რომაულ-სპარსული ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაულ-სპარსული ომები
თარიღი ძვ. წ. 54 – ახ. წ. 628 (681 წელი)
მდებარეობა მესოპოტამია, სირია, ლევანტი, ეგვიპტე, სამხრეთ კავკასია, ატროპატენა, მცირე აზია, ბალკანეთი, ეგეოსის ზღვა
მხარეები
რომის რესპუბლიკა, მემკვიდრე რომის იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია პართიის იმპერია, მემკვიდრე სასანიანთა იმპერია
მეთაურები
რომაულ-სპარსული ომები ვიკისაწყობში

რომაულ-სპარსული ომები, ასეავე რომაულ-ირანული ომები — კონფლიქტი ბერძნულ-რომაული სამყაროსა და ორ მემკვიდრე ირანულ იმპერიებს — პართია და სასანიანებს — შორის. სამხედრო დაპირისპირებები პართიის იმპერიასა და რომის რესპუბლიკას შორის ძვ.წ. 54 წელს დაიწყო; დაპირისპირება გვიანი რესპუბლიკის დროს დაიწყო და რომის (შემდეგ ბიზანტიის) და სასანიდების იმპერიაც მოიცვა. მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ვასალური სამეფოები და მოკავშირე მომთაბარე ტომები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ბუფერული სახელმწიფოებისა და პროქსის სახით. ომი მუსლიმ არაბთა დაპყრობების შედეგად დასრულდა, რამაც სასანიდთა იმპერიის დაცემა და ბიზანტიის იმპერიისთვის უზარმაზარი ტერიტორიული დანაკარგები გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირებები რომაელებსა და სპარსელებს შორის შვიდი საუკუნე გრძელდებოდა, სასაზღვრო ზოლი, გარდა ცვლილებებისა ჩრდილოეთის მიმართულებით, ძირითადად სტაბილური იყო. არცერთ მხარეს არ გააჩნდა ლოჯისტიკური უპირატესობა და არც საკმარისი ცოცხალი ძალა, რათა მათ საზღვრებს გარეთ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიები ეწარმოებინა, ასე რომ არცერთი მხარე არ რისკავდა ისეთი სახით წინსვლებს, რასაც შეიძლება მათი ფრონტის ხაზი ძალიან დაევიწროვებინა. ორივე მხარე საზღვრებს გარეთ დაპყრობებს აწარმოებდა, მაგრამ ძალთა ბალანსი თითქმის ყოველთვის აღდგებოდა. თავდაპირველად განსხვავებული სამხედრო ტაქტიკის მქონე არმიები, თანდათან, VI საუკუნის ნახევრიდან ძალიან ემსგავსება ერთმანეთს.

რომალ-სპარსული ომების შედეგად გამოწვეული რესურსთა დანახარჯები ორივე იმპერიისთვის კატასტროფულად აისახა. ხანგრძლივმა და გაწელილმა ომებმა VI და VII საუკუნეებში ისინი გამოფიტული და დაუცველი დატოვა საგარეო საფრთხეებისგან, როგორიც აღმოჩნდა ახლად წარმოქნილი სახალიფო, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, როგორც კი რომაულ-სპარსული ომები დასრულდა, თავს დაესხა ორივე იმპერიას. ისარგებლეს რა ორივე მხარის დასუსტებით, მუსლიმ არაბთა ლაშქარმა მალევე სრულად დაიპყრო სასანიდების იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერიას ჩამოაჭრა: ლევანტი, კავკასია, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა. მომდევნო წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი მუსლიმთა ბატონობის ქვეშ მოექცა.

რომაულ-პართიული ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის რესპუბლიკა პართიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A sculpted head (broken off from a larger statue) of a Parthian warrior wearing a Hellenistic-style helmet, from the Parthian royal residence and necropolis of Nisa, Turkmenistan, 2nd century BC

დასავლეთში პართიელთა გამოჩენა მითრიდატე I-ის დროს დაიწყო და მითრიდატე II-ის პერიოდში განახლდა, რომელიც წარუმატებლად დაუკავშირდა ლუციუს კორნელიუს სულას რომაულ-პართიული ალიანსის ჩამოყალიბების მიზნით (დაახლ. ძვ.წ. 105 წელი).[1] როდესაც ლუციუსი, ძვ.წ. 69 წელს, თავს დაესვა სამხრეთ სომხეთს და დაიწყო ბრძოლები ტიგრანის წინააღმდეგ, ის ამავდროულად ფრაატ III-თან მიმოწერას აწარმოებდა, რათა მისი ამ ჩაურევლობა ეზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ პართია ამ კონფლიქტში მართლაც ნეიტრალური დარჩა, ლუციუსმა გადაწყვიტა მათზე თავდასხმა[2]. ძვ.წ. 66-65 წელს, პომპეუსმა მიაღწია ფრაატთან შეთანხმებას და გაერთიანებული რომაულ-პართიული ლაშქარი თავს დაესხა სომხეთს, მაგრამ ევფრატის საზღვართან მათ შორის წინააღმდეგობამ მალევე იჩინა თავი. საბოლოოდ ფრაატმა კონტროლი დაამყარა მესოპოტამიის დიდ ნაწილზე, გარდა ოსროენის ოლქისა, რომელიც რომაელთა დამოკიდებულებაში მოექცა[3].

ძვ.წ. 53 წელს რომაელი გენერალი მარკუს ლიცინიუს კრასუსი თავს დაესხა მესოპოტამიას, ეს ლაშქრობა კატასტროფული შედეგებით დასრულდა; ის და მისი ვაჟი პუბლიუსი კარახის ბრძოლაში დაიღუპნენ, სადაც პართიელებს გენერალი სურენა მეთაურობდა[4]. ეს იყო რომაელთა ყველაზე ცუდი მარცხი არაუსიოს ბრძოლის შემდეგ. მომავალ წელს პართიელებმა მოარბიეს სირია და ძვ.წ. 51 წელს წამოიწყეს მნიშვნელოვანი ლაშქრობა; მაგრამ მათი არმია ანტიგონეასთან რომაელთა ჩასაფრებაში მოექცა და ისინი განიდევნენ[5].

