შინაარსზე გადასვლა

რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი
დაფუძნდა 1917
დამფუძნებელი (-ები) ბენედიქტე XV
ტიპი საუნივერსიტეტო უნივერსიტეტი
რექტორი David Nazar
პრორექტორი David Nazar, SJ
სტუდენტი 350
მისამართი Piazza of Saint Mary Major 7, 00185 რომი, იტალია
ქალაქი რომი
ქვეყანა იტალია
კავშირები Unione romana biblioteche ecclesiastiche
რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი — იტალია
რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი
https://orientale.it და http://orientale.it/en/

რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი (ლათ. Pontificium Institutum Orientalium) (ცნობილი როგორც Orientale/ ორიენტალე) - უმაღლესი კათოლიკური საგანმანათლებლო დაწესებულება.

აღმოსავლეთის ეკლესიებზე გათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების პროექტი არსებობდა ჯერ კიდევ პაპ ლეონ XIII-ის დროს, მაგრამ მისი რეალიზება მხოლოდ 1917 წელს მოხერხდა, პაპ ბენედიქტე XV-ის (1914-1921) მიერ. ორიენტალე, პონტიფიკალურ უნივერსიტეტ გრეგორიანასა (დაარსდა 1551 წ.) და პონტიფიკალურ ინსტიტუტ ბიბლიკუმთან (დაარსდა 1909 წ.) ერთად წარმოადგენს ერთ კონსორციუმს, რომელიც  მინდობილი აქვს იეზუიტთა ორდენს, შესაბამისად ორიენტალე დამოკიდებულია წმინდა საყდარზე, მის მართვა-გამგეობას კი იეზუიტები ახორციელებენ. მისი დიდი კანცლერი არის აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტი, ვიცე-კანცლერი კი იეზუიტთა ორდენის წინამძღვარია; აკადემიური პროგრამების დამტკიცებას კი ახორციელებს კათოლიკური განათლების კონგრეგაცია[1].

სტუდენტთა რაოდენობა 2018-2019 აკადემიურ წელს: 351 აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (SEO); 71 აღმოსავლური კანონიკური სამართლის ფაკულტეტზე (DCO); საერთო ჯამში 422 სტუდენტი, საიდანაც 242 სტუდენტი არის სტუმარი სხვა უნივერსიტეტებიდან. ორიენტალეს სტუდენტებისა და პროფესორების გარდა, ყოველ წელს მსოფლიოდან დაახლოებით 400 ვიზიტორი მკვლევარი სტუმრობს ინსტიტუტსა და მის ბიბლიოთეკას.

ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა პაპ ბენედიქტე XV-ის მიერ, 1917 წელს, ხოლო 1922 წელს პაპ პიუს XI-ის მიერ გადაეცა სამართავად იეზუიტთა ორდენს, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიათა სამსახურში. ის ცდილობს ერთის მხრივ გააცნოს აღმოსავლეთის ეკლესიებს “უდიდესი საგანძური… რომელიც შემოინახულია მათი ტრადიციის საცავებში” (იოანე პავლე II, Orientale Lumen 4), მეორეს მხრივ კი ეს მდიდარი, ხშირად ნაკლებად ცნობილი ტრადიციები გააცნოს ლათინურ დასავლეთსაც. ორიენტალეს მისიის მიზნებში შედის სწავლება და კვლევის შედეგების გამოქვეყნება, აღმოსავლურ ეკლესიებთან დაკავშირებით, მათი ლიტურგიების, თეოლოგიის, პატრისტიკის, ისტორიის, კანონიკური სამართლის, სულიერების, არქეოლოგიის, ეკუმენური და გეოპოლიტიკური საკითხების ირგვლივ.

ორიენტალეს მიზანია განათლება მისცეს სტუდენტებს, რომლებიც უკვე ფლობენ პირველი საფეხურის აკადემიურ ხარისხებს, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად: ლათინებს, გრეკ-კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს და სხვ. სტუდენტები ძირითადად არიან აღმოსავლეთის ეკლესიათა განფენილობის ქვეყნებიდან: ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა, აფრიკა (ეგვიპტე, ეთიოპია, ერითრეა), აზია (ქერალა, და ინდოეთის სხვა რეგიონები, ჩინეთი) და დასახლებული ქვეყნების დიასპორათა წარმომადგენლებიც, ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოსავლეთის ეკლესიებით დაინტერესებული სტუდენტებისა არიან დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან.

