შინაარსზე გადასვლა

როსტოვის ოლქის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის ოლქის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
რუს. Ростовский областной музей изобразительных искусств

მუზეუმის ფასადი
47°13′29″ ჩ. გ. 39°43′25″ ა. გ. / 47.22498306° ჩ. გ. 39.72378611° ა. გ. / 47.22498306; 39.72378611
დაარსდა 1938
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა დონის როსტოვი
ექსპონატი 6 000
დირექტორი სვეტლანა კრუზე
ოფიციალური საიტი [www.romii.ru www.romii.ru]
Map

როსტოვის ოლქის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (რუს. Ростовский областной музей изобразительных искусств) — სამხატვრო მუზეუმი ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1938 წელს. კოლექცია მოითვლის 6 ათასზე მეტ ექსპონატს.

როსტოვის ოლქის სახვითი ხელოვნების მუზეუმი არსებობს 1938 წლიდან. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს 6 000 ერთეულს, მათ შორის: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და დეკორაციული ხელოვნება. მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს ძველი რუსული ხელოვნება, XVIII - XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნება რუსეთში, დასავლეთევროპელი ოსტატების ხელოვნება და აღმოსავლეთის ქვეყნები. XX საუკუნის ხელოვნების კოლექციაში წარმოდგენილია ავტორებბი: ბორის ლავრენკო, ალექსანდრ ლაქტიონოვი, მარტიროს სარიანი, ნიკოლაი ტიმკოვი და სხვა წამყვანი რუსი მხატვრები. ასევე წარმოდგენილია დონელი მხატვრების ნამუშევრები.

ორგანიზაციის ფართობი: საგამოფენო — 3938 მ², დროებითი გამოფენების — 859 მ², ფონდსაცავები — 2245 მ². თანამშრომელთა რაოვენობა — 57, მათ შორის 19 მეცნიერი. ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის ბიბლიოთეკა, სარესტავრაციო სახელოსნო.

მუზეუმის გახსნა გაიმართა 1938 წელს, თუმცა მუზეუმის ფორმირების ისტორია უფრო ადრე იწყება. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დონის როსტოვში შეიქმნა როსტოვ-ნახიჩევანის სახვითი ხელოვნების საზოგადოება, რომლის ფონდშიც წარმოდგენილი იყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მხატვართა ნამუშევრები. ასევე ადგილობრივი კერძო კოლექციონერების კოლექციები, რომლებიც რევოლუციის შემდეგ გადაეცათ მუზეუმებს.

1920 წლის 1 მაისიდან მუშაობდა როგორც დონის ხელოვნებისა და სიძველეთა მუზეუმი, 1927 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მუზეუმის შემადგენლობაშია, 1934-1936 წლებში არ ფუნქციონირებდა, 1937 წლიდან როსტოვის ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განყოფილებაა.

მუზეუმის შექმნის სათავეებთან იდგნენ მხატვრები: მარტიროს სარიანი და ანდრეი სილინი[1], მწერალი მარიეტა შაგინიანი. არსებობის პირველ წლებში მუზეუმის ექსპოზიცია ივსებოდა ქვეყნის ისეთი ცენტრალური მუზეუმებიდან, როგორიცაა ტრეტიაკოვის გალერეა, ერმიტაჟი, რუსული მუზეუმი.

1942 წლის იანვარში მოახდინეს მუზეუმის ევაკუაცია პიატიგორსკში, სადაც გერმანელმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს. ომის შემდგომ წლებში ნელ-ნელა მოხდა კოლექციის აღდგენა, თუმცა ბოლომდე ეს შეუძლებელი იყო. მუზეუმი მეორედ გაიხსნა 1946 წელს.

1958 წელს მუზეუმი ასევე განთავსდა პეტოვის სახლში, რომელიც ააგეს 1898 წელს არქიტექტორ ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით (სახლის ნაციონალიზაცია მოხდა 1920 წელს[2]).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Силин Андрей Дмитриевич
  2. Еваулов Г.В., Черницына В.А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 2002.