შინაარსზე გადასვლა

რომაული არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რომაული სამხედრო საქმე)
რომაელი სამხედროები (რეკონტრუქცია)
rmn-military-header.png

ეს სტატია არის სერიის ნაწილი:

რომაული სამხედრო საქმე
ძვ. წ. 800 - 476

რომის სამხედრო ისტორია
რომაული ლეგიონი (ერთეულები და რანგები,
ლეგიონები, დამხმარეები, მხედართმთავრები)
რომაული ფლოტი
ომების ისტორია
ომები და ბრძოლები
რომაული სამხედრო ტექნიკა
სტრატეგია და ტაქტიკა

რომაელები თავისი ისტორიის დასაბამიდანვე უამრავ ომს აწარმოებდნენ, ჯერ თავის მეზობლებთან, ხოლო შემდეგ დაიპყრეს მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი და ევროპის დიდი ნაწილი. სამხედრო წარმატებების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომაული არმია იყო. რომის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ცვალებადი გარემოებების შესაბამისად ჯარის სახე არაერთხელ შეიცვალა.

რომაული არმიის საბრძოლო ერთეულს ლეგიონი წარმოადგენდა. ლეგიონში შემავალ ჯარისკაცთა რაოდენობა მერყეობდა. ლეგიონში შედიოდა 10 კოჰორტა, კოჰორტაში 3 მანიპული, მანიპული კი ორი ცენტურიისგან შედგებოდა. ლეგიონებს სამხედრო ტრიბუნები ედგნენ სათავეში, ხოლო კოჰორტას არ ჰყავდა გამოყოფილი მეთაური, მანიპულებს და ცენტურიებს ცენტურიონები ხელმძღვანელობდნენ.

ცენტურიონის აღჭურვილობა

ადრეული რესპუბლიკის პერიოდში რომს ოთხი ლეგიონი ჰყავდა. ლეგიონების ძირითად ბირთვს მძიმედ შეიარაღებული ფეხოსნები შეადგენდნენ. სამხედრო ტრიბუნებს ახლად არჩეული კონსულები ირჩევდნენ. სულ 24 ტრიბუნს ირჩევდნენ, აქედან 14 უნდა ჰქონოდა 5 წლიანი ლაშქრობა გავლილი, ხოლო 10 10 წლიანი. მოქალაქეებს რაც შეეხება, 46 წლამდე მათ 10 ლაშქრობაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ან თუ მხედრები იყვნენ 20-ში რათა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონოდათ.

ლეგიონების დაკომპლექტება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქალაქეთა განაწილება ლეგიონებში ცენზის მიხედვით ხდებოდა. ის მოქალაქეები, კი ვისი ქონებაც 400 დრაჰმაზე ნაკლები იყო, კი ფლოტში ირიცხებოდნენ.

ჯარის შეკრება ასე ხდებოდა: კონსულები სახალხო კრებაზე ნიშნავდნენ დღეს, როდესაც რომში ყველა სრულწლოვანი რომაელი უნდა შეკრებილიყო. მამაკაცები კაპიტოლიუმზე. უმცროსი სამხედრო ტრიბუნები ოთხ ჯგუფად იყოფოდნენ, ვინაიდან ოთხი ლეგიონი უნდა შეკრებილიყო, და არჩევდნენ კაცებს ლეგიონებისთვის. უფროსი ტრიბუნებიდან კი პირველ და მესამე ლეგიონებში ორ-ორი ტრიბუნი ინიშნებოდა, ხოლო მეორეში და მეოთხეში სამ-სამი.

ტრიბუნების დანიშვნის შემდეგ, ყოველი ტრიბიდან წილისყრით ირჩეოდა ოთხი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც პირველი ლეგიონის ტრიბუნებთან მიდიოდნენ, მათგან ტრიბუნები ერთ-ერთს ირჩევდნენ. შემდეგ ირჩევდნენ მეორე ლეგიონიდან, ხოლო უკანასკნელი ხვდებოდა მეოთხე ლეგიონში. შემდეგი ოთხეულის არჩევას უკვე მეორე ლეგიონიდან იწყებდნენ, შემდეგს მესამედან და ა.შ. იმ პერიოდში ლეგიონში 4200 ან თუ მძიმე ომი იყო მოსალოდნელი, 5000 ქვეითი იყო. ადრე ქვეითებამდე ცხენოსნებს არჩევდნენ, ხოლო ძვ. წ. II საუკუნეში ცხენოსანთა არჩევა შემდეგ ხდებოდა, მაღალი ცენზის მქონე მოქალაქეებში.

ლეგიონის დაკომპლექტების შემდეგ ჯარისკაცები ფიცს დებდნენ. ამის შემდეგ კონსულები ატყობინებდნენ იმ რომაულ ქალაქებს, რომელთაგანაც ელოდნენ დამხმარე ჯარებს, თუ რა რაოდენობის ჯარები სად უნდა შეკრებილიყვნენ.