სანტა მარია მაგგორი ალბერტა პიზას მიერ (1905)

ინსტიტიტი დაარსებისას განთავსებული იყო ვატიკანთან ახლოს, სკოსაკავალის მოედანზე, რომელიც დღეს ვია დელლა კონჩილიაციონეს ქუჩას წარმოადგენს[2]. მოგვიანებით, რამდენიმე წლით ინსტიტიტი მდებარეობდა პონტიფიკალურ ინსტიტუტ ბიბლიკუმის შენობაში, ვიდრე 1926 წლამდე, როდესაც განთავსდა პიაცა სანტა მარია მაჯორე, N7-ში, სადაც დღემდე მდებარეობს[3]. რომის ეკლესიათა შორის სანტა მარია მაჯორე არის ის ბაზილიკა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღმოსავლეთის ქრისტიანობასთან - მისი ცნობილი მოზაიკები შესრულებულია პაპ სიქსტუსის (432-440) დროს, ეფესოს მსოფლიო კრების (331) აღსანიშნავად, რომელმაც მიიღო დოგმატი ღმრთისმშობლის შესახებ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, სწორედ ამ ბაზილიკაში დააბრძანეს სლავების მოციქულებმა, ძმებმა კირილემ და მეთოდეთ მათ მიერ ნათარგმნი ლიტურგიული წიგნები, როგორც ნიშანი იმისა, რომ პაპის კურთხევით შესაძლებელი ხდებოდა ლიტურგიის სლავურ ენაზე აღსრულება. მოედნის გადაღმა მდებარეობს წმინდა პრასედეს ბაზილიკა, რომლის მოზაიკებიც, შესრულებული დაახ. 817 წელს, ამოწმებენ წმინდა პაპის პასკუალე I-ის მიერ ხატთმებრძოლეობის მკაცრ უარყოფას. თავად ინსტიტუტის შენობას ესაზღვრება წმინდა ანტონი დიდის სახელობის ტაძარი. როგორც აღმოსავლეთის ქრისტიანები, ასევე რომალებიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ანტონის, ამ ეკლესიასთან ხდებოდა შინაური ცხოველების კურთხევა. 1929 წლიდან, როდესაც პაპ პიუს XI-ის დროს შეიქმნა პონტიფიკალური კოლეჯი რუსიკუმი, ეკლესია გადავიდა იეზუიტების ორდენის განკარგულებაში[4].

ბ-ნ მიქელ დ ჰერბინინი, ეპისკოპოსი და პონტოლოგიური აღმოსავლური ინსტიტუტის რექტორი (რომი)

პირველის ასი წელი: ინსტიტუტი დაარსდა როგორც ტყუპისცალი ორგანიზმი აღმოსავლეთის ეკლესიის კონგრეგაციისა, რომლის სახელიც შეიცვალა 1967 წელს და გადაკეთდა აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციად. სწორედ ამ კონგრეგაციით აიხსნება ის, თუ რატომ დაარსდა ინსტიტუტი პირველი მსოფლიო ომის რთულ პერიოდში, 1917 წელს. საკითხი, რომელზეც ინსტიტუტის შექმნა უნდა ყოფილიყო პასუხი, ცნობილია როგორც la question d’Orient (აღმოსავლეთის საკითხი), რომელიც დაიბადა ჯერ კიდევ 1774 წელს, რუსების მიერ ოსმალთა დამარცხებისას და რომელიც კიდევ უფრო მწვავე გახდა 1798 წელს, როდესაც ნაპოლეონმა მიაღწია ეგვიპტეს: რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ მილიონობით ქრისტიანისათვის, რომლებიც ოსმალთა ბატონობის ქვეშ ცხოვრობდნენ, მას შემდეგ რაც ისინი გათავისუფლდებოდნენ? საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა 1893 წელს, იერუსალიმში მიმდინარე ევქარისტიული კონგრესისას, როდესაც აღმოსავლეთის კათოლიკე პატრიარქებმა პაპის ლეგატ კარდინალს წარუდგინეს მათი საკრებულოების პრობლემები და სათხოვრები. პასუხად პაპმა ლეონ XIII-მ მომავალ წელსვე მოიწვია აღმოსავლეთის კათოლიკე პატრიარქთა ასამბლეა, რომლის შედეგადაც შეიქმნა დოკუმენტი Orientalium Dignitas[5], რომელიც ცნობილია, როგორც აღმოსავლელ კათოლიკეთა უფლებების საფუძველი.

