როსტისლავი (გონტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნეტარესი როსტისლავი (ერისკაცობაში — ონდრეი გონტი; დ. 25 იანვარი, 1978, სნინა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 2013 წლის 9 დეკემბრიდან.

დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს სნინაში, სლოვაკეთში (იმჟამინდელი ჩეხოსლოვაკია). სკოლა დაამთავრა 1996 წელს. 2002 წელს დაამთავრა პრეშევოს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 2002 წელს სწავლობდა არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტში.

2012 წლის ოქტომბერში აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 2012 წლის 18 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრეშევოს კათედრის ეპისკოპოსად. 2013 წლის 9 დეკემბერს არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრედ.[1] 2014 წლის 11 იანვრიდან ეკლესიის წინამძღოლია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Местоблюстителем Митрополичьего престола Православной Церкви Чешских земель и Словакии избран архиепископ Прешовский и Словацкий Ростислав“. Патриархия.ru. 2013-12-10. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „Избран Предстоятель Православной Церкви Чешских земель и Словакии“. Патриархия.ru. 2014-01-11. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)