შინაარსზე გადასვლა

რონალდ მაკნეირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რონალდ ერვინ მაკნეირი
ინგლ. Ronald Ervin McNair
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1950
დაბ. ადგილი ლეიკ-სიტი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 1986 (35 წლის)
გარდ. ადგილი კანავერალის კონცხი, აშშ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა ფიზიკოსი

რონალდ ერვინ მაკნეირი (ინგლ. Ronald Ervin McNair; დ. 21 ოქტომბერი, 1950, ლეიკ-სიტი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ — გ. 28 იანვარი, 1986, კანავერალის კონცხი, აშშ) — ამერიკელი ფიზიკოსი და ასტრონავტი. იგი იყო კოსმოსური შატლის, ჩელენჯერის შვიდკაციანი ეკიპაჟის წევრი, რომელიც 1986 წლის 28 იანვარს მეათე ფრენის განხორციელებიდან სამოცდამეცამეტე წამზე აფეთქდა და მაკნეირისა და სხვა კოსმონავტთა დაღუპვა გამოიწვია.

რონალდ მაკნეირი დაიბადა 1950 წლის 21 ოქტომბერს, ლეიკ-სიტიში, სამხრეთი კაროლინაში. 1967 წელს დაამთავრა ლეიკ-სიტის საშუალო სკოლა. იყო გაერთიანებული მეთოდისტური რწმენის კომიტეტის წევრი. 1971 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ კაროლინას A&M უნივერსიტეტი ფიზიკის ბაკალავრის ხარისხით და იყო Omega Psi Psi Fraternity-ის წევრი. 1975 წელს საფრანგეთის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში შეისწავლა ლაზერული ფიზიკა. 1976 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ფიზიკის დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.

1971-1976 წლებში, NASA-მდე მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ავითარებდა ქიმიურ HF/DF (წყალბად-ფტორის) ლაზერებს და მაღალი წნევის ლაზერებს. ჩაატარა ინტენსიური ლაზერული გამოსხივების მოლეკულურ აირებთან ურთიერთქმედების ექსპერიმენტული და თეორიული ანალიზი. 1976 წლიდან მუშაობდა Hughes Research Laboratories-ში მალიბუში, კალიფორნია. შეიმუშავა დაბალი ტემპერატურის ოპტიკურად ტუმბოს ლაზერები იზოტოპების გამოყოფისა და ფოტოქიმიისთვის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი ლაზერული ფიზიკისა და მოლეკულური ფიზიკის დარგში თავის ნაშრომებზე.

აქტიურად მისდევდა სპორტულ სახეობას — კარატეს. მოიგო ხუთი რეგიონალური კარატეს ჩემპიონატი და 1976 წელს მიიღო AAU კარატეს ოქროს მედალი. მას ჰქონდა მე-5 დანის შავი ქამარი კარატეში და იყო კარატეს ინსტრუქტორი.

1978 წლის 16 იანვარს, იგი შეიყვანეს NASA-ს ასტრონავტთა კორპუსში მე-8 მიღების დროს. მან დაასრულა კოსმოსური წვრთნის ზოგადი კურსი (GST) და 1979 წლის აგვისტოში დაინიშნა ასტრონავტების ოფისში ფრენის სპეციალისტად.

1986 წლის 28 იანვარს, ის STS-51L მისიის ეკიპაჟში განაწილდა Challenger-ზე. კოსმოსური ხომალდის გაშვებიდან 73-ე წამზე მომხდარი კატასტროფის შედეგად, მაკნეირი ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად დაიღუპა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს მაკნეირი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]