შინაარსზე გადასვლა

როტილდა (შარლ II მელოტის შვილი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როტილდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 871
გარდ. თარიღი: დაახლ. 928/929
მეუღლე: როჯერი (მეინის გრაფი)
შვილები: ჰიუ I (მეინის გრაფი)
დინასტია: კაროლინგები
მამა: შარლ II მელოტი
დედა: რიხილდე პროვანსელი

როტილდა (ლათ. Rothildis დ. 871 — გ. 928/929) — დასავლეთ ფრანკთა სამეფოს სამეფო ოჯახში დაბადებული ქალი.

როტილდა ფრანკთა მეფის, შარლ II მელოტის (ლუი ღვთისმოსავის ვაჟის) ქალიშვილი იყო.[1] დედამისი შარლის მეორე მეუღლე, დედოფალი რიხილდე პროვანსელი, მეფე ბოსო პროვანსელის და გახლდათ.[2]

დაახლოებით 890 წელს, როტილდა როჯერზე, მეინის გრაფზე გათხოვდა.[1] მათი უფროსი შვილი ჰიუ I, მეინის გრაფი იყო;[3] მათი მეორე შვილი - ქალიშვილი ივდითი ჰიუ დიდზე, ფრანკთა ჰერცოგსა და პარიზის გრაფზე გათხოვდა.

  • Barton, Richard E. (2004). Lordship in the County of Maine, c.890-1160. The Boydell Press. 
  • Keats-Rohan, K.S.B. (1994). „Two Studies in North French Prosopography“. Journal of Medieval History. 20: 3–37. doi:10.1016/0304-4181(93)00747-C.
  • Riche, Pierre (1983). The Carolingians: The Family who forged Europe. University of Pennsylvania Press. 
  1. 1.0 1.1 Barton 2004, p. xii.
  2. Riche 1983, p. 198.
  3. Keats-Rohan 1994, p. 10.