რომაული რკინის საუკუნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომაული ბრინჯაოს ქანდაკება, ელანდი, შვედეთი

რომაული რკინის საუკუნე (1-400) — ისტორიული პერიოდი, რომელიც გამოყო შვედმა არქეოლოგმა ოსკარ მონტელიუსმა სკანდინავიის, ჩრდილოეთ გერმანიისა და ნიდერლანდების მიწებისთვის.

პერიოდის სახელწოდება დაკავშირებულია რომის იმპერიასთან, რომელმაც ამ ეპოქაში გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ევროპის გერმანულ ტომებზე. წინამორბედი პერიოდი, წინარერომაული რკინის საუკუნე, იყო სკანდინავიური ბრინჯაოს საუკუნის ლოგიკური განვითარება. რომაულ რკინის საუკუნეს მოსდევს გერმანული რკინის საუკუნე როგორც ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის ლოკალური ტენდენცია.