როსტოვ არენა
როსტოვ არენა | |
მდებარეობა | დონის როსტოვი, რუსეთი |
---|---|
კოორდინატები | 47°12′34″ ჩ. გ. 39°44′16″ ა. გ. / 47.20944° ჩ. გ. 39.73778° ა. გ. |
აშენდა | 2014-2017 |
გაიხსნა | 15 აპრილი, 2018 | (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება | 19,8 მილიარდი რუბლი |
ტევადობა |
45 000 (მსოფლიო ჩემპიონატი) 42 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ) |
გუნდები | |
როსტოვი |
როსტოვ არენა[1][2] (რუს. „Ростов Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 5 მატჩს[3]. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ როსტოვის საშინაო მატჩებს და ჩაანაცვლებს ოლიმპ-2-ს. სტადიონი 45 000 მაყურებელზეა გათვლილი[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის ივნისში მშენებლობისთვის გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, თითქმის პირველადი სახით შემონახული ხუთი ჭურვი აღმოაჩინეს[5]. 2013 წლის აგვისტოში დაიწყო სტადიონის ექვსმეტრიანი საძირკვლის მომზადება[6]. 2014 წლის მაისში საძირკვლის ჩასხმა დასრულდა. 2015 წლის სექტემბერში სრულად დასრულდა საძირკვლის რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა[7].
2017 წლის 9 ივნისს როსტოვის ოლქის მთავრობამ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების 80%-ის დასრულების შესახებ განაცხადა[8]. ოქტომბერში დამონტაჟდა გარე და შიდა ელექტრონული ტაბლოები[9]. 22 დეკემბერს სტადიონის მშენებლობა დასრულდა და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დაიწყო[10].
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარიღი | დრო | გუნდი №1 | შედეგი | გუნდი №2 | ეტაპი | დასწრება |
---|---|---|---|---|---|---|
17 ივნისი, 2018 | 21:00 | ბრაზილია | – | შვეიცარია | ჯგუფი E | |
20 ივნისი, 2018 | 18:00 | ურუგვაი | – | საუდის არაბეთი | ჯგუფი A | |
23 ივნისი, 2018 | 18:00 | სამხრეთი კორეა | – | მექსიკა | ჯგუფი F | |
26 ივნისი, 2018 | 21:00 | ისლანდია | – | ხორვატია | ჯგუფი D | |
2 ივლისი, 2018 | 21:00 | G ჯგუფის გამარჯვებული | – | H ჯგუფის მეორეადგილოსანი | მერვედფინალი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Stadium names for the 2018 FIFA World Cup Russia™ confirmed დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. . FIFA.
- ↑ Стадион к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону назовут «Ростов-Арена».
- ↑ Russia to host 2018 FIFA World Cup. Официальный сайт ФИФА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-24.
- ↑ Russia 2018 FIFA WORLD CUP artists Impressions of Stadiums
- ↑ В Ростове на месте строительства стадиона к ЧМ-2018 чуть не взорвались снаряды времён ВОВ. Ростовское агентство новостей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Марина Бровкина. (2013-08-02) В Ростове началось строительство стадиона к ЧМ-2018. RG.RU. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
- ↑ Дмитрий Буянин. (2015-09-24) Строительство стадиона к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону продолжает идти с опережением графика. ТАСС. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ Строительная готовность «Ростов-Арены» достигла 80%. runews24.ru. ციტირების თარიღი: 2017-06-09.
- ↑ «Ростов-Арена»: завершен монтаж внутренних информационных табло и экрана на фасаде — Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2017-10-17.
- ↑ Завершено строительство стадиона «Ростов Арена» | Ростов Арена. rostov-arena.ml. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-17. ციტირების თარიღი: 2018-01-16.