როტარი ინტერნეიშენალი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|როტარი ინტერნეიშენალი}} |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
როტარი ინტერნეიშენალი (ინგლ. Rotary International) - საერთაშორისო არასამთავრობო ასოციაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს როტარი-კლუბებს. როტარი-კლუბები პოზიციონირებენ, როგორც რელიგიური და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე ჰუმანიტარულ - საქველმოქმედო ორგანიზაციები, ღია ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად ეროვნული და რასობრივი კუთვნილებისა, აღმსარებლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. „Rotary International“-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს 46,000-ზე მეტი კლუბი, 1.4 მილიონზე მეტი წევრით. როტარი ინტერნეიშენალის მთავარი დევიზია - „სამსახური საკუთარ თავზე მაღლა“ (ინგლ. Service above self), მეორე დევიზია - „ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ ისინი, ვინც საუკეთესოდ ემსახურება“ (ინგლ. They benefit most, who serve best).[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი კლუბის განყოფილება მსოფლიოში დაარსდა ჩიკაგოში 1905 წლის 23 თებერვალს ადვოკატის პოლ ჰარისის და მისი სამი მეგობრის მიერ. ჰარისს სურდა აღედგინა ის მეგობრობის და თანამშრომლობის სული ბიზნესმენებს შორის, რომელიც მან იგრძნო პატარა ქალაქში, სადაც ის გაიზარდა. სახელწოდება „Rotary“ (როტაცია, ბრუნვა) მომდინარეობს თავდაპირველი პრაქტიკიდან, რომელიც გულისხმობდა კლუბის წევრების ოფისებში შეხვედრების ადგილის მონაცვლეობას (როტაციას).
პოლ ჰარისი დაიბადა 1868 წლის 19 აპრილს რასინი-ში (აშშ, ვისკონსინის შტატი), აღიზარდა ვერმონში ბებია-ბაბუასთან. იქ, ვერმონში, ის პირველად დაფიქრდა ისეთ ცნებებზე, როგორიცაა მეგობრობა და ტოლერანტობა, რაც როტარიანული მოძრაობის საფუძველი გახდა. 1891 წელს პოლ ჰარისმა მიიღო ადვოკატის დიპლომი. შემდეგ მოსინჯა თავი სხვადასხვა სფეროში: მუშაობდა რეპორტიორად სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესის კოლეჯში მასწავლებლად, ფლორიდაში კლერკად, კოვბოიდ. მოგვიანებით სამშენებლო მასალების ფირმაში დაინიშნა, სადაც პასუხისმგებელი იყო ქვეყნის მასშტაბით პროდუქციის გაყიდვასა და ევროპის ქვეყნებში მის ექსპორტზე. 1896 წელს ჰარისმა ჩიკაგოში ადვოკატად დაიწყო მუშაობა.
პირველი როტარი-კლუბი „ჩიკაგოს კლუბი № 1“ გაიხსნა Unity Building-ის შენობაში, ნორტ-დიბორნის ქუჩა, სახლი 127. პირველ შეკრებაზე ესწრებოდნენ: მაღაროს ინჟინერი გიუსტავ ლოერი, ნახშირის გამყიდველი სილვესტერ შილი (ის გახდა კლუბის პირველი პრეზიდენტი), მკერავი ჰირამ შორი და პოლ ჰარისი. პოლ ჰარისის იდეა იყო მეგობრობისა და სოლიდარობის სულის განვითარება დიდი ქალაქების ბიზნეს სამყაროში - ამ იდეამდე ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მივიდა, როდესაც ვერმონში ცხოვრობდა. მალე ჯგუფს ახალი წევრები შემოუერთდნენ, რომლებიც რიგრიგობით იკრიბებოდნენ რომელიმე როტარიანელის სამუშაო ადგილას, საიდანაც წარმოიშვა ბრუნვის იდეა და ბორბლის ემბლემა (თავდაპირველად ემბლემა წარმოადგენდა ურმის ბორბალს).
1929 წელს, დალასის კონვენციის დროს, მიღებულ იქნა „კბილანის“ სიმბოლო, რომელიც შედგება 24 კბილანისგან.