პართიელები მეტწილად ნეიტრალურები აღმოჩნდნენ რომის სამოქალაქო ომში, რომელიც იულიუს კეისარის, პომპეუსის და ტრადიციულად სენატის მომხრეებს შორის მიმდინარეობდა. მათ დაამყარეს კავშირი პომპეუსთან, რომლის მარცხისა და სივდილის შემდეგ, პაკორ I პომპეუსის მომხრე გენერალ კ. კეცილიუს ბასუსს მიემხრო, რომელიც აპამეიას ველზე ალყში ყავდათ კეისარის მომხრე ძალებს. სამოქალაქო ომი დასრულებისთანავე, იულიუს კეისარი შეუდგა მზადყოფნას პართიის წინააღმდეგ სამხედრო ლაშქრობისთვის, რომელიც კეისრის მკვლელობის გამო გადაიდო. პართიელები ასევე ემხრობოდნენ ბრუტუსსა და კასიუსს სამოქალაქო ომში („ლიბერატორების სამოქალაქო ომი“) და გაგზავნეს დამხმარე რაზმები მათ დასახმარებლად ძვ.წ. 42 წლის ფილიპის ბრძოლაში[6]. ლიბერატორების მარცხის შემდეგ, ძვ.წ. 40 წელს, პართიელებმა, ბრუტუსისა და კასიუსის მხარდამჭერ რომაელ კვინტუს ლაბიენუსთან ერთად, თავს დაესხა რომის ტერიტორიებს. მათ გადალახეს რომის პროვინცია სირიას და დაიძრნენ იუდეაში, დაამხეს რომის მარიონეტი ჰირკანე II და მის ნაცვლად დააყენეს მისი ძმისშვილი ანტიგონე. შეიქმნა ისეთი სურათი, რომ რომაელებს მთელი აღმოსავლეთი პართიელთა ხელთ ეგონათ, თუმცა რომის მეორე სამოქალაქო ომის შედეგებმა, რომის ძალაუფლება ისევ განამტკიცა აზიაში[7]. იმპერატორმა მარკუს ანტონიუსმა ვენდიტუსი ლაბიენუსის წინააღმდეგ გაგზავნა, რომელიც თავს დაესხა ანატოლიას. რომაელებმა ლაბიენუსის ძალები მოიგერიეს და ის სირიაში განდევეს, სადაც მას პართიელების ძალებიც შეუერთნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და მოკლეს. სირიის კარებთან მარცხის შემდეგ, პართიელებმა მიატოვეს სირია. ძვ.წ. 38 წელს პართიელები ისევ დაბრუნდნენ, მაგრამ მათ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ვენდიტიუსმა, პაკორი კი მოკლეს. რომაელთა დახმარებით ჰეროდე I დიდმა იუდეადან ანტიგონე განდევნა[8]. როგორც კი რომაული კონტროლი აღსდგა სირიასა და იუდეაში, მარკუს ანტონიუსი გაუძღვა უზარმაზარ არმიას ატროპატენაში, მაგრამ მისი საალყო მანქნები და მისი ესკორტი ალყაში აღმოჩნდა და ამოხოცეს, ამას ემატებოდა ისიც, რომ ის სომეხმა მოკავშირეებმაც მიატოვეს. პართიაში წინსვლის არ ქონის შედეგად, რომაელებმა, დიდი დანაკარგების გამო, უკან დახევა ამჯობინეს. ძვ.წ. 33 წელს ანტონიუსი ისევ სომხეთში იმყოფებოდა, რათა მიდიის მეფესთან გაერთიანებულიყო ოქტავიანესა და პართიელების წინააღმდეგ. მაგრამ რიგმა მიზეზებმა აიძულა იგი უკან დახეული და მთლიანი რეგიონი პართიელებისთვის დაეთმო[9].

რომის იმპერია პართიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პართიის იმპერია ძვ,წ, 1 წ.

ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთერთობა ომის დაწყების საშიშროებას ზრდიდა, რომ არა ახ.წ. 1 წელს ოქტავიანესა და ფრაატს შორის შემუშავებული კომპრომისი. მოცემული ხელშეკრულების თანახმად პართიამ ჯარები გამოიყვანა სომხეთიდან დარომაული პროტექტორატი სცნო. ამის მიუხედავად, რომაულ-სპარსული წინააღმდეგობა სომხეთზე კონტროლის მოპოვების მიზნით შემდეგ საუკუნეებშიც გრძელდებოდა[10]. პართიის მეფის არტაბანის გადაწყვეტილება, ვაკანტურ სომხეთის ტახტზე საკუთარი ვაჟი დაესვა, ახ.წ. 36 წლისთვის გახდა რომთან დაპირისპირების მიზეზი, რაც მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც არტაბანმა უარი განაცხადა სომხეთზე გავლენის სფეროს შენარჩუნებაზე[11]. 58 წელს ომი დაიწყო, როდესაც პართიელთა მეფე ვოლოგეზ I-მა მისი ძმა თრდატ I სომხეთის ტახტზე აიყვანა[12]. რომაელებმა მალევე დაამხეს თრდატი და მის ნაცვლად კაპადოკიელი პრინცი დასვეს, რასაც რომსა და პართიას შორის გაჭიანურებული ომი მოჰყვა. ომი 63 წელს დასრულდა, როდესაც რომაელებმა თრდატს და მის მემკვიდრეებს ნება დართეს სომხეთი ემართათ იმ პირობით, თუ სომხეთის მეფეს რომაელი იმპერატორები დაამტკიცებდნენ[13].

კონფლიქტის ახალი ტალღა ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო, რა დროსაც რომაელები თანდათან უპირატესობას იჩენდნენ პართიელების წინააღმდეგ. 114 და 115 წლებში იმპერატორი ტრაიანე თავს დაესხა სომხეთსა და მესოპოტამიას, და ახლად შემოერთებული პროვინციები რომის უშუალო მმართველობას დაუქვემდებარა. შემდეგ მან დაიკავა პართიის დედაქალაქი ქტესიფონი, იქამდე სანამ სპარსეთის ყურეს მიაღწევდა[14]. 115 წელს რომის მიერ დაკავებულ, პართიულ ტერიტორიებზე აჯანყებები დაიწყო, რასაც ასევე თან დაერთო ებრაელთა აჯანყება რომის ტერიტორიაზე, რამაც გაფანტა რომის სამხედრო რესურსები. პართიელები თავს დაესხნენ რომაელთა მნიშვნელოვან პოზიციებს, მაშინ როცა რომაული გარნიზონები სელევკიაში, ნისიბინში და ედესაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა განდევნილი. ტრაიანემ მოახერხა მესოპოტამიელი მეამბოხეების დამორჩილება, მაგრამ, მას შემდეგ, რაც პართიის ტახზე მარტიონეტი პრინცი პართამასპატესი დასვა, ის გაბრუნდა სირიაში. 117 წელს ტრაიანეს ნაადრევი გარდაცვალების შედეგად, რომაელებმა ვერ შეძლეს ახლად დაპყრობილ პართიულ პროვინციებში რომაული მმართველობა გაემყარბეინათ[15].

ტრაიანეს პართიაში ლაშქრობამ განსაზღვრა „რომის იმპერიის დიდ სტრატეგიაზე აქცენტის გადატანა“, მაგრამ მისმა მემკვიდრე ადრიანემ რომის საზღვრები ევფრატის გასწვრივ გადმოიტანა, რითიც მან აღადგინა აქამდე არსებული სტატუს კვო და შედეგად სომხეთი, მესოპოტამია და ადიაბენე ყოფილ მფლობეელბს და მარიონეტ-მეფეებს დაუთმო[16].

რელიეფური გამოსახულება სეპტიმიუს სევერუსის თაღზე, რომელიც ასახავს პართიასთან ომს. აიგო რათა აღენიშნთ რომაელთა გამარჯვება.

161 წელს განახლდა ომები სომხებისთვის, როდესაც ვოლოგეზ IV-მ დაამარცხა აქ განთავსებული რომაელები, დაიკავა ედესა და გაძარცვა სირია. 163 წელს რომაელებმა სტატიუს პრისკუსის მეთაურობით დაამარცხეს პართიელები სომხეთში და სომხეთის ტახტზე სასურველი კანდიდატი აიყვანა. მომდევნო წელს ავიდიუს კასიუსი თავს დაესხა მესოპოტამიას, გაიმარჯვა დურა-ევროპოსისა და სელევკიის ბრძოლებში და 165 წელს გაძარცვა ქტესიფონი. ეპიდემია (სავარაუდოდ ჩუტყვავილა) რომელიც ამ დროს პართიაში იყო გავრცელებული, რომაული არმიაც მოიცვა, რამაც რომაელებს აიძულა უკან გაბრუნებულიყვნენ[17], რაც შემდეგ ანტონინეს ჭირის გამომწვევ მიზეზად იქცა. 195-197 წლებში რომის იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მეთაურობით მესოპოტამიაში წამოწყებულმა ლაშქრობამ, რომის საზღვრები ნისიბინი, სინგარასა და ქტესიფონამდე გაფართოვება გამოიწვია[18]. პართიელების წინააღმდეგ უკანასკნელი ომი იმპერატორმა კარაკალამ წამოიწყო, რომელმაც 216 წელს გაძარცვა არბელა. მისი მკვლელობის შემდეგ, მემკვიდრე მაკრინუსი ნისიბინთან ახლოს პართიელებთან ბრძოლაში დამარცხდა. პართიელებთან მშვიდობის სანაცვლოდ, მარკიანუსი იძულებული იყო კარაკალას ლაშქრობის მიერ გამოწვეული ზარალი აენაზღაურებინა[19].

