როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობა
რუს. Здание клиники госпитальной и кафедральной хирургии Ростовского университета
კოორდინატები 47°13′40″N 39°44′19″E / 47.227853° ჩ. გ. 39.738686° ა. გ. / 47.227853; 39.738686
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობა (რუს. Здание клиники госпитальной и кафедральной хирургии Ростовского университета) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1890-იან წლებში. პროექტის ავტორი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო არქიტექტორი ნ. სოკოლოვი[1]. შედის ნიკოლაევსკის საავადმყოფოს სამშენებლო კომპლექსის შემადგენლობაში[2]. 1916 წლიდან 1938 წლამდე, დონის როსტოვში ვარშავის უნივერსიტეტის ევაკუაციის შემდეგ, შენობაში მუშაობდა ქირურგი ნიკოლაი ნაპალკოვი. 1916 წლიდან 1941 წლამდე აქ მუშაობდა ქირურგი ნიკოლაი ბოგარაზი[1]. ამჟამად შენობა არის როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

მისამართი: დონის როსტოვი, ნახიჩევანის შესახვევი, № 38.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგურის შენობა ორსართულიანია და აქვს მრავალფერდა სახურავი. ფასადი გაფორმებულია კლასიციზმის სულისკვეთებით. პირველი და მეორე სართულები მთლიანად რუსტირებულია. ფასადების ჰორიზონტალური დანაწილება მიიღწევა სართულთშორისო ზოლურების წყალობით. როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობის ფასადი სიმეტრიულია, ცენტრალურ ნაწილში გვხვდება რიზალიტი. ფანჯრის ღიობებს აქვს სწორკუთხა ღიობები, მეორე სართულზე ფანჯრები გაფორმებულია დეკორატიული პორტალებით. შენობას აქვს რთული კონფიგურაციის გეგმა. როსტოვის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური და კათედრალური ქირურგიის კლინიკის შენობა დაგეგმარების სისტემა კორიდორულია ორმხრივად განლაგებული ოთახებით[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 28—29.
  2. 2.0 2.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.