoinetteჰერცოგინია დე პოლინიაკი
2006მკვდარი გოგონაThe Dead Girlლეა
2007მზის ნათებამზის ნათებაკასი
200728 კვირის შემდეგ28 Weeks Laterსკარლეტი
2008ცოცხლად დამარხულნიJust Buriedრობერტა
2008ნაზი კლანჭიThe Tender Hookაირისი
2009ცოდნაKnowingდაიანა
2009ადამიAdamბეთი
2010მეც მიყვარხარნასვამი მგზავრიკამეო
2010გაქცევა ვეგასიდანGet Him to the Greekჯეკი ქიუ
2011ასტრალიInsidiousრენაი
2011გოგონების წვეულება ვეგასშიBridesmaidsელენ ჰარისი
2011იქს-ადამიანები: პირველი კლასიX-Men: First Classმოირა მაკტაგერტი
2012ადგილი ფიჭვის ქვეშThe Place Beyond the Pinesჯენიფერი
2013ერთ წელიწადს გაძლევI Give It a Yearნეტი
2013კადრებიThe Internshipდანა
2013ბედის 10 გაელვებაThe Turningრეა
2013ასტრალი 2Insidious 2რენაი
2014მეზობლებიNeighborsკელი რადნერი
2014ზრდასრული დამწყებებიAdult Beginnersჯასტინი
2014აქ გტოვებThis Is Where I Leave Youპენი მური
2014ენიAnnieგრეის ფარელი
2014ერთიანობაUnityმთხრობელი
2015ჯაშუშიSpyრაიანა ბოიანოვი
2015აბეზარიThe Meddlerლორი მინერვინი
2016მეზობლები 2: ქალთა კლუბის აჯანყებაNeighbors 2: Sorority Risingკელი რადნერი
2016იქს-ადამიანები:აპოკალიპსიX-Men: Apocalypseმოირა მაკტაგერტი
2017მიყვარხარ მამიკოI Love You, Daddyგრეის კულენი
2018ასტრალი: უკანასკნელი გასაღებიInsidious: The Last Keyრენაი ლამბერტი
2018შიშველი ჯულიეტაJuliet, Nakedენი პლეტი
2018კურდღელი პიტერიPeter Rabbitბეა
2018არასწორი მშობლებიInstant Familyელი ვაგნერი
2019მე ვარ დედაI Am Motherდედა (ხმა)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Rose Byrne Biography (1979-). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  2. Rose Byrne talks Irish Roots – & movies Damages, Knowing & Get Him to the Greek. YouTube. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2010.
  3. Annette Dasey. (10 ივნისი, 2009) Ten Minutes with Rose Byrne. Yahoo! 7 Lifestyle. Yahoo! Lifestyle Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2014.
  4. Burke, Gavin. (25 March 2009) Q&A With Star of 'Knowing', Rose Byrne. entertainment.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.
  5. Lipworth, Elaine. (31 ივლისი, 2009) Rose Byrne: ‘I wanted to be Kylie Minogue’. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.[მკვდარი ბმული]
  6. Rose Byrne Biography (1979-). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  7. Rose Byrne Biography. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 27 December 2012.
  8. Actress Rose Byrne on ‘Knowing’ Religion & the End of the World. Blackbookmag.com (2009-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-30.