რომაულ-სასანიდური ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული რომაულ-სასანიდური კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიშაპურის II რელიეფი, რომელიც აღნიშნავს შაპურ I-ის გამარჯვებებს დასავლეთის ფრონტზე, ის გამოსახულია ცხენზე შემჯდარი დატყვევებულ ვალერიანესთან , მკვდარ გორდიანე III და სავარაუდოდ ან ფილიპე ან ურანიუსთან.[20][21]

კონფლიქტი პართიელთა მმართველობის დამხობისა და არდაშირ I-ის მიერ სასანიდთა იმპერიის დაარსების შემდეგაც გაგრძელდა. 230 წელს არდაშირმა (226-241) დაარბია მესოპოტამია და სირია და რომისგან ყოფილი აქემენიდური იმპერიის საზღვრების დათმობა მოითხოვა[22]. უნაყოფო მოლაპარაკების შემდეგ, 232 წელს, ალექსანდრე სევერუსი არდაშირის წინააღმდეგ გაემართა და მოიგერია ის როცა ერთ-ერთი არმიის შენაერთი სომხეთში შეიჭრა, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთით, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. იმპერატორმა რომში ტრიუმფით აღნიშნა[23]. 238-240 წლებში, მისი მმართველობის მიწურულს, არდაშირი თავდასხმაზე გადმოვიდა, დაიკავა რამდენიმე ქალაქი სირიაში და მესოპოტამიაში, მათ შორის კარაი, ნისიბინი და ჰატრა.[24]

დაპირისპირება არდაშირის მემკვიდრის შაპურ I-ის დროსაც გაგრძელდა; ის თავს დაესხა მესოპოტამიას და დაიკავა ჰატრა, ბუფერული სახელმწიფო, რომელმაც დაუმორჩილებლობა პართიას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და რომს მიემხრო, მაგრამ მისი ძალები 243 წელს რესაენეს ბრძოლაში დამარცხდნენ; კარაი და ნისიბინი რომს დაუბრუნდა[25]. ამ წარმატებით გამხნევებული იმპერატორი გორდიანე III ჩაუყვა ევფრატს, მაგრამ 244 წელს დამარცხდა ქტესიფონთან გამართულ მესიხეს ბრძოლაში. გორდიანე ან ბრძოლაში დაუღუპა ან მისმა ხალხმა მოკლა; ახალი იმპერატორი ფილიპე გახდა, რომელმაც 500.000 დინარის გადახდის სანაცვლოდ სპარსელებთან მშვიდობა დაამყარა[26].

იულიანეს წარუმატებელი ლაშქრობა 363 წელს დასრულდა რომაელთა ტერიტორიული დანაკარგებით, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად 299 წლიდან ფლობდნენ.

გერმანელთა შემოსევებით და იმპერატორთა სწრაფი ცვლებით დასუსტებულ რომის იმპერიას შაპურ I ისევ უგრძელებს ბრძოლებს. 240-იან წლებში ფილიპე ჩაერთო სომხეთისთვის ბრძოლაში; შაპურმა დაიპყრო სომხეთი და მოკლა მისი მეფე, 253 წელს ბარბარილოს ბრძოლაში დაამარცხა რომაელები, რის შემდეგადაც სავარაუდოდ დაიკავა და გაძარცვა ანტიოქია[27]. 258 და 260 წლებში, შაპურმა ედესას ბრძოლაში შეიპყრო იმპერატორი ვალერიანე. მოგვიანებით ის ანატოლიაში შეიჭრა, მაგრამ დამარცხნენ რომაელებთან ბრძოლაში; ოდეანატუს პალმირელის შემოტევებმა სპარსელებს აიძულა რომის ტერიტორიები (სომხეთი და ანტიოქია) დაეტოვებინა[28].

275 და 282 წელს ავრელიანე და პრობუსი გეგმავდნენ სპარსეთში ლაშქრობას, მაგრამ ისინი მოკლეს იქამდე, სანამ საკუთარ გეგმებს შეასრულებდნენ.[29] 283 წელს იმპერატორმა კარუსმა სპარსეთში ლაშქრობა წამოიწყო, გაძარცვა მისი დედაქალაქი, ქტესიფონი და რომ არა იმავე წლის დეკემბერში კრასუსის ნაადრევი გარდაცვალება, რომაელები დინასტიური შინა აშლილობით დასუსტებულ სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობას სავარაუდოდ კიდევ გააგრძელებდნენ.[30] დიოკლეტიანეს ადრეული მმართველობის პერიოდში დროებითი მშვიდობა დაარღვია ნარსემ, რომელმაც საომარი მოქმედებები განაახლა, დაიკავა სომხეთი და 296 და 297 წლებში დაამარცხა გალერიუსი კარაისთან ბრძოლაში,[31] მაგრამ 298 წელს გალერიუსმა სატალას ბრძოლაში დაამარცხა ნარსე, გაძარცვა ქტესიფონი და ხელთ იგდო სპარსული საგანძური და სამეფო ჰარემი. რომაელთა ეს გამარჯვება აღმოჩნდა ყველაზე გადამწყვეტი უკანასკნელ ათწლეულებში. სამშვიდობო ხელშეკრულებით რომაელების ხელში მოაქცია ტერიტორია მდ. ტიგროსისსა და დიდ ზაბს შორის, კერძოდ რომაელების ხელში გადავიდა ისეთი ქალაქები, როგორიც იყო: ტიგრანაკერტი, საირდი, მარტიროპოლისი, ბალალესა, მოხოსი, დაუდია, და არზანი. ასევე სომხეთზე კონტროლი გადაეცათ რომაელებს.[32]

299 წელს მიღწეული შეთანხმებები 330-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა, სანამ შაპურ II განაახლებდა დაპირისპირებებს. მიუხედავად ბრძოლებში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევისა, რისი კულმინაციაც, 348 წელს კონსტანციუს II-ის დამარცხება იყო სინგარასთან, მისმა კამპანიამ დიდხნიანი შედეგი ვერ გამოიღო: სამი სპარსული ალყა ნისიბინისთვის, იმ პერიოდში ცნობილი, როგორც მესოპოტამიის კარი, მოგერიებულ იქნა და 359 წელს შაპურის მიერ დაკავებული ამიდა და სინგარა, მალევე ისევ რომაელების ხელში დაბრუნდა. ლაშქრობებში უზარმაზარი დანაკარგების შედეგად, სპარსეთი დასუსტდა და ის მალე მიატოვეს მოკავშირე ბარბაროსებმაც, რამაც შაპური დაუცველი დატოვა იმპერატორი იულიანეს მიერ წამოწყებული თავდასხმისაგან, რომელიც დიდი არმიით ევფრატის გასწვრივ ქტესიფონისკენ დაიძრა.[33] ქტესიფონში გამარჯვების მიუხედავად,[34][35] იულიანემ ვერ მოახერხა სპარსეთის დედაქალაქის დაკავება და ტიგროსის მიყოლებით უკან დაიხია. სპარსელების მიერ დადევნებული იულიანე სამარას ბრძოლაში დაიღუპა. რომაული არმიის აღმოსავლეთ ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩარჩენის შემდეგ, იულიანეს მემკვიდრე იოვიანე იძულებული გახდა რომაული არმიისთვის რომის ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილების სანაცვლოდ მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო. რომაელებს მოუწიათ ტიგრორის აღმოსავლეთით მდებარე სამფლობელოები, მათ შორის ნისიბინი და სინგარა სპარსელებისთვის დაეთმოთ, რის შემდეგაც შაპურმა მალევე დაიპყრო სომხეთი, რომელიც რომაელებმა მიატოვეს.[36]

