როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი
რუს. Административный корпус Ростовского (Варшавского) университета
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
გახსნის თარიღი 1897
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი[1] (რუს. Административный корпус Ростовского (Варшавского) университета) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1897 წელს[2]. თავდაპირველად შედიოდა ნიკოლაევის საავადმყოფოს შენობების კომპლექსში[3]. 1915 წლიდან შენობაში განთავსდა ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, რომელიც ევაკუირებული იყო ვარშავიდან პირველი მსოფლიო ომის გამო. თანამედროვე ეპოქაში შენობაში განთავსებულია როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი. როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შენობის ავტორი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო არქიტექტორი ნ. მ. სოკოლოვი. აგურის ორსართულიან შენობას აქვს დაქანებული რკინის სახურავი. ფასადი არ არის მობათქაშებული. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარი ფასადი გადის ნახიჩევანის შესახვევში[4]. ნაგებობის ორივე მხარეს დგას რიზალიტი ატიკებით. ფასადზე სართულებს შორის ადგილი გამოყოფილია სართულთშორისი ზოლურით. ადმინისტრაციული კორპუსის გარეთა კედლები რუსტიკითაა გაფორმებული. საკმლის ღიობი პირველ და მეორე სართულზე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. პირვერ სართულზე ღიობ ნახევარწრიულია, ხოლო მეორეზე სწორკუთხა. ისინი გაფორმებულია სანდრიკებით, თამასებით და ციხესიმაგრის ქვებით.

როსტოვის (ვარშავის) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შენობას აქვს რთული დაგეგმარების კონფიგურაცია. მშენებლობაში გამოყენებულია კორიდორული სისტემა ორმხრივად განლაგებული ოთახებით[2].

მემორიალური დაფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს შენობაზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[2]:

ვიკიციტატა
„როსტოვის ხალხთა მეგობრობის ორდენის მფლობელ სამედიცინო ინსტიტუტში 1916-1957 წწ. მუშაობდა მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრი, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ნიკოლაი აპოლინარის ძე როჟანსკი (1884-1957 წწ.)“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 г. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). donland.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
  2. 2.0 2.1 2.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 27.
  3. Николаевская городская больница в Ростове-на-Дону. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-14.
  4. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.