როსტოვის ტელეანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როსტოვის ტელეანძა
რუს. Ростовская телебашня
Rostov-Telebashnya.jpg
ინფორმაცია
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1956-1958
დანიშნულება ტელეკომუნიკაცია, მეტეროლოგია
სიმაღლე
ანტენა/ქიმი 195
სახურავი 180

როსტოვის ტელეანძა ( რუს. Ростовская телебашня) — ტიპიური სატელევიზიო და რადიო ანძა. მდებარეობს დონის როსტოვის რკინიგზის რაიონში ბარიკადების ქუჩაზე. ტელეანძა არის როსტოვის ყველაზე მაღალი ნაგებობა. მისი სიმაღლე შეადგენს 195 მეტრს. მისი მოქმედების ზონაში შედის როსტოვის აგლომერაცია 2,2 მლნ მოსახლეობით და მოიცავს ისეთ მსხვილ ქალაქებს როგორცაა ბატაისკი, აზოვი და აქსაი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელემაუწყებლობის ეპოქა დონის როსტოვის ტერიტორიაზე 195 მეტრიანი ტელეანძის მშენებლობის შემდეგ დაიწყო. ანძა ააწყო მოსკოვის მეტალის კონსტრუქციების ინსტიტუტმა. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა ორი წელი და დასრულდა 1958 წლის 2 აპრილს[1]. საცდელი ტელემაუწყებლობა დაიწყო უკვე მეორე დღეს 1958 წლის 30 აპრილიდან[1]. 1969 წლიდან ტელევიზია ფერად მაუწყებლობაზე გადავიდა. 1992 წელს ანძაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა კაბელები და ტრანსფორმატორი. ავარიამ გამოიწვია ტელემაუწყებლობის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში[2].

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გისოსებიანი ფოლადის სტრუქტურა დგას ბეტონის ოთხ საყრდენზე. ტელეანძა მონაცვლეობით შეღებულია წითელი და თეთრი საღებავით. ღამე ანძის განათება ხდება ლაზერების გამოყენებით.

ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჟურნალისტები წერდნენ, რომ ტელეანძას ესაჭიროება სასწრაფო რემონტი. მისი გადახრა სიმძიმის რერძიდან ხუთჯერ აღემატება ნორმას[3].

ალტერნატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს დონის როსტოვის ქალაქთმშენებლობის საბჭომ მოიწონა როსტოველი სერგეი კივენკოს იდეა, რომელმაც შეიმუშავა ახალი სატელევიზიო ანძის პროექტი, რომელსაც უწოდა „პენტაშპილემი“[4]. პენტაშპილის სიმაღლე 315 მეტრი უნდა ყოფილიყო. მშენებლობისათვის გამოიყო ადგილი ყოფილი აეროპორტის რაიონში[4]. მაგრა 1999 წლის მარტში ქალაქის ინჟინერთა საბჭომ დახურა კივენკოს პროექტი[4].

2002 წელს კივენკო პროექტს მეორედ მიუბრუნდნენ. პროექტით დაინტერესდნენ სერიოზული ინვესტორები[5]. მთელი მშენებლობის საერთო ღირებულება შეფასდა 60-დან 90-მდე მილიონ დოლარად[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Собств. корр. Ростовское областное телевидение отмечает 50-летний юбилей // news.rostov-today.ru. — 2008. — 27 сент.
  2. Вместо телевышки в Ростове построят «Пенташпиль». Аргументы и факты. წაკითხვის თარიღი: 2017-02-03.
  3. Абамова Т. Крепко ли стоит главная телебашня Ростова? // www.relga.ru. — 2000. — 23 сент.
  4. 4.0 4.1 4.2 Сидоров А. Невезучий творец заколдованных башен // Седьмая столица. — 2003. — 10 марта.
  5. 5.0 5.1 Подобед Д. «ПЕНТАШПИЛЬ», часть вторая — автор закручивает сюжет // www.ars-com.ru. — 2005. — 5 марта.