როსტოვის ახალგაზრდული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როსტოვის ახალგაზრდული თეატრი (რუს. Ростовский молодёжный театр) — თეატრი ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

თეატრის მისამართი: 344019, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი დონის როსტოვი, თავისუფლების ქუჩა № 3.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა რევოლუციამდე
1899 წელი - თეატრის აფიშა

1894 წლის 30 მარტს დონის ნახიჩევანის დრამატული ხელოვნების მოყვარულთა საზოგადოებამ შეიტანა შუამდგომლობა ქალაქის საკრებულოში „ქალაქში თეატრის შენობისა და კომერციული კლუბის მშენებლობის შესახებ“. საკრებულო შუამდგომლობას დათანხმდა და თეატრის პროექტის შემუშავება დაავალა ქალაქის არქიტექტორს ნიკოლაი დურბახს. თეატრის მშენებლობა გაგრძელდა ოთხი წელი და ორი თვე. 1899 წლის 16 დეკემბერს შედგა მისი გახსნა[1]. ხოლო ინტერიერის გარკვეული ნაწილების მშენებლობა გრძელდებოდა 1907 წლამდე[2]. პირველ სპექტაკლზე თამაშობდა ცნობილი თეატრალური მოღვაწის ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სინელნიკოვის თეატრალური დასი[3].

თავისი თეატრალური მოღვაწეობის მანძილზე, რომლის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ 1930 წელი, თეატრის სცენაზე თამაშობდნენ შემდეგი დასები:

  • ნოვო-ნახიჩევანის თეატრი
  • მუშათა თეატრი
  • ახალგაზრდა მუშათა თეატრი (1929—1941)
  • კომედიის თეატრი (1945—1957)
  • ლენინური კომკავშირის სახელობისახალგაზრდული დრამის თეატრი (1957—1964)
  • მოზარდ მაყურებელთა თეატრი (1964—1996)
  • მოზარდ მაყურებელთა აკადემიური თეატრი (1997—2000)
  • 2001 წლიდან - როსტოვის საოლქო აკადემიური ახალგაზრდული თეატრი[2].

მოზარდ მაყურებელთა თეატრი შეიქმნა 1964 წელს. მათ მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა მიიღეს არაერთი დიპლომი რუსეთის მასშტაბით გამართულ ფესტივალებზე. 1997 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მიიღო აკადემიური თეატრის სტატუსი. 2001 წელს ეწოდა როსტოვის საოლქო აკადემიური ახალგაზრდული თეატრი[4]. თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან: არტურ ხაიკინი, იური ერიომინი, ვიაჩესლავ გვოზდკოვი, კირილ სერებრენიკოვი და სხვა[3].

1980 წლიდან 1984 წლამვე თეატრს ხელმძღვანელობდა რეჟისორი ვიაჩესლავ გვოზდკოვი[5].

1985 წლიდან თეატრის ხელმძღვანელია ვლადიმერ ჩიგიშევი[6].

1989 წლიდან თეატრის ბაზაზე იმართება ბავშვთა და მოზარდთა სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „მინიფესტი“.

შენობის არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვის ახალგაზრდული თეატრის შენობაზე წარმოდგენილია შერეული სტილი - ბაროკო, რენესანსი და კლასიციზმი[7]. მას აქვს რთული დაგეგმარების სისტემა. შენობის ფასადს ამშვენებს სამკუთხა ფრონტონი, რომელიც ეყრდნობა ოთხ კორინთულ სვეტს. ფრონტონის ტიმპანში მდებარეობს კარტუში. თეატრის პირველი სართული რუსტირებულია. თეატრის ფოიე, ფარდები და დეკორაცია მოხატა მხატვარმა ი. კრილოვმა[8].

მაყურებელთა დარბაზს აქვს კარგი აკუსტიკა. სამსართულიან დარბაზს, რომლის ტევადობაც არის 650-700 ადამიანი, აქვს შეწეული ნახევარწრის ფორმა[3], რათა მაყურებელი ახლოს იყოს თეატრის სცენასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. сайт Министерства культуры Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-01. ციტირების თარიღი: 2017-11-10.
  2. 2.0 2.1 Родственник одесского оперного // werawolw.ru. — 2010. — 4 сент.
  3. 3.0 3.1 3.2 О театре. Ростовский-на-Дону академический молодёжный театр. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
  4. Ростовский-на-Дону областной академический молодёжный театр
  5. Вячеслав Гвоздков в энциклопедии «Кругосвет»
  6. Владимир Чигишев: «Театр строится на любви»[მკვდარი ბმული]
  7. Архитектура Ростова-на-Дону. Архитектура в России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-20. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
  8. Русский классицизм. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-02-08.