1917 წელს, რუსეთის იმპერიის კოლაფსის შემდეგ, როდესაც გაქრობის პირას იყო ოსმალეთის იმპერიაც, პაპმა გადაწყვიტა ქმედებაზე გადასვლა[6]: პირადი ბრძანებით (motu proprio), რომლის სახელიც არის Providentis Dei (1.05.1917)[7] შექმნა აღმოსავლეთის ეკლესიის კონგრეგაცია, ხოლო პირადი ბრძანებით, რომლის სახელიც არის Orientis Catholici (15.10.1917)[8], შექმნა ორიენტალე[9]. ახალ კონგრეგაციას პაპი თავად ჩაუდგა სათავეში, მისი მართვა კი კონგერგაციის მდივანს მიანდო, რომელიც საეკლესიო კანონდმებლობის თანახმად კარდინალთაგანი იყო. დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, პაპმა ბენედიქტე XV-მ სამოციქულო დაგდენილებით (Costituzione Apostolica), რომლის სახელიცაა Quod nobis in condendo, ინსტიტუტს მიანიჭა უფლება აკადემიური ხარისხების გაცემისა[10]. დაარსების დღიდანვე პაპი დიდ ყურადღებას უთმობდა მდიდარი ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობდა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევას[11].

პაპი ბენედიქტ XV

თავდაპირველად პროფესორები შეირჩნენ სხვადასხვა რელიგიური ორდენებიდან, ასევე ერისკაცთაგან, მათ შორის აღსანიშნავია ანტუან დელფუში (1868-1936), რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ორიენტალეს ფუნქციონირების პირველ წელს[12]. ნეტარი კარდინალი ალფრედო იდელფონსო შუსტერი, ბენედიქტელთა ორდენიდან. ასუნციონისტი მარტინ იუგი (1878-1954), რომელიც ორიენტალეში პროფესორობდა მხოლოდ პირველი ხუთი წლის მანძილზე, მაგრამ შექმნა აღმოსავლური ღვთისმეტყველების ისტორიის მონუმენტური ნაშრომი. პროფესორთა შორის იყვნენ ერთი დომინიკანელი, ერთი მხითარისტი, ოთხი იეზუიტი, ორი რუსი, ერთი ბერძენი და ერთი ეთიპიელი, და სამი ერისკაცი, მათ შორის ცნობილი ფილოლოგი და ისტორიკოსი მიქელანჯელო გუიდი[13].