1908 წელს სან-ფრანცისკოში შეიქმნა მეორე კლუბი, შემდეგ გაიხსნა კლუბები ოკლენდში, სიეტლში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესში და ნიუ-იორკში.
1910 წელს პირველი კონვენციის დროს, რომელიც 16 კლუბის მონაწილეობით ჩატარდა, პოლ ჰარისი პრეზიდენტად აირჩიეს. დევიზი „Service above self“ საკანონმდებლო საბჭომ 1989 წელს მიიღო.
პოლ ჰარისი გარდაიცვალა 1947 წლის 27 იანვარს ჩიკაგოში.[1]

როტარი-კლუბის სტრუქტურა და მართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 30 ივნისიდან როტარი ინტერნეიშენალში მიღებულია ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რომლის მიხედვითაც ყველა კლუბი და ოლქი მთელ მსოფლიოში ქმნის 34 ზონას. ერთ ზონაში შედის 9-დან 23-მდე ოლქი და საშუალოდ ათასამდე კლუბი.
კლუბის მართვას როტარი ინტერნეიშენალის კონსტიტუციით ახორციელებენ პრეზიდენტი და კლუბის საბჭო, რომლებიც მუშაობენ როტაციის პრინციპით, რაც გულისხმობს მათ ყოველწლიურ შეცვლას. პრეზიდენტი და კლუბის საბჭო ირჩევიან ერთი როტარიანული წლით. როტარიანული წელი იწყება და მთავრდება 1 ივლისს. პრეზიდენტთან ერთად ირჩევა პრეზიდენტ-მემკვიდრე, ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას მომავალ წელს დაიკავებს. ამით განისაზღვრება „როტაცია“ ხელმძღვანელობის, პრეზიდენტისა და საბჭოს შეცვლა, რომლებიც წესდების თანახმად, ყოველ წელს იცვლებიან.
როტარი ინტერნეიშენალის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციულად, მსოფლიოს ყველა როტარიანული კლუბი გადანაწილებულია 531 ოლქად. ოლქების დანიშნულებაა ორგანიზაციისთვის ადმინისტრაციულ მართვაში დახმარების გაწევა. თითოეულ ოლქს შეუძლია ასამდე როტარი-კლუბის გაერთიანება. ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი თითოეულ ოლქში არის ოლქის საქმეთა მმართველი - მისი „გუბერნატორი“. ყოველწლიურად ოლქი გვთავაზობს ახალი გუბერნატორის კანდიდატურას, რომელიც ოფიციალურად ირჩევა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთი წლით. მომავალი წლისთვის არჩეულმა ოლქის გუბერნატორმა უნდა გაიაროს ერთკვირიანი სასწავლო კურსი. გუბერნატორის მუშაობა ხორციელდება მთლიანად საზოგადოებრივ საწყისებზე და არ ანაზღაურდება. გუბერნატორი წლის უმეტეს ნაწილს ოლქის კლუბებისთვის დახმარების გაწევას უთმობს. გუბერნატორი ვალდებულია მოინახულოს ოლქის ყველა კლუბი, დაგეგმოს საინტერესო და სასარგებლო საოლქო კონფერენცია, მოიწვიოს საოლქო ასამბლეა კლუბების ხელმძღვანელებისთვის და აწარმოოს მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეები. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს, გუბერნატორს ევალება, რომ წლის განმავლობაში განასახიეროს როტარიანობის სული, როგორც კლუბების კეთილგანწყობილმა კურატორმა. „ზონები“ — მსხვილი ადმინისტრაციული დანაყოფებია, რომლებიც აერთიანებენ როტარიანულ ოლქებს მართვის მოხერხებულობისთვის. ზონალობის პრინციპი ამარტივებს როტარი ინტერნეიშენალის პრეზიდენტისა და დირექტორების არჩევნების საარჩევნო კომიტეტის ფორმირებას. ზონალურ კუთვნილებაზე მუშაობს ასევე არაერთი როტარიანული ინსტიტუტი.[1]
როტარი-კლუბის სხდომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როტარი-კლუბის წევრები სხდომებს, როგორც წესი, კვირაში ერთხელ მართავენ — საუზმის, ლანჩის ან ვახშმის დროს რესტორნებში, კაფეებში ან ოფისებში. ამ შეხვედრებზე ისინი ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტების განხილვითა და ორგანიზებით არიან დაკავებულნი. სხდომებზე ხშირად იწვევენ სტუმრებს საინტერესო მოხსენებებით.[1]
როტარი-კლუბის წევრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბის წევრებს „როტარიანელები“ ეწოდებათ. ორგანიზაციის დოკუმენტების თანახმად, მისი ძირითადი მიზანია პროფესიონალებისა და ბიზნესმენების გაერთიანება ჰუმანიტარული პროექტების განსახორციელებლად, პროფესიულ სფეროში მაღალი ეთიკური სტანდარტების განვითარებისა და მთელ პლანეტაზე მშვიდობისა და კეთილი ნების დამკვიდრებაში დახმარების მიზნით.