383 ან 384 წელს სომხეთი ისევ გახდა დაპირისპირების მიზეზი რომსა და სასანიდების იმპერიას შორის, თუმცა საომარი მოქმედებები ამ დაპირისპირებას არ გამოუწვევია.[37] რადგანაც ორივე იმპერია დაკავებული იყო ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში,384 ან 387 წელს, შაპურ III-სა და თეოდოსიუს I-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით მხარეებმა სომხეთი გაინაწილეს. ამავდროულად რომის იმპერიას ჩრდილოეთიდან გერმანელები, ალანები და ჰუნები უტევდნენ, ხოლო სპარსეთის ჩრდილოეთ საზღვრებში ჯერ ჰუნები, შემდეგ კი ეფთალიტები ემუქრებოდნენ. ორივე იმპერია ჩართული იყო ბარბაროსებთან ბრძოლაში, რამაც იმპერიებს შორის მშვიდობა დაამყარა, რომელიც მხოლოდ ორი მცირე ომებით შეფერხდა, პირველი 421-422 წლებში, როდესაც ბაჰრამ V-მ ქრისტიანობაზე გადასული სახელმწიფო მოხელეების დევნა დაიწყო[38], და მეორე 440 წელს, როდესაც იეზდიგერდ II რომის მიერ კონტროლირებად სომხეთში შეიჭრა.

ბიზანტიურ-სასანური ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასიური ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკა რომელიც ასახავს რომაულ-სპარსულ სასაზღვრო ზოლს 384 წელს სომხეთის განაწილების შემდეგ. ფრონტის ხაზი სტაბილური იყო V საუკუნის განმავლობაში.

ანასტასიურმა ომმა დაარღვია ყველაზე გრძელი მშვიდობიანი პერიოდი, რაც კი ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულა. ომის დაწყების მიზეზი სპარსეთის მეფის კავად I-ის მიერ ბიზანტიის იმპერატორის ანასტასიოს I-ისგან ფინანსური დახმარების მოთხოვნა იყო, რასაც იმპერატორი არ დაეთანხმა და სპარსეთის მეფემ გადაწყვიტა ის ძალდატანებით მიეღო.[39] 502 წელს სპარსელებმა მოულოდნელად დაიკავეს თეოდოსიპოლისი[40] და ალყაში მოაქციეს ქალაქი ამიდა. ციხე-ქალაქის ალყა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს კავადს წარმოედგინა, თუმცა სამ თვიანი წინააღმდეგობის მიუხედავად ის სპარსელების ხელში გადავიდა.[41] 503 წელს რომაელებმა სცადეს ამიდის გათავისუფლება, ამავდროულად, კავადი შეიჭრა ოსროენეში და იგივე წარმატებით ალყაში მოაქცია ედესა.[42] 504 წელს რომაელებმა დაიბრუნეს ამიდა. იმავე წელს სომხეთში კავკასიონიდან შეიჭრნენ ჰუნები და მხარეებს შორის ზავი დაიდო. მხარეებს შორის მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა და საბოლოოდ 506 წლის ნოემბერს მათ შრის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება.[43] 505 წელს ანასტასიოსმა დარასთან გამაგრებული ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ამავდროულად შეუდგა ედესის, ბატნაე და ამიდის კედლების აღდგენა.[44] მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის სრულ მაშტაბიანი ომი არ ყოფილა, მათ შორის დაძაბულობა ისევ გრძელდებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დარასთან სამშენებლო პროცესები მიმდინარეობდა, რომელიც მათ შორის ათწლეულების წინ დადებული ხელშეკრულების პირობებს არღვევდა. მიუხედავად სპარსელების წინააღმდეგობისა, ანასტასიოსი სამშენებლო პროცესებს არ აჩერებდა და 507-508 წლებში ის დასრულდა.[45]

რელიეფი რომელიც ასახავს სასანიანთა დელეგაციას ბიზანტიაში, მარმარილო, IV-V საუკუნე, ისტანბულის არქეოლოგიური მუზეუმი.

იბერიული ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ რომის და სპარსეთის იმპერია 477 წელს.

524-525 წლებში კავად I-მა ბიზანტიის იმპერატორს იუსტინე I-ს შესთავაზა მისი ვაჟი ხოსროს შვილობილად აყვანა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. თავდაპირველად კავადის შემოთავაზებას დიდი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ბიზანტიის იმპერატორი, მაგრამ იუსტინეს კვესტორი პროკულუსი ამის წინააღმდეგ გამოვიდა[46]. ქვეყნებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა იბერიის მეფის, გურგენის, მიერ რომაელების მხარეს გადასვლამ. 524/425 წლებში, ქრისტიანული მეზობლის ეგრისის სამეფოს მსგავსად, იბერიელები სპარსელებს აუჯანყდნენ და მათ დასახმარებლად რომი ჩრდილოეთ კავკასიელ ჰუნებს დაუკავშირდნენ, რათა მათ აჯანყებულთათვის დახმარება აღმოეჩინათ.[47] ორივე მხარე დაინტერესებული იყო ომი მარიონეტების მეშვეობით ეწარმოებინათ, სამხრეთში არაბი მოკავშირეების, ხოლო ჩრდილოეთში ჰუნების გამოყენებით.[48] ღია დაპირისპირება ორ იმპერიას შორის 526-527 წლებში დაიწყო.[49] თავდაპირველად ბრძოლები სპარსელების სასარგებლოდ მიმდინარეობდა; 527 წელს მათ ჩაახშვეს იბერიის აჯანყება, იმავე წელს შეაჩერეს რომაელების შემოტევა ნისიბინსა და თებეთასასკენ, ასევე ხელი შეუშალეს თანურის და მალაბასას გამაგრების მცდელობებს.[50] ხარვეზების გამოსწორების მიზნით, რამაც სპარსელთა წარმატება განაპირობა, ახალმა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აღმოსავლეთის არმიების რეორგანიზაცია მოახდინა.[51] 528 წლისთვის ველისარიუსის არმია ცდილობდა თანურის გამაგრებითი სამუშაოებისთვის უსაფრთხოება ეზრუნველყო, რადგან მშენებლობა ფრონტის ხაზთან მიმდინარეობდა.[52] 529 წელს სირიაში ლახამიდების მარბიელმა ლაშქრობამ, იუსტინიანე აიძულა არაბი მოკავშირეები გაეძლიერებინა, რისთვისაც ის ალ-ჰარის ჯაბალას კოალიციის ერთ სამეფოდ შეკვრაში მიეხმარა.

