შინაარსზე გადასვლა

როსტოვის საზღვაო კლასების შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის საზღვაო კლასების შენობა
რუს. Здание ростовских мореходных классов
კოორდინატები 47°13′10″N 39°43′51″E / 47.219375° ჩ. გ. 39.730772° ა. გ. / 47.219375; 39.730772
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ვლადიმირ შკიტკო
გახსნის თარიღი 1896
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100037000

როსტოვის საზღვაო კლასების შენობა (რუს. Здание ростовских мореходных классов) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1896 წელს როსტოვის საზღვაო კლასებისთვის[1], არქიტექტორ ვლადიმირ შკიტკოს პროექტის მიხედვით. მდებარეობს სადოვის ქუჩაზე (სახლი 8/2 B)[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია გ. სედოვის სახელობის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტი. როსტოვის საზღვაო კლასების შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

მისამართი: დონის როსტოვი, სადოვის ქუჩა № 8/2 B.

დონის როსტოვში საზღვაო კლასები გაიხსნა 1876 წელს დონის მხარის საზოგადოების ინიციატივით. თავდაპირველად ის განთავსებული იყო იჯარით აღებულ სათავშოებში. საკუთარი შენობა ზემო ბულვარის (ამჟამად სედოვის) ქუჩაზე ააგეს 1896 წელს, მას შემდეგ რაც სასწავლებელი დააჯილდოვეს მესამე თანრიგით[3]. შენობის პროექტის ავტორი იყო ქალაქის არქიტექტორი ვლადიმირ შკიტკო[1]. 1914 წელს შენობასთან ახლოს ააშენეს დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსი[3].

1950 წელს საზღვაო კლასების შენობის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[1]:

ვიკიციტატა
„ამ შენობაში 1895-1899 წლებში სწავლობდა პოლარული მკვლევარი გ. ი. სედოვი (1877-1914)“

როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

ორსართულიანი აგურის შენობის ფასადი გადის სედოვის ქუჩაზე. ფასადი სიმეტრიულია,ხოლოპირველი სართული რუსტირებული. მთავარი შესასვლელი მოქცეულია ორსვეტოვან პორტიკში. თავდაპირველად შენობის ცენტრალურ ნაწილში სახრავზე დადგმული იყო პატარა კოშკი (ამჟამად მონგრეულია). შენობას აქვს დაგეგმარების კორიდორული სისტემა ორმხრივად განთავსებული ოთახებით[1].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 21—22.
  2. 2.0 2.1 2.2 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  3. 3.0 3.1 „Здание Ростовского морского колледжа“. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-08.