შინაარსზე გადასვლა

რომაული ციფრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომაული ციფრები — ციფრები, რომელბსაც იყენებდნენ ძველი რომაელები. ამ ციფრების შესახებ სარწმუნო მონაცემები არ არსებობს. სავარაუდოა, რომ ეს ციფრები ნასესხებია ეტრუსკებისაგან.

რომაული ციფრების სისტემა ემყარება სპეციალურ აღნიშვნებს:[1]

ათობითი თანრიგები
ათასები ასეულები ათეულები ერთეულები
1 M C X I
2 MM CC XX II
3 MMM CCC XXX III
4 CD XL IV
5 D L V
6 DC LX VI
7 DCC LXX VII
8 DCCC LXXX VIII
9 CM XC IX

ნატურალური რიცხვი იწერება ამ ციფრების გამეორებით, ამასთან ერთად, თუ დიდი ციფრი პატარა ციფრის წინ წერია, ისინი იკრიბებიან (შეკრების პრინციპი, მაგალითად, VI=5+1=6), ხოლო თუ პირიქითაა (ამ დროს ციფრები არ შეიძლება მეორდებოდეს), მაშინ დიდ ციფრს აკლდება პატარა [გამოკლების პრინციპი, მაგალითად IV=5-1=4 (IIII-ის ნაცვლად), IX=10-1=9 (VIIII-ის ნაცვლად)]. უკანასკნელ წესს იყენებენ ერთი და იმავე ციფრის ოთხჯერ გამეორების თავიდან ასაცილებლად. ამ ჩაწერისას მრავალნიშნა რიცხვზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულება მოუხერხებელია, რის გამოც ამჟამად რომეულ ციფრებს იშვიათად იყენებენ.

დღესდღეობით რომაული ციფრები მეტწილად გამოიყენება რიგობითი რიცხვითი სახელის აღსაღნიშნავად: საუკუნეების (მაგალითად ძვ. წ. II საუკუნე, XX საუკუნე), თვეების (მაგალითად 19.I.1973), სამზე მეტი დაბალი რიგის წარმოებულების (მაგალითად, y(IV), y(V)) და სხვათა ჩასაწერად.

  1. Reddy, Indra K.; Khan, Mansoor A. (2003) „1 (Working with Arabic and Roman numerals)“, Essential Math and Calculations for Pharmacy Technicians. CRC Press, გვ. 3. ISBN 978-0-203-49534-6. „"Table 1-1 Roman and Arabic numerals (table very similar to the table here, apart from inclusion of Vinculum notation."“