530 წელს სპარსელები შეიჭრნენ მესოპოტამიაში და დარასთან დაამარცხეს რომაული ძალები, ხოლო სპარსელების კავკასიაში მეორე შეჭრის მცდელობა აღკვეთა სიტასმა სატალასთან. 531 წელს ველისარიუსის ძალები კალინიკუმის ბრძოლაში სპარსელებთან დამარცხდა, რამაც მისი დაქვეითება გამოიწვია. იმავე წელს რომაელებმა სომხეთში რამდენიმე გამაგრება დაიკავეს, პარალელურად სპარსელებმა აღმოსავლეთ ეგრისში ორი ციხე დაიკავეს.[53] კალინიკუს ბრძოლის შემდეგ იუსტინიანეს დესპან ჰერმოგენესა და კავადს შორის წარუმატებელი მოლაპარაკებები წარიმართა.[54] სპარსელების მიერ მარტიროპოლისის ალყა შეაჩერა კავადის გარდაცვალებამ და სპარსეთის ახალმა მეფემ, ხოსრო I-მა 532 წლის გაზაფხულს მოლაპარაკებები განაახლა და იმავე წლის სექტემბერს დათანხმდა „საუკუნო ზავს“, რამაც მხოლოდ 8 წელი იმოქმედა. ორივე მხარე შეთანხმდა რომ დააბრუნებდნენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, გარდა ამისა, რომაელები დათანხმდნენ ერთჯერადი სახით 100 ცენტერანიის (11.000 ლბ. ოქრო) გადახდას. რომაელებმა დაიბრუნეს ეგრისის ციხეები, იბერია სპარსეთის ხელში დარჩა და მათ საკუთარ სამეფოში დარჩენის ან რომაულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცათ.[55]

სასანიანთა კონტროლ ქვეშ მოქცეული ტერიტორიები, რომელიც მნიშვნელოვანწილად მერყევი იყო, თუმცა სტაბილური კონტროლის ქვეშ რჩებოდა ირანისა და ერაყის ტერიტორია. მესოპოტამია საომარი მოქმედებების ადგილი იყო, ასე რომ არც რომაელებს და არც სასანიანებს არ ჰქონდათ მასზე სრული კონტროლი.

იუსტინიანე I ხოსრო I-ის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომისა და სასანიდების იმპერია იუსტინიანე I-ს მმართველობის დროს.
  რომის (ბიზანტიის) იმპერია
  იუსტინიანეს ტერიტორიული შენაძენები
  სასანიანთა იმპერია
  სასანიანთა ვასალები

540 წელს სპარსელებმა „საუკუნო ზავი“ დააღვიეს, რისი მიზეზიც ალბათ ბიზანტიის მიერ დასავლეთში ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიების გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, რასაც ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ომის შეწყვეტამ. ხოსრო თავს დაესხა სირიას, გამუდმებით ძარცვავდა სირიისა და მესოპოტამიის ქალაქებს, მათ შორის ქალაქ ანტიოქიას, რომლის მოსახლეობაც სპარსეთის ტერიტორიაზე გადაასახლა.[56] ველისარიუსი დასავლეთის კამპანიებიდან, აღმოსავლეთში, სპარსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართეს, რომელმაც 541 წელს ნისიბინისთვის უშედეგო ლაშქრობა აწარმოა. 542 წელს ხოსრომ მესოპოტამიაში ახალი ლაშქრობა დაიწყო, რა დროსაც მან სერგიოპოლისის აღება სცადა და უკან დაიხია, მას შემდეგ რაც ველისარიუსის არმია გამოჩნდა და უკან მობრინებულმა კალინიკუმი გაძარცვა. რომაულ ქალაქებზე თავდასხმები მოგერიებულ იქნა და სპარსელები დარასთან დამარცხდნენ. 543 წელს რომაელები დვინის მიმართულებით დაიძრდნენ, მაგრამ ანგლონთან მცირე სპარსულ ძალებთან დამარცხება იწვნიეს. 544 წელს ხოსრომ ალყაში მოაქცია ედესა, თუმცა ალყის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის მეციხოვნეებმა უკუაგდეს. სპარსელების უკან დახევის შემდეგ, ბიზანტიის დესპანები მოსალაპარაკებლად ქტესიფონში ჩავიდნენ. 545 წელს მხარეებს შორის ხუთწლიანი ზავი დაიდო, რის სანაცვლოდაც რომაელებმა თანხის გადახდა იკისრეს.

ნადირობის სცენა, რომელზეც ნაჩვენებია ხოსრო I (VII საუკუნის სასანური ხელოვნება, მედლების კაბინეტი, პარიზი)
აღმოსალვეთ რომისა და სპარსეთის საზღვრისპირა ზოლი, იუსტინიანეს გარდაცვალებისას 565 წელი, ეგრისი (ლაზიკა) ბიზანტიის ხელშია.

548 წელს, ეგრისის მეფე გუბაზმა, რომელიც სპარსელთაგან მომავალ საფრთხეს ხედავდა, იუსტინიანეს მიმართა დახმარებისთვის. ამ შანსით ისარგებლა იუსტინიანემ და 548-549 წლებში, გაერთიანებულმა, ბიზანტიურ-ლაზურმა ძალებმა დაგისთეს მეთაურობით ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს სპარსულ არმიაზე, მაგრამ მათ ვეღარ მოახერხეს პეტრას აღება. ქალაქი საბოლოოდ 551 წელს დაიმორჩილეს, თუმცა იმავე წელს სპარსელებმა მერმეროს სარდლობით დაიკავა აღმოსავლეთ ეგრისი. ზავი რომელიც 545 წელს დამყარდა განახლდა ხუთი წლით, რომელიც არ ეხებოდა ეგრისს, იმ პირობით თუ რომაელები ყოველწლიურად 2.000 ლბ ოქროს გადაიხდიდნენ. წლების განმავლობაში ეგრისისთვის ომი არცერთი მხარის უპირატესობით არ მიმდინარეობდა. ხოსრო, რომელიც ამავდროულად თეთრი ჰუნების შემოსევას უმკლავდებოდა, 557 წელს ანახლებს ზავს, მაგრამ ამჯერად ზავის პირობები ეგრისსაც მოიცავდა; სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებები შემდეგშიც გაგრძელდა. 562 წელს ხოსროსა და იუსტინიანეს შორის ორმოცდაათწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად სპარსელები ეგრისიდან გამოსვლას დათანხმდნენ, რისთვისაც მათ სუბსიდიის სახით 30.000 ნომისმატა (სოლიდი) მიიღეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო ზოლში არ ააგებდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს და შეზღუდვებს მოუხსნიდნენ დიპლომატიასა და ვაჭრობას.

ომი კავკასიისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

571 წელს ომი განახლდა, როდესაც სასანიდებს სომხეთი და იბერია აუჯანყდა, იმის შემდეგ, რაც იემენში (აქსუმი და ჰიმიარიტები) და სირიის უდაბნოში რიმისა და სპარსეთის მარიონეტებს შორის დაიწყო დაპირისპირება და რომის მიერ სპარსელების წინააღმდეგ დასავლეთ თურქა სახაკანოსთან სამხედრო კავშირზე მოლაპარაკებები წარიმართა. იუსტინე II-მ სომხეთი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია, იმ დროს როდესაც, რომაული ძალებით, იუსტინეს ნათესავმა, მარკიანემ დალაშქრა არზანენე და თავს დაესხა სპარსულ მესოპოტამიას, სადაც მათ დაამარცხეს ადგილობრივი ძალები. მარკიანეს უეცარი დათხოვნა და ხოსროს ძალების გამოჩენამ სირიის აოხრება, ნისიბინისთვის რომაული ალყის წარუმატებლობა და დარას დაცემა გამოიწვია. 45.000 სოლიდუსის საფასურად მესოპოტამიაში შედგა ერთწლიანი ზავი (რომელიც მალევე ხუთი წლით გაგრძელდა), მაგრამ კავკასიაში და სხვა უდაბნოს საზღვრისპირა ზოლში ომი გაგრძელდა. 575 წელს, ხოსრო I-მა, სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკების პროცესისა და სომხეთში აგრესიულად შეჭრის შეთავსება სცადა. ის თავს დაესხა ანატოლიას და გაძარცვა სებასტეია, დაიკვა თეოდოსიოპოლი და მელითენესთან შეტაკების შედეგად, არმიამ დიდი დანაკარგები იხილა, როდესაც ისინი რომაული თავდასხმის პირობებში ევფრატის გადალახვას ცდილობდა.

