რომის კინოფესტივალი

რომის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალ. Festa del Cinema di Roma) — ფესტივალი, რომელიც იმართება რომში, ოქტომბრის თვეში. 2022 წლიდან ფესტივალი ოფიციალურად იქნა აღიარებული კონკურენტუნარიან და პროფესიონალურ ფესტივალად კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის მიერ[1]. მისი მე-17 სეზონი, რის შემდეგაც იგი გახდა კონკურენტუნარიანი, გაიმართა და მიმდინარეობდა 2022 წლის 13-დან 23 ოქტომბრამდე, მე-18 სეზონი გაგრძელდა 2023 წლის 18-დან 29 ოქტომბრამდე[2] , ხოლო მე-19 2024 წლის 16-დან 27 ოქტომბრამდე „Auditorium Parco della Musica“-ში.[3]
სექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. ამ ნაწილებში ხდება:
Cinema d'Oggi
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხატვრული ფილმების ჩვენება, ყოველი ჩვენების ბოლოს მაყურებელი ხმას აძლევს საუკეთესო ფილმს და გამარჯვებულს ჯილდო ენიჭება.
გალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპული ან მსოფლიო ფილმების პრემიერების მასპინძლობა.
Mondo Genere
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა ჟანრის ფილმების ჩვენება და განხილვა, სხვა სექციებისგან განსხვავებით, აქ არ კონცენტრირდებიან ერთ კონკრეტულ ჟანრზე
Prospettive Italia
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხოლოდ იტალიური ფილმების პრემიერები, მსჯელობენ ახალ იტალიურ ჟანრებზე.
Alice nella Città
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხდება მხოლოდ საბავშვო ფილმების ჩვენებები.
ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის კინოფესტივალის ჯილდო არის ვერცხლის ქანდაკება, რომელიც შექმნილია რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსის ქანდაკების იმიტაციით.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის კინოფესტივალის პროდიუსერია „Cinema per Roma Foundation“, რომლის პრეზიდენტია ლაურა დელი კოლი. გენერალური მენეჯერია ფრანჩესკა ვია, ხოლო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ანტონიო მონდა.
გამარჯვებული ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006: Playing the Victim;
- 2007: Juno;
- 2008: Opium War;
- 2009: Broderskab;
- 2010: Kill Me Please;
- 2011: Un cuento chino;
- 2012: Marfa Girl;
- 2013: Tir;
- 2022: January;[4]
- 2023: Toll;[5]
- 2024: Bound in Heaven.
საუკეთესო კაცი მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006: ჯორჯო კოლანჯელი;
- 2007: რადეჯ სერბეჯია;
- 2008: ბოჰდან სტუპკა;
- 2009: სერხიო კასტელიტო;
- 2010: ტონი სერვილო;
- 2011: გიომ კანე;
- 2012: ჯერემი ელკაიმი;
- 2013: მეთიუ მაკკონაჰი;
- 2024: ელიო გერმანო.
საუკეთესო ქალი მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006: არიან ასკარიდი
- 2007: ჯიანგ ვენლი
- 2008: დონატელა ფინოკიარო
- 2009: ჰელენ მირენი
- 2010: ყველა მსახიობი ქალი
- 2011: ნუმი რაპასი
- 2012: იზაბელა ფერარი
- 2013: სკარლეტ იოჰანსონი
- 2024: ანჯელა მოლინა
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "The seventeenth Rome Film Fest from 13th to 23rd October 2022" (22 ივნისი,2022). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2024
- ↑ "La Selezione Ufficiale della Festa del Cinema 2023" (22 სექტემბერი,2024). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2024
- ↑ სკარპა, ვიტტორია. (23 სექტემბერი,2024) "One hundred titles from 48 countries and a flurry of world premieres will form of the focus of this year’s Rome Film Fest". ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი 2024
- ↑ "Winners of the Rome Film Fest 2022" (22 ოქტომბერი,2024). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2024
- ↑ The winners of the Rome Film Fest 2023 (23 ოქტომბერი 2023). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2024