პაპმა პიუს XI-მ გადაწყვიტა, რომ ინსტიტუტის უკეთესად ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო მისი ერთი, რომელიმე ორდენისათვის მინდობა და არჩევანი იეზუიტებზე შეაჩერა: იეზუიტების წინამძღოლ ვლადიმირ ლედოჩოვსკისთან ერთ-ერთი შეხვედრისას (14.09.1922) მან ორიენტალე სწორედ ამ რელიგიურ ორდენს მიანდო[14]. ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ბენედიქტელი აბატის, შუსტერის რჩევა, რომელიც ამასობაში ინსტიტიტის პირველი სრულუფლებიანი რექტორის ფუნქციას ითვისებდა. მის შემდეგ ინიშნება პირველი იეზუიტი რექტორი, რომელიც იყო მიშელ დ’ჰერბიგნი (1880-1957),  ორიენტალეს რექტორი 1922-1931 წლებში. მან წარმატებით გაართვა თავი ახლად დაარსებული ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, მაგრამ რუსეთში მის მისიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა საჯარო აქტივობა. მომდევნო რექტორად ემილ ჰერმანი დაინიშნა (1932-1951), მნიშვნელოვანი გერმანელი კანონისტი, რომელმაც ინსტიტუტს არსებობა შეუნარჩუნა მეორე მსოფლიო ომის ურთულეს ეპოქაშიც. მისი მემკვიდრე იყო ცნობილი ბასკი პატროლოგი იგნაციო ორტიზ დე ურბინა (1951-1957). მომდევნო ასევე ცნობილი სირიოლოგი ალფონს რაესი (1957-1962), რომელიც მოგვიანებით ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტიც გახდა. რაესი ჩაანაცვლა იოსეფ გილმა (1962-1963), რომელიც იყო ფლორენციის კრების ექსპერტი და გამომცემელი ამ კრების აქტებისა. ცნობილი კანონისტი, ივან ჟუჟეკი ინსტიტუტს სათავეში ედგა 1967-1972 წლებში. 1972-1976 წლებში რექტორობდა გეორგ დეჟაიფი - ცნობილი ეკუმენისტი. 1976-1981 წლებში ედუარდ ჰუბერი. 1981-1983 წლებში პიტერ ჰანს კოლვენბახი, რომელიც 1983 წლიდან იეზუიტთა ორდენის მეთაურად მოღვაწეობდა ოცდახუთი წლის მანძილზე. 1984-1986 წლებში ჟილს პელანდი, მოგვიანებით გრეგორიანას რექტორი. ჯინო პიოვეზანა, ტოკიოს სოფიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი 1986-1990წლებში. 1990-1995 წლებში კლარნეს გალაგერი, ცნობილი კანონისტი. 1995-1998 წლებში კვლავ ჟილს პელანდი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთ რექტორად რჩება, სხვადასხვა დროს მიღებული ორი მანდატით. ეკუმენისტი ჰექტორ ვალ ვილარდელი 1998-2007 წლებში. 2007-2009 წლებში სირილ ვასილი, კანონისტი, რომელიც რექტორობის ორი წლის თავზე გახდა მთავარეპისკოპოსი, აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციის მდივანი. 2009-2010 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა კანონისტი სანი კოკარავალაილი; 2010-2015 წლებში რექტორობდა ჯეიმზ მაკკეინი; 2015 წელს რექტორის მოვალეობას ასრულებდა სამირ ხალილ სამირი, 2015 წლიდან დღემდე კი რექტორი აის დევიდ ნაზარი, რომელმაც განაახლა ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა, ხოლო ორიენტალეს იეზუიტთა საძმო შეუერთა რუსიკუსმის კოლეჯის იეზუიტთა საძმოს[15].

ინსტიტუტის ასწლოვანი ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად: დაარსებიდან პირველი თერთმეტი წელი, როდესაც ინსტიტუტი ცდილობს მოიპოვოს ცნობადობა, რასაც აღწევს პიუს XI-ის ენციკლიკით Rerum orientalium (1928)[16], საიდანაც იწყება მეორე პერიოდის ოცდაათწლიანი შუალედი, ვიდრე ვატიკანის მეორე კრებამდე (1928-1958). მესამე პერიოდი გაგრძელდა 1989 წლამდე, როდესაც ჯერ კიდევ იგრძნობოდა კრების სიახლე, რომელმაც განაახლა ინტერესი ქრისტიანული აღმოსავლეთისადმი. ახალი ეტაპი დგება ინსტიტუტის ცხოვრებაში 1989 წლიდან, როდესაც იწყება რკინის ფარდის რღვევა და იხსნება ურთიერთობათა შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპასთან[17].

პაპი ფრენსის ვიზიტი ორიენტალზე 2017 წელს. კარდინალი ლეონარდო სანდრი მარჯვნივ. ძალიან პატივსაცემი არტურო სოსა, SJ, მარცხენა მხარის იესოს საზოგადოების უმაღლესი გენერალი.