სასანიანთა იმპერია და სამეზობლო (მათ შორის აღმოსავლეთ რომის იმპერია) 600 წელს.

რომაელებმა სპარსელთა რიგებში არეულობით ისარგებლეს, რის შემდეგაც იუსტინიანე შეიჭრა სპარსეთის სიღრმმეებში და მოარბია ატროპატანე. ხოსრომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მოითხოვა, მაგრამ გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც სპარსელებმა თავდაჯერებულობა აღიდგინეს ტამბუხოსროს სომხეთში გამარჯვებით, სადაც რომაელებმა ადგილობრივი მოსახლეობა გაიუცხოვეს. 578 წლის გაზაფხულში, სპარსელთა ინიციატივით ლაშქრობა მესოპოტამიაში ისევ განახლდა. რის საპასუხოდაც რომაელმა გენერალმა მავრიკანე სპარსეთოს მესოპოტამია მოარბია, დაიკავა ციხე აფუმონი და გაძარცვა სინგარა. ხოსრომ ისევ ითხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ 579 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე ჰორმიზდ IV ომის გაგრძელება ამჯობინა.

რომაულ-სპარსული საზღვრისპირა ზოლი IV-VII საუკუნეებში.

580 წელს ჰორმიზდმა გააუქმა იბერიის სამეფო და იბერია სპარსეთის პროვინციად აქცია, რომელსაც მარზპანი განაგებდა. 580-იან წლებში ომი გრძელდებოდა ორივე მხარის წარმატებით. 582 წელს, მავრიკიოსმა კონსტანტიას ბრძოლაში გაიმარჯვა ადარმაჰანის და ტამხუსროს წინააღმდეგ, რომელიც მოკლეს, მაგრამ რომაელმა გენერალმა არ გამოიყენა ეს გამარჯვება; მას ეჩქარებოდა კონსტანტინოპოლში, რათა საკუთარი იმპერიული ამბიციები დაეკმაყოფილებინა. 586 წელს რომის სოლახონთან გამარჯვებამ ასევე ვერ შეძლო ჩიხიდან გამოსვლა ეზრუნველყო.

589 წელს სპარსელებმა ღალატის მეშვეობით დაიკავეს მარტიროპოლისი. გადამწყვეტი აღმოჩნდა სპარსელი გენერალის ბაჰრამ ჩობანის აჯანყება, რომელიც ჰორომიზდმა თანამდებობიდან დაითხოვა და დაამცირა. 590 წელს სასახლის გადატრიალების შედეგად ჰორომიზდი დაამხეს და ის ხოსრო II-მ ჩაანაცვლა, მიუხედავად ამისა, ბაჰრამი არ აპირებდა აჯანყების შეწყვეტას და დამარცხებული ხოსრო იძულებული გახდა ბიზანტიისთვის შეეფარა თავი. სპარსეთის ტახტი ბაგრამმა დაიკავა, რომელიც ბაჰრამ VI-ის სახელით გახდა ცნობილი. მავრიკიოსის დახმარებით ხოსრომ ბაჰრამის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო და 591 წელს, ბიზანტიისა და ხოსროს გაერთიანებულმა ძალებმა ბაჰრამი ბლარათონის ბრძოლაში დაამარცხა, რის შემდეგაც ხოსრომ სპარსეთის ტახტი აღიდგინა. დახმარების სანაცვლოდ, ხოსრომ ბიზანტიას არა მხოლოდ დარა და მარტიროპლისი დაუბრუნა, არამედ დათანხმდა იბერიის დასავლეთ ნაწილის და პერსარმენიის უდიდესი ნაწილი ბიზანტიისთვის გადაცემას.

ქერუბიმი და ჰერაკლე იღებს ხოსრო II-ის მორჩილე (Champlevé enamel over gilt copper, 1160–1170, Paris, Louvre).
ბიზანტიისა და სასანიდებთა იმპერია 600 წ.
511-624 წლის ომების სქემა.

კულმინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

602 წელს რომაელთა არმია, რომელიც ბალკანეთში წარმატებით კამპანიას აწარმოებდა, ფოკას მეთაურობით აჯანყდა, რომელმაც მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება, შემდეგ კი მავრიკიოსი და მისი ოჯახის წევრების მოკლა. ხოსრო II-მ თავისი კეთილისმყოფელის მკვლელობა ომის საბაბად და რომაული პროვინცია მესოპოტამიის დასაპყრობად გამოიყენა. ომის პირველ წლებში სპარსელები უპრეცედენტო წარმატებით სარგებლობდნენ. მათ დაეხმარათ ხოსროს მიერ მავრიკიოსის ვაჟის პრეტედენტის სახით გამოყენება და გენერალი ნარსეს მიერ ფოკას წინააღმდეგ დაწყებული აჯანყება. 603 წელს ხოსრომ მესოპოტამიაში დაამარცხა და მოკლა გენერალი გერმანიუსი და ალყაში მოაქცია დარა. რომაელთა დამხმარე ძალების გამოჩენის მიუხედავად, 604 წელს მან კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია, ხოლო დარა ცხრა თვიანი ალყის შემდეგ დაეცა. შემდგომ წლებში სპარსელებმა ერთმიეორეს მიყოლებით დაიკავეს მესოპოტამიის სხვა ციხეები. ამავდოროულად მათ წარმატებას მიაღწიეს სომხეთში და თანდათან დაიმორჩილეს რომაული გარნიზონები კავკასიაში.

ფოკას სასტიკმა რეპრესიებმა მემკვიდრეობის კრიზისი წარმოშვა, რაც მოჰყვა იმას, რომ გენერალმა ჰერაკლემ საკუთარი ძმიშვილი ნიკეტასი გაგზავნა ეგვიპტეში, რამაც მის ვაჟს ჰერაკლეს მისცა შანსი 610 წელს ტახტის პრეტედენტი გამხდარიყო. ფოკას, რომელიც არავითარი პოპულარობით არ სარგებლობდა და რომელსაც არაერთი ბიზანტიური წყარო იხსენიებს როგორც „ტირანს“, მალევე დაამხო ჰერაკლემ, რომელიც კართაგენიდან ჩამოვიდა. ამ პერიოდშივე სპარსელებმა დაასრულეს კავკასიისა და მესოპოტამიის დაპყრობა, 611 წელს გადალახეს სირია და შეიჭრნენ ანატოლიაში, დაიკავეს კეისარეა. 612 წელს ჰერაკლემ სპარსელები განდევნა ანატოლიიდან 613 წელს სირიის მიმართულებით წამოიწყო კონტრ-შეტევა. ანტიოქიასტან ჰერაკლემ, სპარსელ გენერლებთან შაჰრაბარაზ და შაჰინთან სასტიკი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მოირღვა რომაული პოზიციები. შემდეგ წლებში სპარსელებს შანსი მიეცათ პალესტინის, ეგვიპტის, როდოსის და სხვა აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის სხვა მცირე კუნძულების დაპყრობის და მათ შორის ანატოლიის აოხრების. შექმნილი ვითარება ავარებმა და სლავებმა სასიკეთოდ გამოიყენეს და დაიწყეს ბალკანეთის რბევა. რომის იმპერია განადგურების პირას იმყოფებოდა.

