შინაარსზე გადასვლა

რომის სანტა ბალბინას ბაზილიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტა ბალბინას ბაზილიკა

სანტა ბალბინას ბაზილიკაკათოლიკური ბაზილიკა რომში, მდებარეობს ავენტინის ბორცვზე, მშვიდ ტერიტორიაზე. ბაზილიკა და მისი ეზო განლაგებულია კარაკალას აბანოების გვერდით.

სანამ ნაგებობა ბაზილიკა გახდებოდა, ის იყო ლუციუს ფაბიუს ცილოს, მდიდარი რომაელის სახლი მეორე საუკუნის ბოლოს. სახლი გახლდათ საჩუქარი, ნაბოძები სეპტიმიუს სევერუსისგან და წყაროებში აღნიშნულია, როგორც "Forma Urbis Romae."

მისმა ახალმა, ქრისტიანმა მფლობელებმა თან მოიტანეს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია დაახლოებით 370 წელს: კედლები ამაღლდა და შიდა განლაგება შეიცვალა დღევანდელი ეკლესიის მსგავსად. ამ ეკლესიის თავდაპირველი სახელწოდება გაურკვეველია. ნავარაუდევია, რომ ის ცნობილი იყო როგორც "titulus Tigridae", რაც შესაძლოა მიუთითებდეს ადრეულ დამკვეთზე ან დამფუძნებელზე. გადმოცემით, როდესაც იმპერატორი კონსტანტინე გაემგზავრა კონსტანტინოპოლის დასაფუძნებლად, ის პაპ სილვესტრ I-ს ამ ეკლესიაში დაემშვიდობა.

ბაზილიკის კავშირი უნგრეთთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1270 წელს პირველი ცნობილი უნგრელი კარდინალი, სტეფან ბანჩა დაკრძალეს სწორედ ამ ბაზილიკაში. მე-13 საუკუნის კიდევ ერთმა უნგრელმა სასულიერო პირმა, პაპოსის ეპისკოპოსმა პალმა, ეკლესიაში ააშენა საკურთხეველი წმინდა ნიკოლოზისთვის. როგორც საკურთხეველი, ისე საფლავი გაქრა მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღემდე შემორჩენილი მემორიალური დაფა აღნიშნავს პალის შეწირულობებს. 2023 წლამდე, ამ ეკლესიის კარდინალ-მღვდელი იყო პეტერ ერდო, ესტერგომის არქიეპისკოპოსი.. მან განაცხადა, რომ ეკლესიასთან უნგრული კავშირები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პაპის გადაწყვეტილებაში, რომ მისთვის მიენიჭებინა წმინდა ბალბინას სახელი. ერდომ ურჩია უნგრელ პილიგრიმებს, მოენახულებინათ ბაზილიკა. კარდინალმა თქვა, რომ გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას შენობის მიმართ. სამწუხაროდ, ვინაიდან ეკლესიის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა, არქიეპისკოპოსი ერდო 2023 წლის მარტში დაინიშნა სანტა მარია ნუოვას კარდინალ-მღვდლად.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]