დაარსების ასი წლის თავთან დაკავშირებით (1917-2017), 12 ოქტომბერს ინსტიტუტს ეწვია პაპი ფრანცისკე, რომლის შემოწირულობითაც შესაძლებელი გახდა ინსტიტუტის რეკონსტრუქცია: გაიზარდა ინსტიტუტის სივრცე, პროფესორებისთვის გამოიყო კაბინეტები, განახლდა სასადილო ოთახი და შეხვედრების დარბაზი. განახლდა საკონფერენციო დარბაზი, რომელიც თანამედროვე აპარატურის წყალობით პირდაპირ ეთერში გადასცემს მიმდინარე კონფერენციებს, თანამედროვე პედაგოგიური სტანდარტების მიხედვით შეიცვალა ბიბლიოთეკისა და საკონფერენციო დარბაზის კონდიცირების, აკუსტიკისა და განათების სისტემები.

ბიბლიოთეკაში მომუშავე სტუდენტები

უეჭველია, რომ ბიბლიოთეკა ორიენტალეს ყველაზე დიდი საგანძურია, ერთ-ერთი საუკეთესო ქრისტიანული აღმოსავლეთის თემატიკით. აქ მოიპოვება ზოგიერთი ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, მაგალითად წიგნების ნაწილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს გადაყარეს და გაანადგურეს, შეიძინა ინსტიტუტმა. აქვე მოიპოვება აღმოსავლეთ ევროპის მრავალი პერიოდული გამოცემების კოლექციები, მაგ. ბიბლიოთეკას მფლობელობაში აქვს გაზეთ “რავდას” სრული კოლექცია. ბიბლიოთეკის საცავი, რომელიც გაიზარდა იოანე პავლე II-ის ვიზიტისას 1987 წელს და რომელიც განახლდა 2017 წელს, ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, განთავსებულია მთავარი საკონფერენციო დარბაზის სივრცეში, სადაც მიმდინარეობს სიმპოზიუმები და სამეცნიერო კონფერენციები საქრისტიანოს ყველაზე აქტუალურ თემებზე.

აკადემიური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაკულტეტები და ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა მერი მაიორის პაპის ბაზილიკა, რომელიც მოედანს უზიარებს პონტიფიკურ აღმოსავლურ ინსტიტუტს

ინსტიტუტს აქვს ორი ფაკულტეტი: აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა და აღმოსავლური კანონიკური სამართლის. თავდაპირველად მხოლოდ ერთი ფაკულტეტი არსებობდა, რომელსაც ჰქონდა ის მიმართულებები (თეოლოგია, სამართალი, ისტორია, სულიერება, ლიტურგია და სხვ.), რომლებიც ბენედიქტე XV-ის მიერ დამფუძნებელ ტექსტში იქნა განსაზღვრული. ამ მიმართულებების გარდა ინსტუტუტისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ენების შესწავლა. იტალიურის გარდა, რომელიც სამუშაო ენაა, ინსტიტუტში ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ძველ ბერძნულს, სირიულს, ძველ სლავურს, კოპტურს, ეთიოპიურს, ქართულს, სომხურსა და სხვა აღმოსავლურ ენებს.

1971 წელს შეიქმნა აღმოსავლური კანონიკური სამართლის ფაკულტეტი, რომელიც ივან ჟიჟეკიდან მოყოლებული, დღემდე უწევს მნიშვნელოვან სამსახურს იმ აღმოსავლური საეკლესიო სამართლის კოდექსის დახვეწასა და შესწავლას, რითიც ხელმძღვანელობენ აღმოსავლეთის კოთოლიკური ეკლესიები, და ინტერესით სარგებლობს ასევე მართლმადიდებლური ეკლესიებს შორისაც.

