როსტოვის ბრძოლა (1941)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

საბჭოთა ჯარები როსტოვში ბრძოლის დროს
თარიღი 17 ნოემბერი – 2 დეკებერი, 1941
მდებარეობა დონის როსტოვი
შედეგი საბჭოთა ჯარების გამარჯოვება
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
რუმინეთის დროშა რუმინეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
მეთაურები
იაკოვ ჩერევიჩენკო გერდ ფონ რუნდშტეტი
ვალტერ ფონ რაიხენაუ
ევალდ ფონ კლაისტი
ძალები
სამხერეთის ფრონტი არმიათა ჯგუფი სამხრეთი
დანაკარგები
33,000 (17 ნოემბერი –2 დეკემბერი)[1] 4,316 (11 ნოემბერი –30 ნოემბერი)[2]
როსტოვის ბრძოლა ვიკისაწყობში

როსტოვის ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის არმიათა ჯგუფ სამხრეთსა და საბჭოთა კავშირის სამხერეთის ფრონტს შორის დონის როსტოვთან გამართული ბრძოლა.

ბრძოლა სამი ეტაპისგან შედგებოდა: გერმანელების აზოვის ზღვი შეტევითი ოპერაცია 1941 წლის 12 სექტემბერს არმიათა ჯგუფ სამხრეთმა გენერალ გერდ ფონ რუნდშტეტიის მეთაურობით დაიწყო;[3] როსტოვის დაცვითი ოპერაციას 1941 წლის 5 ნოემბრიდან 16 ნოემბერის ჩათვლით ახორციელებდა საბჭოთა სამხრეთი ფრონტი გენერალ იაკოვ ჩერევიჩენკოს მეთაურობიით; როსტოვის შეტევითი ოპერაცია განხორციელდა 1941 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე იგივე საბჭოთა დანაყოფების მიერ.

17 ნოემბერს გერმანულმა ძალებმა გადაკვეთეს მდინარე მიუსი, 21 ნოემბრისტვის მათ შეიპყრეს 10 000 საბჭოთა ჯარისკაცი და დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი. 6 დღის შემდეგ საბჭოთა არმიის სამხრეთი ფრონტი გაძლიერდა 37-ე არმიით, გადავიდა კონტრშეტევაზე და III არმიის კორპუსის ალყაში მოქცევის საფრთხე შექმნა. რუნდშტეტმა მიუსის ხაზთან უკან დახევის ბრძანება გასცა რის გამოც ის ადოლფ ჰიტლერმა გადააყენა. მისმა შემცვლელმა ვალტერ ფონ რაიხენაუმ ფრანც ჰალდერთან შეთანხმებით დაადასტურა უკან დახევის აუცილებლობა. წითელმა არმიამ როსტოვი 28 ნოემბერს აიღო. მეორე მსოფლიო ომში ეს იყო საბჭოთა ჯარების პირველი მნიშვნელოვანი კონტრშეტევა რომელიც წარმატებით დასრულდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Haupt, Werner, Army Group South: The Wehrmacht in Russia 1941-1945, Schiffer Publishing, Atglen, 1998

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 April 2009. ციტირების თარიღი: 2009-01-08.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2013. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
  3. p.87, Haupt, Army Group South