რომიკ ხაჩატრიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომიკ ხაჩატრიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Ռոմիկ Խաչատրյան
დაბადების
თარიღი
23 აგვისტო, 1978 (1978-08-23) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995 - 1998 კილიკია 22 (4)
1999 - 2000 სპარტაკი 42 (3)
2000 - 2002 ოლიმპიაკოსი 34 (3)
2002 - 2003 აპოელი 20 (1)
2003 - 2004 ოლიმპიაკოსი 27 (3)
2004 - 2006 ოფი 33 (0)
2006 ანორთოსისი 15 (2)
2007 უნირია 18 (0)
2007 - 2008 უნივერსიტატეა 18 (0)
2008 აპოპ კინირასი 15 (0)
2008 - 2009 ბანანცი 16 (0)
2009 - 2010 აეპი 29 (0)
2011 ომონია 22 (5)
2012 - 2013 ლოკომოტივი 19 (0)
ეროვნული ნაკრები
1997 - 2008 სომხეთის ნაკრები
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რომიკ ხაჩატრიანი (სომხ. Ռոմիկ Խաչատրյան; დ. 23 აგვისტო, 1978, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით იყო ნახევარმცველი. იგი იყო სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომიკ ხაჩატრიანმა ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო. მისი ახალგაზრდობის კლუბი იყო „SKA-Arai Echmiadzin“. 16 წლის ასაკში იგი უკვე კლუბში თამაშობდა და 1994 წელს მან 11 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ამ სეზონში კლუბმა ცუდი თამაში აჩვენა (ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა) და ამიტომ სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგიდან იგი სომხეთის პირველ ლიგაში დაქვეითდა. შემდეგ იგი შეუერთდა კლუბ კილიკიას. 1996 წელს იგი შეუერთდა „BKMA ერევანს“. მისი პირველი სეზონი გუნდში კარგი არ ყოფილა. სომხეთის ორემიერლიგის სტარტზე მათ საწყისი 7 თამაში წააგეს. პირველი რაუნდი კლუბმა 10 წაგებითა და 1 მოგებით დაასრულა. მეორე რაუნდის პირველი თამაშის შემდეგ კლუბი ჩემპიონატს ჩამოცილდა და დაიშალა. თვითონ ხაჩატრიანმა კლუბში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და შემდეგ პიუნიკში დაბრუნდა. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. კლუბში კარგმა თამაშმა მას საშუალება მისცა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ეთამაშა. 1998 წლის სომხეთის პრემიერლიგის სეზონის დასასრულს სპატრაკში გადავიდა. ახალ კლუბში იგი განვითარდა და ამ განვითარებამ მას საშუალება მისცა კვიპროსის პირველ დივიზიონში გადასულიყო. იგი კვიპროსში შემდეგ გუნდებში თამაშობდა: აპოელი, ოლიმპიაკოსი და ანორთოსისი. შემდგომ იგი სათამაშოდ ერევანში დაბრუნდა და კლუბ ბანანცს შეუერთდა. მან კლუბთან ერთად 2008 წლის სომხეთის თასის ფინალს მიაღწია.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომიკ ხაჩატრიანმა სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 54 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მისი დებიუტი შედგა 1997 წლის 30 მარტს, თბილისში ჩატარებულ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში. ხსენებულ თამაშში ხაჩატრიანმა მე-60 წუთზე არტურ პეტროსიანი ჩაანაცვლა. სომხეთის ნაკრები თამაშში 0:7 დამარცხდა.[1][2] ნაკრებში ყოფნის პერიოდში მან ერთადერთი გოლი ანდორას ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. იგი ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მე-7 ადგილზე იმყოფება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომიკის მშობლებს ერქვათ აკოპი და მანუშაკი. იგი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი, ტყუპი ერიკი და ჰელენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Romik Khachatryan. armfootball.tripod.com. წაკითხვის თარიღი: 30 March 2013.
  2. GEORGIA-ARMENIA 7:0. armfootball.tripod.com. წაკითხვის თარიღი: 30 March 2013.