რომანოს პეტროსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომანოს პეტროსიანი
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1979(1979-08-26) (44 წლის)
დაბადების ადგილი ჩინარი (სომხეთი)
მოქალაქეობა  სომხეთი

რომანოს პეტროსიანი (სომხ. Ռոմանոս Պետրոսյան; დ. 26 აგვისტო, 1979) — სომეხი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანოს პეტროსიანი დაიბადა 1979 წლის 26 აგვისტოს, ტავუშის პროვინციის სოფელ ჩინარში. 1999-2001 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში. 2003 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, წიაღისეულის საბადოების მოძიება-შეფასების კვალიფიკაციით. 2003-2006 წლებში იყო აბოვიანის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი (MSC) პროექტების მენეჯერი. 2006 წელს ახტალის მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ეკონომისტი. 2006-2007 წლებში მუშაობდა „Father and Son Yeritsyan Company“-ში. 2007-2008 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ბაზისის“ მოსკოვში მდებარეო სათავო ოფისში. 2009-2014 წლებში მუშაობდა არაერთ მაღალ თანამდებობაზე „Orange Armenia CJSC“-ში, მათ შორის იყო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი. 2015-2016 წლებში „SA Enterprises Construction Holding“-ის, ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი. 2017-2018 წლებში იყო „Business Regent LLC“-ის დირექტორი. 1997 წლიდან დღემდე არის სომხეთის ეროვნული სკაუტთა მოძრაობის „Homenetmen-HASK NGO“-ს წევრი. 2009-2013 წლებში – სომხეთის ეროვნული სკაუტთა მოძრაობის „Homenetmen-HASK NGO“-ს გენერალური უფროსი. 2013 წლიდან არის სოციალურ-პოლიტიკური ასოციაცია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ წევრი. 2015 წლის 30 მაისს არჩეული იქნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად. 2017 წელს წარდგენილი იქნა დეპუტატობის კანდიდატად, N10 კოტაიქის პროვინციის ოლქში. 2016 წლის 30 ოქტომბერს ხელახლა იქნა არჩეული პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად. ასევე არის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის აბოვიის ტერიტორიული ორგანიზაციის საბჭოს წევრი. 2019 წლის 16 ივნისს გამართული პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ მე-5 ყრილობაზე აირჩიეს პარტიის გამგეობის წევრად.[1][2][3][4][5][6]. 2018-2020 წლებში იყო კოტაიქის პროვინციის გუბერნატორი. 2020 წლის 30 ივლისს დანიშნული იქნა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრად.

არის პოლიტიკური პარტია „საზოგადეობრივი კონტრაქტის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე არის არმინე პეტროსიანი (დაიბადა 1985 წლის 10 მაისს), ჰყავს ვაჟი ვანიკ პეტროსიანი (დაიბადა 2006 წლის 16 ოქტომბერს) და ქალიშვილი ადელ პეტროსიანი (დაიბადა 2014 წლის 2 იანვარს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]