ხოსრო II-ის მკვლელობა.
624-628 წლის ომების სქემა.

ამ წლების განმავლობაში, ჰერაკლე, ომის გასაგრძელებლად სათანადო რაოდენობის ფულის შეგროვების მიზნით ცდილობდა არასამხედრო ხარჯების შემცირებას, ვალუტის გაუფასურებას და საეკლესიო ჭურჭლების გადადნობას, რასაც მხარს უჭერდა პატრიარქი სერგიუსი. 622 წელს ჰერაკლემ დატოვა კონსტანტინოპოლი, ქალაქი სერგიუს და გენერალ ბონუს ჩააბარა, რომელიც მისი ვაჟის რეგენტად დაინიშნა. მცირე აზიაში ჰერაკლემ შეკრიბა ჯარი და მცირე წვრთნების შემდეგ, რასაც მათი მორალის ამაღლება უნდა მოყოლოდა, წამოიწყო ახალი კონტრშეტევა, რამაც წმინდა ომის ხასიათი მიიღო. ბიზანტიელებმა კავკასიაში მარცხი აგემეს ბიზანტიელთა მოკავშირე არაბ ბელადის არმიას და შემდეგ შაჰრაბარაზის სარდლობით, სპარსელთა არმიაც დაამარცხა. 623 წელს, ავარებთან საზავო მოლაპარაკებების შემდეგ, 624 წელს ჰერაკლემ განაახლა ლაშქრობა აღმოსავლეთში და განზაკთან, ატროპატანეში, უკუაქცია ხოსროს არმია. 625 წელს სომხეთში დაამარცხა გენერალი შაჰრბარაზი, შაჰინი და შაჰრაპლაკანი და იმავე წლის ზამთარში, მოულოდნელად, შეიჭრა შაჰრბარაზის მთავარ ბაკანში და თავს დაესხა დაბანაკებულ სპარსელთა ჯარს. 626 წელს, სპარსელთა არმიის დახმარებით, რომელსაც შაჰრაბარზი მეთაურობდა, ავარებთან და სლავებთან ერთად, სამივე წარუმატებლად ცდილობდა კონსტანტინოპოლის აღებას. ამავდროულად შაჰინის არმიამ კიდევ ერთი გამანადგურებელი მარცხი განიცადა ჰერაკლეს ძმის თეოდორეს მეთაურობით.

ჰერაკლემ კავშირი დაამყარა დასავლეთ თურქულ სახაკანოსთა, რომლებმაც სპარსელთა დასუსტება გამოიყენეს და მოარბიეს მათი ტერიტორიები კავკასიაში. 627 წლის ზამთარში ჰერაკლემ მესოპოტამიაში გაილაშქრა, სადაც მიუხედავად თურქების მიერ მისი მიტოვებისა, მან დაამრცხა სპარელები ნინევიის ბრძოლაში. გაუყვა ტიგროს სამხრეთით, გაძარცვა ხოსროს დიდებული სასახლე დასტაგირდთან და ნაჰრავანის არხზე ხიდების განადგურების გამო ვერ შეძლო ქტესიფონის აღება. გადატრიალების შედეგად კავად II-მ ხოსრო ტახტიდან ჩამოამხო და მოკლა, რომელმაც უმალვე მშვიდობა მოითხოვა და დასთანხმდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. 629 წელს ჰერაკლემ იერუსალიმში დიდებული ცერემონიის ფონზე ჭეშმარიტი ჯვარი დააბრუნა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიის იმპერია (მწვანე) 626 წელს ჰერაკლე კეისარის მმართველობისას.
ბიზანტიის იმპერია (ნარინჯისფერი) 650 წლისთვის. ამ დროისთვის სასანიანთა იმპერია არაბთა დაპყრობების ქვეშ მოექცა ისევე, როგორც ბიზანტიის სირია, პალესტინა და ეგვიპტე.

უკანასკნელი ომის დამანგრეველმა შედეგმა ორივე იმპერიის დასუსტება გამოიწვია. როდესაც კავად II ორთვიანი მეფობის შემდეგ გარდაიცვალა, სპარსეთი დაუსრულებულ დინასტიურმა ბრძოლებმა და სამოქალაქო ომმა მოიცვა. კავად II-ის მიერ წარმოებულმა ლაშქრობებმა, რამაც გადასახადების გაზრდა გამოიწვია, დაასუსტა სპარსეთის ეკონომიკა, ამას ემატებოდა არეულობები რელიგიური ნიშნით და პროვინციული მიწათმფლობელების გაძლიერება. ომის შედეგემა სასტიკად იმოქმედა ბიზანტიის იმპერიაზეც, რომლის ფინანსური რეზერვი ამოწურა ბალკანეთში წარმოებულმა ომებმა, რომელიც ახლა დიდწილად სლავების ხელში იყო მოქცეული. ანატოლია სპარსეთის გამუდმებულმა ლაშქრობებმა დაასუსტა; იმპერიის მმართველობა ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კავკაასია, სირია, მესოპოტამია, პალესტინა და ეგვიპტეში, ხანგრძლივი სპარსული ოკუპაციის გამო შესუსტებული იყო.

არცერთ იმპერიას არ მიეცა აღდგენის შანსი, რამდენიმე წელიწადში ორივე იმპერია არაბების (ისლამის მიერ ახლად გაერთიანებული) შემოტევამ მოიცვა, რომელიც ჰოვარდ-ჯონსტონის თანახმად „მხოლოდ ადამიანთა ცუნამს შეიძლება შევადაროთ“. ჯორჯ ლინკის თანახმად „ზედმეტად გახანგრძლივებული ბიზანტიურ-სპარსულმა კონფლიქტმა გზები გაუხსნა ისლამს“. სასანური ირანი მალევე დამორჩილა შემოტევებს და დაპყრობილ იქნა. ბიზანტურ-არაბეთის ომების შედეგად, ახლად გათავისუფლებული აღმოსავლეთ რომის ყოფილი ტერიტორიები: სირია, სომხეთი, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა, არაბების ხელში აღმოჩნდა, რამაც იმპერია ტერიტორიულ ნამსხვრევებად აქცია, მოცული მიმოფანტული კუნძულებითა და საყრდენი წერტილებით ბალკანეთსა და იტალიაში. დარჩენილი ტერიტორიები, გამუდმებული შემოტევების შედეგად სრულად გაღარიბდა, რამაც სოციუმის კლასიკური ურბანული ცივილიზაციიდან, უფრო რურალურ, შუა საუკუნოვან სოციუმად ჩამოყალიბება გამოიწვია. მაგრამ სპარსეთისგან განსხავებით, საბოლოო ჯამში, რომის იმპერია გადაურჩა არაბულ შემოტევებს, თუნდაც ნარჩენი ტერიტორიების შენარჩუნებითა და არაბთა მიერ დედაქალაქისგან ალყის მოგიერებით 674-678 და 717-718 წლებში. შემდგომ კონფლიქტებში, რომის იმპერიამ ასევე დაკარგა კრეტა და სამხრეთ იტალიაც, მაგრამ, საობლოო ჯამში, ისინიც გათავისუფლებული იქნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ball, Warwick (2000). Rome in the East: The Transformation of an Empire. Routledge. ISBN 0-415-24357-2. 
  • Barnes, T. D (1985). „Constantine and the Christians of Persia“. The Journal of Roman Studies. The Journal of Roman Studies, Vol. 75. 75: 126–136. ISSN 0013-8266. JSTOR 300656.
  • Barnett, Glenn (2017) Emulating Alexander: How Alexander the Great's Legacy Fuelled Rome's Wars With Persia, First, Great Britain: Pen and Sword Military, გვ. 232. ISBN 978-1526703002. 

