როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა
| როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| მიტოვების პერიოდი | 2015 |
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | დონის როსტოვი |
| ძეგლი | |
| არქიტექტორი | ლევ ებერგი |
| გახსნა | 1952 |
![]() | |
როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა (რუს. Здание Ростовской студии кинохроники) — სამსართულიანი აგურის შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1952 წელს როსტოვის კინოქრონიკის სტუდიისათვის, არქიტექტორ ლევ ებერგის პროექტის მიხედვით. მდებარეობს წითელარმიელთა ქუჩაზე (სახლი 94/92).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა მდებარეობს დონის როსტოვის ცენტრში და უჭირავს წითელარმიელთა ქუჩისა და ოსტროვსკის ქუჩის კუთხე[1]. აგებულია 1952 წელს ცნობილი არქიტექტორის ლევ ებერგის პროექტის მიხედვით[1][2].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით. პირველი სართული გაფორმებულია ბუნებრივი ქვით, მეორე - რუსტირებულია, მესამე სართულს კი ამშვენებს წყვილი პილასტრი. წითელარმიელთა ქუჩაზე გამავალი მთავარი ფასადი გაფორმებულია თაბაშირის პრფილირებული თამასებით[1].
შენობას გააჩნია ასო Г-ს ფორმის დაგეგმარება. შენობას აქვს დაგეგმარების კორიდორული სისტემა ორმხრივად განთავსებული სამუშაო ოთახებით. შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მაყურებელთა დარბაზი[1].
შენობის სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა 2014 წლისათვის არ იყო სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. დონის როსტოვის რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ იგეგმება მიმართონ როსტოვის ოლქის კულტურის სამინისტროს თხოვნით რათა შენობა შეიტანონ განსაზღვრული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
გაყიდვა და შენობის დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს როსტოვის კინოქრონიკის სტუდიის შენობა გაიყიდა. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, 2015 წლის 21 თებერვალს დაიწყო შენობის დემონტაჟი[3]. დონის როსტოვის სამშენებლო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი დიკუნის სიტყვებით დანგრეული კინოქრონიკის სტუდიის შენობის ადგილზე იგეგმება 7-სართულიანი არასაცხოვრებელი სახლის მშენებლობა[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Собств. корр. Ростовская киностудия приватизирована незаконно // voopiik-don.ru. — 2014. — 17 ноября.
- ↑ Дементьева Ю. Конфликт недели: ОНФ намерен оспорить стоимость Ростовской киностудии დაარქივებული 2014-12-21 საიტზე Wayback Machine. // ФедералПресс. — 2014. — 14 ноября.
- ↑ 3.0 3.1 На месте Ростовской киностудии построят 7-этажное нежилое здание // Аргументы и Факты. — 2015. — 25 февр.