მთავარეპისკოპოსი როუან უილიამსი Orientale- ზე 2016 წლის Donahue თავმჯდომარის ლექციისთვის

ინსტიტუტი გარდა სწავლებისა, ცნობილია ასევე საკუთარი პუბლიკაციებითაც, 1923 წელს მზის სინათლე იხილა Orientalia Christiana-ს პირველმა ნომერმა. 1934 წელს ამ გამოცემის ბაზაზე იქმნება ორი სხვადასხვა გამოცემა: Orientalia Christiana Analecta – მონოგრაფიათა სერიისათვის და Orientalia Christiana Periodica – სტატიებისა და რეცენზიებისათვის[18]. 1992 წელს ჩნდება მესამე გამოცემაც Kanonika[19], რომელიც თავის მხრივ ეთმობა კანონიკური სამართლის საკითხებს. კრიტიკულ გამოცემათა სერია  Anaphorae Orientales დაიწყო 1939 წელს ალფონს რაესთან ერთად და გაგრძელდა ცნობილი პროფესორის, რობერტ ტაფტის მიერ[20].

სიმპოზიუმი სირიაში კრიზისების შესახებ, რომელიც ჩატარდა Orientale- ში, 2017 წელს

ა) აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიათა სამართლის კოდექსი (CCEO) თითქმის მთლიანად მომზადდა ორიენტალეში, რამაც უდიდესი სამსახური გაუწია აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიებს, რადგან პირველად მოხდა მათთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რის საფუძველზეც მიეცათ ამ ეკლესიებს საშუალება განევითარებინათ საკუთარი სამართლებრივი მოწყობაც. ბ) მერე და უმნიშვნელოვანესი მიღწევა ინსტიტუტისა არის აკადემიური გამოცემა ფერარა-ფლორენციის კრების (1438-1445) აქტებისა და დოკუმენტებისა[21]. აქტების გამოცემის შემდეგ, პაპმა პიუს XII-მ 1947 წელს გადაწყვიტა გაეწმინდა სომხური ლიტურგია ლათინური გავლენებისაგან[22]. სხვა მნიშვნელოვან კვლევებს შორის აღსანიშნავია იოანე ოქროპირის ლიტურგიის ისტორიის ექვსტომეული; აღმოსავლეთის საქრისტიანოს ენციკლოპედიური ლექსიკონი; IX-XIII საუკუნის სირიულ ხელნაწერთა გამოცემა; სომხეთის საკითხთან დაკავშირებული (1894-1925) საარქივო დოკუმენტების შვიდტომეული; მსგავსი გამოცემა ასირიულ-ქალდეური საკითხის გარშემო (1908-1938); ეთიუპიურ ხელნაწერთა კატალოგი; მცირე აზიის ფრესკათა და მოზაიკათა კვლევა და ა.შ.

ცნობილი პროფესორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღმოსავლეთის ცნობილი ლიტურგია, პროფესორი რობერტ ტაფტი, სჯ.

გიიომ ჟერფანიონი დღემდე რჩება ავტორიტეტულ მკვლევარად კაბადოკიური არქეოლოგიისა, საეკლესიო არქიტექტურისა და ფერწერისა[23]. მარსელ ვილერის სახელს უკავშირდება Dictionnaire de Spiritualité-ს დაფუძნება, აღმოსავლური სულიერების შესწავლაში დიდი როლი მიუძღვით ასევე ირინე აუშერსა[24] და კარდინალ თომას შპიდლიკს. ხუან მათეოსი, ცნობილი ლიტურგისტი, რომელიც ანტონ ბაუმშტარკის (1872-1948) მიმდევარი იყო, წარმოადგენს ლიტურგიული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს[25], რომლის მემკვიდრეებიც ასევე ცნობილი ლიტურგისტები, მიგელ არანცი და რობერტ ტაფტი იყვნენ. ისტორიკოს ჯორჯ ჰოფმანის სახელს უკავშირდება ფლორენციის კრების აქტების გამოცემა. პროფესომა სამირ ხალილ სამირმა დასავლეთს გააცნო არაბული ქრისტიანული მწერლობის სიმდიდრე. გუსტავ ვეტერი კი გახლდათ მარქსიზმის საერთაშორისოდ აღიარებული მკვლევარი.

ცნობილი სტუდენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვდება საბერძნეთის მართლმადიდებლური საყოველთაო პატრიარქ ბართლომე I- ს, აღმოსავლეთის კურსდამთავრებულს.

ინსტიტუტში 1963-1968 წლებში სწავლობდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე არხონდონისი, რომელმაც პროფესორ ივან ჟუჟეკთან დაწერა სადისერტაციო ნაშრომი კანონთა კოდიფიკაციაზე მართლმადიდებელ ეკელსიაში[26].

