რომა (2018 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რომა“
ესპ. Roma
ჟანრი დრამა
რეჟისორი ალფონსო კუარონი
პროდიუსერი

გაბრიელა როდრიგესი ალფონსო კუარონი

ნიკოლას სელისი
სცენარის ავტორი ალფონსო კუარონი
ოპერატორი ალფონსო კუარონი
მწარმოებელი კომპანია

Espectáculos Fílmicos El Coyúl Pimienta Films Participant Media

Esperanto Filmoj
დისტრიბუტორი

Espectáculos Fílmicos El Coyúl (მექსიკა)

Netflix (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი 30 აგვისტო, 2018 (ვენეცია)
ხანგრძლივობა 135 წუთი
ქვეყანა

მექსიკა

აშშ
ენა

ესპანური

მიქსტეკური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 5.1 მილიონი აშშ დოლარი

რომა (ესპ. Roma) — 2018 წლის მექსიკური დრამატული ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია ალფონსო კუარონი, რომელიც ასევე გადამღები და თანამემონტაჟეა. ფილმში მოქმედება 1970 და 1971 წლებში მიმდინარეობს. რომა მიჰყვება საშუალო კლასის ოჯახის დიასახლისის ცხოვრებას. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, რომელიც კუარონის მეხიკოს კოლონია ბომათა უბანში აღზრდის ელემენტებსაც შეიცავს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იალიცა აპარიციო და მარინა დე ტავირა . [1] [2]

2018 წლის 30 აგვისტოს ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიგო ოქროს ლომი. ფილმი კინოთეატრებში შეზღუდულად ჩაეშვა შეერთებულ შტატებში 2018 წლის 21 ნოემბერს, 2018 წლის 14 დეკემბერს აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე Netflix–ის სტრიმინგის საშუალებით გადაიცა. [3] [4] ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება, განსაკუთრებით მოიწონეს კუარონის სცენარი, რეჟისურა და კინემატოგრაფია, ასევე აპარიციოს და დე ტავირას შესრულება. მრავალი კრიტიკოსი და საზოგადოება რომა-ს 2010-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს ფილმად მიიჩნევს. [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]

რომა-მ მოიპობა ათი ნომინაცია ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მსახიობი ქალის (აპარიციო) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის (დე ტავირა) კატეგორიებში. ეს გახდა პირველი მექსიკური ნამუშევარი, რომელიც მოიგო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია. ფილმმა ასევე მოიგო საუკეთესო კინემატოგრაფია და საუკეთესო რეჟისურა, რითაც ის გახდა პირველი უცხოენოვანი ფილმი, რომელმაც რეჟისურის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმ ფავორიტი-სთან ერთად ის 91-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ის ასევე იყო ყველა დროის ყველაზე მეტ ნომინაციაში მოხვედრილი უცხოენოვანი ფილმი მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი -სთან (2000) ერთად. მან ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები კრიტიკოსთა არჩევნის 24-ე დაჯილდოებაზე და საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ფილმი არაინგლისურენოვანი ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო კინემატოგრაფიის ნომინაციებში ნრიტანული კინოაკადემიის 72-ე დაჯილდოებაზე.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეპეჰის ქუჩა 22, კოლონია რომა - სახლი, სადაც ფილმი გადაიღეს

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსო კუარონი ფილმის დაჯილდოებაზე
ტეპეჰის ქუჩა 21, კოლონია რომა - კუარონის ოჯახის სახლი, რომელიც მდებარეობს გადაღების ადგილის სახლის მოპირდაპირედ

2016 წლის 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალფონსო კუარონი დაწერდა და წარმართავდა პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მექსიკელთა ოჯახზე, რომელიც 1970-იან წლებში მეხიკოში ცხოვრობდა. ფილმის წარმოება დაიწყება 2016 წლის შემოდგომაზე[14] მისივე მწარმოებელი კომპანიის Espertanto Filmoj-ისა [15] და Participant Media-ს მიერ. ფილმის პროდიუსერი იყო კუარონი, გაბრიელა როდრიგესი და ნიკოლას სელისი . რომა გადაიღეს თანმიმდევრობით, რაც იალიცა აპარიციოს (კლეო) აზრით მას ძალიან დაეხმარა.. მას ყველაზე მეტად აშინებდა სანაპიროზე სცენა, რადგან თავისი პერსონაჟის მსგავსად, ცურვა არ შეეძლო. [16]

მსახიობების არჩევის დაწყებამდე აპარიციოს, რომელსაც მცირე ხნით ადრე ჰქონდა დასრულებული დიპლომისშემდგომი ტრენინგი სკოლამდელ განათლებაში, არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება ან ოფიციალური გადამზადება მსახიობობაში. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ერთადერთი ,,მოქმედება", რაც მას ოდესმე გაუკეთებია იყო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ტყუილის თქმა. [17]

