რომან გიუტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომან ივანეს ძე გიუტაშვილი (დ. 11 აპრილი, 1937, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (მთამსვლელი), ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართველი ალპინისტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. მონაწილეობდა არაერთ ექსპედიციაში (მათ შორის მიხეილ ხერგიანთან ერთად) როგორც მაშველი და ინსტრუქტორი. საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობასთან ერთად (10 სექტემბერი, 1991) დალაშქრა ევერესტი (მეწყვილე დანიელ მაზური, აშშ). გიუტაშვილი იყო პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ავიდა (აიტანა საქართველოს სახელმწიფო დროშა), მსოფლიოში კი 394-ე. მრავალჯერ დალაშქრა კომუნიზმის (1998 წლიდან ისმაილ სამანის), ლენინისა (2006 წლიდან იბნ-სინას) და კორჟენევსკაიას პიკები. არის მრავალი ასვლის ხელმძღვანელი ტიან-შანსა და პამირის მთებში. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება (1966) და „თოვლის ჯიქის“ საპატიო ტიტული (1989). 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს მოსკოვში. არჩეული იყო რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის საკვალიფიკაციო კომისიის მუდმივ წევრად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]