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Plutarch, Sulla, 5. 3–6
    • Mackay (2004), 149; Sherwin-White (1994), 262
  2. Bivar (1993), 46
    • Sherwin-White (1994), 262–263
  3. Sherwin-White (1994), 264
  4. Plutarch, Crassus, 23–32
    • Mackay (2004), 150
  5. Bivar (1993), 56
  6. Justin, Historiarum Philippicarum, XLII.4 დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
    • Bivar (1993), 56–57
  7. Bivar (1993), 57
  8. Justin, Historiarum Philippicarum, XLII.4 დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.  ; Plutarch, Antony, 33–34
    • Bivar (1993), 57–58
  9. Cassius Dio, Roman History, XLIX, 27–33
    • Bivar (1993), 58–65
  10. Sicker (2000), 162
  11. Sicker (2000), 162–163
  12. Tacitus, Annals, XII.50–51
    • Sicker (2000), 163
  13. Tacitus, Annals, XV.27–29
    • Rawlinson (2007), 286–287
  14. Sicker (2000), 167
  15. Cassius Dio, Roman History, LXVIII, 33
    • Sicker (2000), 167–168
  16. Lightfoot (1990), 115: "Trajan succeeded in acquiring territory in these lands with a view to annexation, something which had not seriously been attempted before ... Although Hadrian abandoned all of Trajan's conquests ... the trend was not to be reversed. Further wars of annexation followed under Lucius Verus and Septimius Severus."; Sicker (2000), 167–168
  17. Sicker (2000), 169
  18. Herodian, Roman History, III, 9.1–12 დაარქივებული 2014-11-07 საიტზე Wayback Machine. Campbell (2005), 6–7; Rawlinson (2007), 337–338
  19. Herodian, Roman History, IV, 10.1–15.9 დაარქივებული 2015-05-04 საიტზე Wayback Machine. Campbell (2005), 20
  20. Overlaet, Bruno (30 June 2009). „A Roman Emperor at Bishapur and Darabgird“. Iranica Antiqua. 44: 461–530. doi:10.2143/IA.44.0.2034386.
  21. Overlaet, Bruno. Šāpur I: Rock Reliefs (3 November 2017). ციტირების თარიღი: 25 February 2020.
  22. Herodian, Roman History, VI, 2.1–6 დაარქივებული 2014-11-05 საიტზე Wayback Machine. ; Cassius Dio, Roman History, LXXX, 4.1–2
    • Dodgeon–Greatrex–Lieu (2002), I, 16
  23. Herodian, Roman History, VI, 5.1–6 დაარქივებული 2015-04-03 საიტზე Wayback Machine.
    • Dodgeon–Greatrex–Lieu (2002), I, 24–28; Frye (1993), 124
  24. Frye (1993), 124–125; Southern (2001), 234–235
  25. Frye (1968), 125
  26. Aurelius Victor, Liber de Caesaribus, 27.7–8; Sibylline Oracles, XIII, 13–20
    • Frye (1968), 125; Southern (2001), 235
  27. Frye (1993), 125; Southern (2001), 235–236
  28. Lactantius, De Mortibus Persecutorum, 5; Sibylline Oracles, XIII, 155–171
    • Frye (1993), 126; Southern (2001), 238
  29. Dodgeon-Greatrex-Lieu (2002), I, 108–109, 112; Southern (2001), 241
  30. Aurelius Victor, Liber de Caesaribus, 38.2–4; Eutropius, Abridgment of Roman History, IX, 18.1
    • Frye (1968), 128; Southern (2001), 241
  31. Frye (1968), 130; Southern (2001), 242
  32. Aurelius Victor, Liber de Caesaribus, 39.33–36; Eutropius, Abridgment of Roman History, IX, 24–25.1
    • Frye (1968), 130–131; Southern (2001), 243
  33. Frye (1993), 137
  34. Browning, Robert The Emperor Julian University of California Press (1978) ISBN 978-0-520-03731-1 p. 243
  35. Wacher, J.S. The Roman World, Volume 1 Routledge; 2 edition (2001) ISBN 978-0-415-26315-3 p. 143
  36. Frye (1993), 138
  37. Frye (1968), 141
  38. Bury (1923), XIV.1; Frye (1968), 145; Greatrex-Lieu (2002), II, 37–51
  39. Procopius, Wars, I.7.1–2
    • Greatrex–Lieu (2002), II, 62
  40. Joshua the Stylite, Chronicle, XLIII
    • Greatrex–Lieu (2002), II, 62
  41. Zacharias Rhetor, Historia Ecclesiastica, VII, 3–4
    • Greatrex–Lieu (2002), II, 63
  42. Greatrex–Lieu (2002), I I, 69–71
  43. Procopius, Wars, I.9.24
    • Greatrex–Lieu (2002), II, 77
  44. Joshua the Stylite, Chronicle, XC
    • Greatrex–Lieu (2002), II, 74
  45. Joshua the Stylite, Chronicle, XCIII–XCIV
    • Greatrex–Lieu (2002), II, 77
  46. Procopius, Wars, I.11.23–30
    • Greatrex (2005), 487; Greatrex–Lieu (2002), II, 81–82
  47. Greatrex-Lieu (2002), II, 82
  48. Greatrex-Lieu (2002), II, 81–82
  49. Greatrex–Lieu (2002), II, 84
  50. Zacharias Rhetor, Historia Ecclesiastica, IX, 2
    • Greatrex–Lieu (2002), II, 83, 86
  51. Greatrex–Lieu (2002), II, 85
  52. Greatrex-Lieu (2002), II, 86
  53. Greatrex–Lieu (2002), II, 92–96
  54. Greatrex–Lieu (2002), II, 93
  55. Evans (2000), 118; Greatrex–Lieu (2002), II, 96–97
  56. Greatrex–Lieu (2002), II, 102; see H. Börm, "Der Perserkönig im Imperium Romanum", Chiron 36 (2006), 299ff.
  57. LIBER DE CAESARIBUS. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  58. LacusCurtius • Cassius Dio's Roman History. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  59. (sieur), Charles Du Fresne Du Cange. (31 March 2018) Chronicon paschale. Impensis Ed. Weberi. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  60. Corippus, Flavius Cresconius (1836). Johannidos: De laudibus Justini Augusti minor libri quattuor. ციტირების თარიღი: 31 March 2018. „Corippus. Johannidos.“ 
  61. Eutropius: Abridgement of Roman History. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  62. Herodian's Roman History - Livius. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  63. AncientSites.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-21. ციტირების თარიღი: 2021-07-28.
  64. Stylite, Joshua the. Joshua the Stylite, Chronicle composed in Syriac in AD 507 (1882) pp.1-76. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  65. Justin XLI. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  66. Lactantius: de Mortibus Persecutorum. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
  67. Freewebs.com დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Wayback Machine.
  68. DocumentaCatholicaOmnia.eu
  69. Humanities.uci.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-12. ციტირების თარიღი: 2008-04-27
  70. Vegetius Liber III. ციტირების თარიღი: 31 March 2018.