მელქიტთა პატრიარქი გრიგოლ III ლაჰემი;

კარდინალი იოსეფ სლიპი, პირველი უმაღლესი მთავარეპისკოპოსი უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესიისა.

ქალდეველთა პატრიარქი პაულ ჩეკო პაული.

ქალდეველთა პატრიარქი რაფაელ ბიდავიდი.

სირო-ანტიოქიელთა პატრიარქი იგნატიუს ანტუან ჰაიეკი.

ანტიოქიელ კოპტთა პატრიარქი პავლე მეუში.

ალექსანდრიელ კოპტთა პატრიარქი სტეფანოს სიდარუსი.

უკრაინის გრეკო-კათოლიკეთა უმაღლესი მთავარეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი.

იეზუიტთა ორდენის ორი წინამძღვარი - პეტერ კოლვენბახი და ჟან-ბაპტისტ ჟანსენსი.

1930-1933 წლებში ისნტიტუტში სწავლობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი, კათოლიკე მღვდელი მიხეილ თარხნიშვილი.

ინსტიტუტთან დაკავშირებული პირები, რომლებიც კარდინალები გახდნენ:

კკარდინალი ალფრედ იდელფონსო შუსტერი, ინსტიტუტის პირველი რექტორი.

კარდინალი გრიგორ პეტრე აღაჯანიანი.

კარდინალი ფრანც კიონგი.

კარდინალი ფრანც ერლე.

კარდინალი ლადისლავ რუბენი.

კარდინალი ფრანც ერელი , ერთდროული პროფესორი ორიენტალში.

კარდინალი ლედისლაუ რუბენი, აღმოსავლეთ კრების პრეფექტი.

კარდინალი ევგენი კარდინალი ალოის გრილმეიერი.

კარდინალი ჯოზეფ ტომკო.

კარდინალი თომას შპიდლიკი.

კარდინალი ევგენი ტისსერანტი[27]

კარდინალი Aloys Grillmeier, SJ, ღვთისმეტყველი და პატრიარქ მეცნიერი.

კარდინალი ჯოზეფ ტომკო, კონგრეგაციის პრეზიდენტი ერების ევანგელიზაციის საკითხებში.

კარდინალი Aloys Grillmeier, SJ, პატროლოგი და მეცნიერი.

კარდინალმა ტომ ტომ ოპიდლიკმა , SJ, აღნიშნა ავტორი აღმოსავლეთ ქრისტიანული სულიერების შესახებ.

ცნობილ სტუდენტთა შორის არის ნეტარი ევგენი ბოსიკოვი, ნიკოპოლის ეპისკოპოსი და მოწამე. 2013 წელს სირიაში გაიტაცეს ორიენტალეს ორი ყოფილი მოწაფე, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი პაულ იაზიგი და ასირიელი ეპისკოპოსი მორ გრეგორიუს იოჰანნა იბრაჰიმი, მათი ასავალ-დასავალი, ისევე როგორც მიშელ კაჯალის, რომელიც ასევე გაიტაცეს, დღემდე უცნობია.

