რომან გორელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან გორელაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1936(1936-11-14)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 2022(2022-11-22) (86 წლის)

რომან მიხეილის ძე გორელაშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 22 ნოემბერი, 2022) — ქართველი პიანისტი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ანასტასია ვირსალაძე|ანასტასია ვირსალაძის კლასი). 1957 წლიდან (სტუდენტობის დროს) დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა. 1962 წლიდან (ხანგამოშვებით) მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (1980-1990 წლებში საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანია, 1975 წლიდან — პროფესორი). პედაგოგად მიიწვიეს ვაიმარში (გდრ), ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში, 1977 წლიდან — პრაღის კონსერვატორიაში. გორელაშვილის შესრულების მანერა გამოირჩევა ტექნიკური სრულყოფილებით. მის რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ფერენც ლისტის, სერგეი რახმანინოვის, ჯორჯ გერშვინისა და სხვათა ნაწარმოებებს. ავტორია მრავალი საფორტეპიანო ტრანსკრიფციისა და პარაფრაზისა (მათ შორის ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ თემებზე). 1980-1984 წლებში ფირმა „მელოდიამ“ გამოუშვა ფირფიტები გორელაშვილის ჩანაწერებით. მისი რედაქციით გამოვიდა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები. გორელაშვილი ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და სსრკ სხვადასხვა ქალაქში. შემდგომში ცხოვრობდა ფილადელფიასა (აშშ, 2004-დან) და ისრაელშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]