რომან დოღონაძე
იერსახე
რომან ისიდორეს ძე დოღონაძე (დ. 22 დეკემბერი, 1905, სოფ. ნახშირღელე, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 დეკემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1952-1956 წლებში მივლინებული იყო ალბანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროს მრჩევლად. დოღონაძემ საქართველოს პირობებში დაამუშავა ჩაისა და ზოგიერთი სხვა სუბტროპიკული კულტურის (ევკალიპტი, დაფნა, ტუნგი) აგროტექნიკის საკითხები, აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის ათვისების საქმეში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეთილშობილი დაფნა, თბ., 1963;
- Культура эвкалипта в СССР, М., 1952.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 489.