შინაარსზე გადასვლა

რომის პანთეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომის პანთეონიII საუკუნიდან ძველი რომაული ტაძარი და 609 წლიდან კათოლიკური ეკლესია (იტალ. Basilica Santa Maria ad Martyres, წმინდა მარიამისა და წამებულთა ბაზილიკა), რომი, იტალია. ეს არის, ყველაზე ცნობილი და არქიტექტურულად ყველაზე გავლენიანი როტონდა.

პანთეონი აშენდა ადრეული ტაძრის ადგილზე, რომელიც დაკვეთილი იყო მარკუს ვიფსანიუს აგრიპას მიერ ავგუსტუსის მმართველობის დროს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14). მას შემდეგ, რაც ორიგინალი დაიწვა, ამჟამინდელი შენობა შეუკვეთა იმპერატორმა ადრიანემ და სავარაუდოდ ააგეს დაახლოებით ახ. წ. 126 წელს. მისი მშენებლობის თარიღი გაურკვეველია, რადგან ადრიანემ გადაწყვიტა ახალ ტაძარზე შეენარჩუნებინა ძველი ტაძრის წარწერა, რომელიც აგრიპას მიერ იყო შექმნილი.

შენობა გეგმაში მრგვალია, გარდა პორტიკისა, რომელიც გამოირჩევა დიდი გრანიტის კორინთული სვეტებით ფრონტონის ქვეშ. მართკუთხა ვესტიბიული აკავშირებს პორტიკს როტონდასთან, რომელიც კოფრირებული ბეტონის გუმბათის ქვეშაა, ცენტრალური ღიობით (ოკულუსი) ცისკენ. თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ მისი აშენებიდან, პანთეონის გუმბათი კვლავ მსოფლიოში უდიდესია არმირების გარეშე ბეტონის გუმბათებს შორის.[1] სიმაღლე ოკულუსამდე და შიდა წრის დიამეტრი ერთნაირია, 43 მეტრი.

ეს არის ყველაზე კარგად შენახული ძველი რომაული შენობება დიდწილად იმიტომ, რომ იგი უწყვეტად გამოიყენებოდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. VII საუკუნიდან არის ეკლესია წმინდა მარიამისა და წამებულთა სახელზე, ცნობილი როგორც „სანტა მარია როტონდა“. მოედანი პანთეონის წინ იწოდება პიაცა დელა როტონდად. პანთეონი არის სახელმწიფო საკუთრება, რომელსაც მართავს იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტრო. 2013 წელს ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

პანთეონის დიდი წრიული გუმბათოვანი ცელა, კონვენციური ტაძრის პორტიკოს ფასადით, უნიკალური იყო რომაულ არქიტექტურაში. მიუხედავად ამისა, ის გახდა სტანდარტული მაგალითი, როცა კლასიკური სტილები აღორძინდა, და მრავალჯერ დააკოპირეს მოგვიანებით არქიტექტორებმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Moore, David. (1999)The Pantheon. romanconcrete.com. ციტირების თარიღი: September 26, 2011