ლეგიონერებიდან ყველაზე ახალგაზრდები და ღარიბები მსუბუქად შეარაღებულ რაზმებში ნაწილდებოდნენ. მათ შემდეგ იყვნენ ე.წ. hastati, მოწიფული მამაკაცები ხდებოდნენ principes, ხოლო ყველაზე უფროსები - triarii. როგორც წესი ლეგიონში იყო 600 ტრიარიი, პრინცეპსები 1200, ამდენივე ჰასტატები.

შეიარაღება და აღჭურვილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფარები

მსუბუქ შეიარაღებაში შედიოდა ხმალი, მსუბუქი ფარი და ხელშუბი. მსუბუქი ფარი მრგვალი იყო და დიამეტრი 90 სმ იყო. ასე შეიარაღერბულ ჯარისკაცებს ან ბრტყელი მუზარადი, ან ტყავის ქუდი. ხელშუბის სიგრძე ჩვეულებრივ 70 სმ იყო, ხოლო სიგანე 3 სმ, მისი თავი 17 სანტიმეტრი იყო და იმდენად თხელი, რომ დარტყმისგან იღუნებოდა, ამრიგად მოწინააღმდეგეს მისი გამოყენება არ შეეძლო.

სრულ შეიარაღებაში შედიოდა: ფარი, რომლის სიგანე ამოზნექილ მხარეს 15 სმ იყო, ხოლო სიგრძე 122 სმ, სისქე კი 17 სმ. იგი კეთდებოდა ორი ფიცრისგან, ხოლო გადაკრული იყო ნაჭრით და შემდეგ ხბოს ტყავით, კიდეებზე კი რკინით იყო შეკრული. ცენტრში ასევე ჰქონდა რკინის ამობურცული ნაწილი, რაც მეომარს ქვებისგან იცავდა. მათ შეიარაღებაში ასევე შედიოდა იბერიული ხმალი (გლადიუსი), მისი წვეტი და ორივე პირი ბასრი იყო. ამასთან ერთად მათ ორი სასროლო შუბი, სპილენძის ფარი და მუხლსაცავები. ამის გარდა მეომრების მუზარადებზე ბუმბულბით ჰქონდათ მორთული, რაც ვიზუალურად ამაღლებდა მეომრებს. ამასთან ერთად მათ ხელშუბებიც ჰქონდათ. ამის გარდა მათ მკერდის დასაცავად სპილენძის აბჯარი ჰქონდათ.

იმ პირების აღჭურვილობაში, ვისი ქონებაც 10 000 დრაჰმას აღემატებოდა, აბჯარის ნაცვლად ჯაჭვის პერანგები ეცვათ. Triarii-ს აღჭურვილობა განსხვავდებოდა მხოლოდ იმით რომ მათ ხელშუბების ნაცვლად შუბები ჰქონდათ.

ტრიბუნები რაზმებიდან (უმცროსი რაზმის გარდა) ირჩევდნენ ოც ყველაზე ღირსეულ პირს ცენტურიონად. არჩევა ორ ეტაპად ხორციელდება, პირველად არჩეული ცენტურიონები უფროსებად არიან წოდებულნი, და ისინი სამხედრო საბჭოში შედიოდნენ. ამის შემდეგ ლეგიონის რაზმები 10 ნაწილად იყოფოდა. ამ დანაყოფებს მანიპულები ეწოდებოდათ. ამრიგად თითო მანიპულს 2 ცენტურიონი ხელმძღვანელობდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ერთ-ერთ ცენტურიონს რაიმე რომ შემთხვეოდა, სამხედრო მოქმედები არ უნდა შეჩერებულიყო და ხელმძღვანელიბას მეორე კისრულობდა. ცენტურიონი მანიპულიდან ირჩევდა თანაშემწეს. ამის გარდა ცენტურიონები ირჩევდნენ ყველაზე კარგ მეომარს მედროშეებად. როდესაც ორივე ცენტურიონი ადგილზე იყო, უფროსი უძღვებოდა მარჯვენა ფრთას, ხოლო უმცროსი - მარცხენას.

ამრიგად, მოცემულ პერიოდში ლეგიონი შედგებოდა 10 მანიპულისგან. თითო მანიპულში შედიოდა 60 ტრიარი, 120 პრინკიპესი, 120 ჰასტატი და მსუბუქად შეიარაღებული მეომრების მეათები. მანიპულს 2 ცენტურიონი ხელმძღვანელობდა.

ქვეითთა მსგავსად ხდებოდა მხედართა დაყოფა ესკადრონებად (turmae), რომელშიც 30 მხედარი შედიოდა. თითო ესკადრონს 3 მეთაური ჰყავდა. მეთაურები თვითონ ირჩევდნენ 3 თანაშემწეს. პირველად არჩეულ მეთაურს მიჰყავს ესკადრონი, ხოლო ორ დანარჩენს ათმეთაურები ეწოდებათ. სამივე მეთაურს დეკურიონი ეწოდება. პოლიბიუსის აღწერის თანახმად, რომაელი მხედრების შეიარაღება და აღჭურვილობა ბერძნების მსგავსი იყო.

  • Макнаб Крис. Римская армия. Величайшая военная машина в истории / Пер. с англ. В. Л. Силаевой. — М.: Эксмо, 2014.