წესები განსაზღვრავს როტარი-კლუბის ახალი წევრების მიღების წესს. როტარიანელი, რომელიც კანდიდატს რეკომენდაციას უწევს, საკვანძო როლს ასრულებს წევრობის ზრდისა და მოძრაობის განვითარების პროცესში. როტარი-კლუბის მდივნისთვის ან წევრობის ქვეკომიტეტისთვის კანდიდატის წარდგენის გარდა, რეკომენდაციის მიმცემი ვალდებულია:[1]
- კანდიდატის წარდგენამდე ის კლუბის ორ-სამ სხდომაზე მოიწვიოს;
- კანდიდატი ერთ-ორ გაცნობით სხდომაზე გააცილოს;
- ყოველ კვირას, ერთი თვის განმავლობაში, ახალი როტარიანელი კლუბის დანარჩენ წევრებს წარუდგინოს;
- ახალი როტარიანელი მიიწვიოს, რომ რეკომენდაციის მიმცემთან ერთად დაესწროს უახლოესი როტარი-კლუბების პირველ სხდომას, რითაც „შეავსებს“ თავისი კლუბის სხდომის გაცდენას და ამით დააკვირდეს მუშაობის ორგანიზაციას და იგრძნოს მეგობრობისა და ამხანაგობის სული;
- ახალი როტარიანელი მეუღლესთან ერთად მიიწვიოს, რათა რეკომენდაციის მიმცემთან ერთად დაესწროს როტარი-კლუბის საზოგადოებრივ ღონისძიებებს, ოფიციალურ საუზმებსა და ვახშმებს, ასევე სხვა ღონისძიებებს;
- ხელი შეუწყოს იმას, რომ ახალმა როტარიანელმა და მისმა მეუღლემ, რეკომენდაციის მიმცემთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ მოძრაობის საოლქო კონფერენციაში;
- ეცადოს, რომ ახალ როტარიანელს გახდეს ნამდვილი მეგობარი და მრჩეველი, რითაც უზრუნველყოს ახალი როტარიანელის აქტიური მონაწილეობა მოძრაობის ცხოვრებაში.[1]
ჯილდოები და პროგრამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როტარი ინტერნეიშენალი ახორციელებს ორი ძირითადი ტიპის პროგრამას: ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ: „როტარაქტი“, „ინტერაქტი“, „RYLA“ და „როტარიანული სასკოლო გაცვლა“.