ყაჩაღობა გადასაღებ მოედანზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 1 ნოემბერს რომა-ს სამსახიობო ჯგუფი ყაჩაღობის სამიზნე გახდა. სტუდიის ცნობით, თავდასხმის დროს ,,ორი ქალი ცემეს, სამსახიობო ჯგუფის ხუთი წევრი საავადმყოფოში მოთავსდა, მობილური ტელეფონები, საფულე და სამკაულები კი - მოიპარეს". ფილმის შემქმნელი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჰქონდათ გადაღების ნებართვა, მაგრამ მოედანზე მყოფი მუშები განაგრძობდნენ საქმიანობას, რის გამოც ჯგუფებს შორის ჩხუბი დაიწყო.[18][19][20][21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dargis, Manohla. 'Roma' Review: Alfonso Cuarón's Masterpiece of Memory (13 December 2018). ციტატა: „[Roma] centers on a young indigenous woman who works as a maid for a middle-class white family that's falling apart.“ ციტირების თარიღი: 29 December 2018.
  2. Solórzano, Fernanda. Entrevista a Alfonso Cuarón "Con Roma quería honrar el tiempo y el espacio; que los lugares dictaran lo que iba a pasar". ციტატა: „...  Roma narra la vida de una familia de clase media.“ ციტირების თარიღი: 14 January 2019.
  3. Anderson, Ariston. (25 July 2018) Venice to Kick Off Awards Season With New Films From Coen Brothers, Luca Guadagnino and Alfonso Cuaron. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 25 July 2018.
  4. Vivarelli, Nick. (25 July 2018) Venice Film Festival Lineup: Heavy on Award Hopefuls, Netflix and Star Power. Variety. ციტირების თარიღი: 25 July 2018.
  5. Castillo, Monica. The Best Films of the 2010s: Roma | Features | Roger Ebert. https://www.rogerebert.com/. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  6. Roma movie review: Alfonso Cuaron has made one of the best films of the decade; a cinematic game-changer. 5 stars. Hindustan Times (2018-12-17). ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  7. The 10 Best Movies of the 2010s. Time. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  8. Kiang, David Fear,Peter Travers,Katie Walsh,Amy Nicholson,Tim Grierson,Jessica. (2019-12-18) The 50 Best Movies of the 2010s. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  9. EmanuelLevy. 30 Best Films of the Past Decade: Roma, Alfonso Cuaron's Undisputed Masterpiece | Emanuel Levy. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  10. Nayman, Adam. (2019-12-31) The 25 Best Foreign Films of the Decade. The Ringer. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  11. Bisset, Jennifer. The 30 best films of the decade, ranked. CNET. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  12. Zilko, David Ehrlich,Eric Kohn,Kate Erbland,Anne Thompson,Zack Sharf,Chris O'Falt,Jude Dry,Tambay Obenson,Christian Blauvelt,Leah Lu,Christian. (2019-07-22) The 100 Best Movies of the Decade. IndieWire. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  13. The 40 best films of the last decade. The Independent (2020-12-03). ციტირების თარიღი: 2020-12-09.
  14. Kroll, Justin (8 September 2016). „Alfonso Cuaron Sets Mexican Family Drama as Next Film“. Variety. Penske Business Media. ციტირების თარიღი: 7 November 2016.
  15. Interview of Sam Green with Alfonso Cuarón why the production company is called 'Esperanto Filmoj', An interview with director Alfonso Cuarón, 17 January 2013.
  16. Kristopher Tapley, "'Roma' Actress Yalitza Aparicio on the Challenge of Playing Alfonso Cuarón's Real-Life Nanny." Variety, n.d., 2018.
  17. Wilkinson, Alissa. (21 November 2018) Roma's Yalitza Aparicio had never acted before. Now she's in one of the year's buzziest films.. ციტირების თარიღი: 16 December 2018
  18. Evans, Alan (3 November 2016). „Alfonso Cuarón film crew 'attacked and robbed' in Mexico City“. The Guardian. Guardian News and Media. ციტირების თარიღი: 7 November 2016.
  19. Jones, Julia (3 November 2016). „Alfonso Cuarón film crew says Mexico City workers attacked them“. CNN. ციტირების თარიღი: 7 November 2016.
  20. „Cesan a funcionario de la Cuauhtémoc tras agresión al equipo de Cuarón“. . 4 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 28 November 2018.
  21. „Personal de la Cuauhtémoc agrede a staff de Alfonso Cuarón“. El Economista. 3 November 2016. ციტირების თარიღი: 28 November 2018.