როსტომ-ფაშა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან როსტომ ფაშა)
| როსტომ-ფაშა | |
|---|---|
| ახალციხის ფაშა | |
| მმართ. დასაწყისი: | 1647 |
| მმართ. დასასრული: | 1658 |
| წინამორბედი: | იუსუფ I |
| მემკვიდრე: | ასლან I |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1658 |
| შვილები: | ასლან I |
| დინასტია: | ჯაყელები |
| მამა: | იუსუფ I |
როსტომი (ჯაყელი) ( გ. 1658), ახალციხის ფაშა (1647-1658). მისი დროიდან იწყება მესხეთის ფეოდალთა მასობრივი გამაჰმადიანება. ვინც მაჰმადიანობას არ იღებდა, მესხეთიდან იყრებოდა და საქართველოს სხვა კუთხეს აფარებდა თავს. უქმდებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები, ეცემოდა მხარის შემოქმედებითი და კულტურული ცხოვრების დონე. როსტომი ხელს უწყობდა ქართულ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის თურქულით შეცვლას, დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის მტრობის გაღვივებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომსაძე შ., ქსე, ტ. 8, გვ. 449, თბ., 1984