როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი
როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი რუს. Ростовское коммерческое мужское училище | |
---|---|
შენობა რევულუციამდელ პერიოდში | |
კოორდინატები | 47°13′24″N 39°43′57″E / 47.223333° ჩ. გ. 39.7325° ა. გ. |
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
მასალა | აგური |
გახსნის თარიღი | 1902-1904 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი (რუს. Ростовское коммерческое мужское училище) — დონის როსტოვის ერთ-ერთი სასწავლებელი ოქტომბრის რევოლუციამდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890-იანი წლების დასაწყისიდან დონის როსტოვში იმართებოდა დისკუსია ეკონომიკური პროფილის სასწავლებლის დაარსების შესახებ. 1891 წელს შეიქმნა ქალაქის კომერციული სასწავლებლის გახსნის პროექტი, რომელიც არ განხორციელებულა. მხოლოდ ათი წლის შემდეგ ვაჭართა საზოგადოების სახსრებით გაიხსნა როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი, რომლის დირექტორიც გახდა ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პეტრე ვერხოვსკი. 1902-1904 წლებში ვაჭართა ქველმოქმედებითა და სახსრებით ააგეს კომერციული ვაჟთა სასწავლებლის სამსართულიანი შენობა ნიკოლსკის (ამჟამად სოციალისტური) ქუჩისა და ბოგატიანოვის აღმართის გადაკვეთაზე. 1907 წელს გაიხსნა ქალთა ცალკე კომერციული სასწავლებელი და კომერციული განათლების საღამოს კურსები. როსტოვის კომერციული სკოლა აღჭურვილი იყო თანადროული ტექნიკით, ბიბლიოთეკით და სააქტო დარბაზით. იქვე იყოწმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის კარის ეკლესია[1].
ამ შენობებთანაა დაკავშირებული დონის როსტოვის უმაღლესი ეკონომიკური განათლების შემდეგი ისტორია. 1918-1920 წლებში აქ განთავსებული იყო დონის კომერციული ინსტიტუტი. 1920-1922 წლებში დონის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. 1931 წლიდან აქ მოქმედებს როსტოვის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი (ამჟამად - როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი).
ამჟამად როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებლის შენობაში მოქმედებს როსტოვის სახელმწიფო სამშენებლო უნივერსიტეტი, რომელიც 2016 წლის 15 აპრილს შეუერთდა დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. აღნიშნული შენობა არის რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნომრით 6100040000[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ростов-на-Дону. Домовая церковь Николая Чудотворца при Ростовском Коммерческом училище
- ↑ ЗДАНИЕ ГОРОДСКОГО КОММЕРЧЕСКОГО УЧИЛИЩА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-16. ციტირების თარიღი: 2017-02-22.