ედვარდ ფარუჯა

ქართული ვერსია მოამზადა ლეონიდე ებრალიძემ

  • Orientalia Christiana Analecta აქვეყნებს წიგნების სიგრძის ნამუშევრებს აღმოსავლეთ ქრისტიანობის ექსპერტების მიერ.
  • Orientalia Christiana Periodica შეიცავს სტატიებსა და წიგნების მიმოხილვას.
  • კანონიკა მოიცავს თემებს კანონიკური სამართლის შესახებ.
  • ანაფორე ორიენტალესი ბეჭდავს ქრისტიანული აღმოსავლეთის ევქარისტულ ლოცვებს.
  • Edizioni Orientalia Christiana ასევე აქვეყნებს ერთჯერად ნამუშევრებს.[28]
  1. Cl. Soetens, Congrès eucharistique de Jérusalem (1893), Louvain 1977, 725, l’idea inizia a circolare per la prima volta a Constantinopoli come anche la scelta dei Padri Bianchi per dirigerlo e come rinnovare il Collegio Greco.
  2. Roberta Maria Dal Mas, “Il Palazzo dei Convertendi e la casa di Raffaello”, Claudio Parisi Presicce e Laura Petacco (ed.s), La Spina: dall’Agro vaticano a via della Conciliazione, Roma 2016, 129-129, qui 129.
  3. V. Poggi, “Il Pontificio Istituto Orientale”, Per la storia del Pontificio Istituto Orientale, Roma 2000, 15-30, 23.
  4. C. Simon, Pro Russia: The Russicum and Catholic Work for Russia, Rome 2009, 404-432.
  5. Orientalium dignitas Ecclesiarum: in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 334-339.
  6. Cardinal N. Marini in Opinamenta et vota quoad pontificiam in Urbe pro ecclesiarum orientalium dissidentium Concordia institutionem, Rome 1917.
  7. Dei providentis arcano: in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 344-346
  8. Orientis Catholici: in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 372.
  9. Cfr.: C. Koroloevskij, La foundation de l’Institut Pontifical Oriental, in E.G. Farrugia (ed.), The Pontifical Oriental Institute: the First Seventy-five Years 1917-1992, Rome 1993, 65-106, introductione di A. Raes. G.M. Croce ha curato cinque volumi di grande interesse informativo di Cyrille Korolevskij (1878- 1959), Kniga bytija moego (Le livre de ma vie): Mémoires autobiographiques, 1-5, Vatican City 2007.
  10. Quod nobis in condendo, in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 373-374.
  11. rientis catholici, no. VII. In V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 373.
  12. V. Poggi, Per la storia del Pontificio istituto Orientale, Roma 2000, 147-153, 15-30.
  13. V. Poggi, Per la storia del Pontificio istituto Orientale, Roma 2000, 154-174.
  14. Breve di Pio XI al p. Ledochowski, Preposito Generale della Compagnia di Gesù in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 374-375.
  15. V. Poggi, “Pontifical Oriental Institute”, in E.G. Farrugia, Encyclopedic Dictionary of the Christian East, 1503-1506.
  16. Pio XI, Rerum Orientalium, in V. Peri, Orientalium varietas, Roma 1994, 376-383.
  17. E.G. Farrugia, “Benedetto XV e la fondazione del Pontificio istituto Orientale (1917): lungimiranza, intuizione, riflessioni a posteriori”, Benedetto XV: Papa Giacomo della Chiesa nel mondo dell’“inutile strage”, a cura di G. Cavagnini e G. Grossi, II, Bologna 2017, 1098-1199, qui 1103.
  18. V. Poggi, “Pontifical Oriental Institute (Orientale): Publications”, 1506-1509, in EDEC (Encyclopedic Dictionary of the Christian East).
  19. G. Nedungatt, “Kanonika”, EDEC, 1509-1510.
  20. E.G. Farrugia, “Anaphores Orientales”, EDEC, 1510-1512
  21. G. Hofmann et al. (editors), Concilium Florentinum: Documenta et Scriptores, 1-11, Rome 1940-1976.
  22. E.G. Farrugia, “Is there method to ecumenism? Two examples to make a point”, in Christianity East and West: Jesuit Reflections, Boston 2016, 47-72, qui 50-51.
  23. G. de Jerphanion, Une nouvelle province de l’art byzantin: les églises rupestres de Cappadoce, 1-5, Paris 1925-1942.
  24. R. Čemus (a cura di), “Le tracce della Provvidenza”; intervista a Padre Špidlik”, in AAVV, “A due polmoni.” Dalla memoria spirituale d’Europa, Roma 1999, 26.
  25. E.G. Farrugia, “Mateos, Juan”, EDCE, 1234-1236.
  26. Successivamente pubblicata in Greco in Analecta Vlatadon, Thessaloniki 1970.
  27. R. Taft. J. Dugan, Il 75° Anniversario del Pontificio Istituto Orientale, Roma 1994, 303-318.
  28. "7 Facts About the Pontifical Oriental Institute", Gregorian University Foundation, January 7, 2002