როტარი ინტერნეიშენალის მთავარი ჰუმანიტარული პროგრამაა, „PolioPlus“ - რომელსაც როტარი ინტერნეიშენალი - და მთელი მოძრაობა 1985 წლიდან ახორციელებს მთელ მსოფლიოში პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად. პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი — 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაქვს „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს“.[2]
«როტარი ინტერნეიშენალი»-ის მიერ გაცემული ჯილდოების ათი სახეობა არსებობს:
- საუნივერსიტეტო სტიპენდიები: სტიპენდიები, რომლებიც ენიჭებათ უნივერსიტეტის სტუდენტებს გამორჩეული წარმატებისთვის, 1 წლის ვადით საზღვარგარეთ სასწავლებლად. სტიპენდიანტს უნაზღაურდება მგზავრობა ორივე მიმართულებით, საცხოვრებელი და სწავლა;
- სტუდენტური სტიპენდიები: უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე ნიჭიერი სტუდენტებისთვის, ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სასწავლებლად;
- პროფესიული განათლების ჯილდოები: საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ოსტატებსა და ხელოსნებს შეისწავლონ ტექნიკური სპეციალობების ფართო სპექტრი საზღვარგარეთ რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე ვადით. ისინი იმაღლებენ კვალიფიკაციას სკოლაში, სახელოსნოებში, საავადმყოფოებში, ქარხნებში და ა.შ.;[3]
- მასწავლებლების ჯილდოები: ყოველწლიურად 120 სტიპენდია ენიჭებათ მასწავლებლებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ასწავლიან გონებრივად ჩამორჩენილ, პედაგოგიურად უგულებელყოფილ ბავშვებს, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ;
- უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები: უნივერსიტეტის მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ საზღვარგარეთ ექვსიდან ათ თვემდე ვადით, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში;
- შიმშილთან ბრძოლის პროგრამის სტიპენდიები: ენიჭებათ განვითარებადი ქვეყნების მკვლევარებს სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო ხარისხის მისაღებად;
- საოლქო გაცვლა: საშუალებას იძლევა მოხდეს დამწყები ბიზნესმენებისა და სპეციალისტების გაცვლა 1,5 თვის ვადით, 5 ადამიანის კვოტით სხვადასხვა ქვეყნის დაძმობილებული ოლქებიდან შემეცნებითი მიზნით. გაცვლა ხორციელდება საერთაშორისო ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით;
- სპეციალური დოტაციები: ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობენ «Rotary International»-ის მიზნებს; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის დახმარებაზე;[3]
- „სამი ეიჩის“ სტიპენდიები: ფონდები, რომლებიც გამოიყოფა კლუბებისა და ოლქებისთვის მთელ მსოფლიოში ჰუმანიტარული ღონისძიებების განსახორციელებლად;
- დოტაციები როტარიანელი-მოხალისეებისთვის: ფინანსური მხარდაჭერა ტრანსპორტისა და სხვა ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ მათი პროფესიული მომსახურებისა და გამოცდილების უსასყიდლოდ გაწევასთან ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში;[1]
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როტარიანულ მოძრაობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის მასონური ორგანიზაციებისთვის გადაბირების პლატფორმას წარმოადგენს. კერძოდ, დიაკვანი ანდრეი კურაევი როტარი-კლუბის წევრებს მასონებს მიაკუთვნებდა. ტრადიციულად, ასეთ ბრალდებებზე როტარიანული მოძრაობა პასუხობს არგუმენტებით, რომ როტარიანული კლუბები არ არიან მასონური ორგანიზაციები, რადგან ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით:
- არიან ორგანიზაციები ღია წევრობით ნებისმიერი ადამიანისთვის (მასონური ლოჟები ამ საკითხში სრულიად დახურული ორგანიზაციები არიან);
- ღია არიან ქალების წევრობისთვის;
- თავისუფალია სხდომებზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (მასონების შეხვედრები დახურულია ლოჟის არაწევრებისთვის);
ინფორმაცია ინტერენეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი Rotary International
- საქართველოში როტარი კლუბი დაარსდა
- Rotary Club Tbilisi Ambassador
- როტარი კლუბი ბათუმი
- როტარი კლუბი ქუთაისი
- როტარი კლუბი თბილისი აკადემია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Rotary. About Rotary en. Rotary International. ციტირების თარიღი: 2025-10-12
- ↑ საქართველოში „როტარი კლუბი“ 1999 წელს დაარსდა ka. Euronews Georgia (2021-04-14). ციტირების თარიღი: 2025-10-12
- ↑ 3.0 3.1 საგანმანათლებლო პროექტი „როტარი კლუბთან“ ერთად ka. Aris.ge (2018-09-06). ციტირების თარიღი: 2025-10-12