შინაარსზე გადასვლა

როლა (მისური)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Rolla Building, 2008

როლა (ინგ. Rolla ) არის ქალაქი, ფელპს ოლქის (Phelps County ინგ.) ცენტრი; მდებარეობს მისურის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში [1]. მოსახლეობა შეადგენს 19 559 ადამიანს [2] (2010 წლის მონაცემების მიხედვით). როლა მდებარეობს 170 მილის (~274 კმ) დაშორებით მისურის უდიდესი ქალაქი სენტ-ლუისისგან, და 100 მილის (~161 კმ) დაშორებით შტატის დედაქალაქისაგან - ჯეფერსონ სითი (Jefferson City ინგ.).

ქალაქი ცნობილია უნივერსიტეტის კამპუსით: მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Missouri University of Science and Technology, MS&T ინგ.), რომელშიც სწავლობს 7500-ზე მეტი სტუდენტი.

Norwood Hall, from the southwest

ქალაქი დაარსებულია არემარეში გამდინარე მდინარეებზე მომუშავე ფერმერებისა და რკინის მადნის მაღაროების მუშაკებმა. პირველად აქ დასახლდა ვინმე ჯონ ვებერი, 1844 წელს. დასახლებამ  განიცადა სწრაფი ზრდა იმის მერე, რაც აქ საცხოვრებლად გადმოსვლა გადაწყვიტა რკინისგზის მაშენებელმა ედმუნდ უორდ ბიშოპმა. შტატმა აღიარა როლა ქალაქად 1858 წელს, ხოლო ფელპს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი კი აქ გადაიტანეს 1861 წელს.

ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ქალაქის დასახელება გადაწყდა მასში მცხოვრების მოსახლეობის კრებაზე.  გადმოსახლებული ოჯახების უმეტესობა მოდიოდა ქალაქიდან Raleigh (ინგ.), ჩრდილო კაროლინადან. იგივე სახელის გამოყენების მაგივრად,

ამ ახალგაზრდა ქალაქს დაერქვა ფონეტიკურად მსგავსად ჟღერადი სახელი - Rolla.

ისტორიულად, როლა იყო გასაჩერებელი ადგილი რკინიგზის მონაკვეთზე სენტ ლუისი - სან ფრანცისკო (ინგ. ) და მდებარეობს სეტნ ლუისსა და სპრინგფილდს შორის, თითქმის შუაში. ეს რკინიგზა დღემდე ფუნქციონირებს და გადის შუა ქალაქში. ასევე, მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილი ცნობილი გასაჩერებელი ადგილია ისტორიული გზა 66-ით მოგზაურთათვის (U.S. Route 66). დღეს აქ გადის მსხვილი საშტატთაშორისო 44 (Interstate 44), და უფრო წვრილი გზები U.S. Route 63, U.S. Route 66, Route 72.[3]

მდებარეობის კოორდინატები 37°56′56″N 91°45′47″W / 37.948831° ჩ. გ. 91.763048° დ. გ. / 37.948831; -91.763048.[4] აშშ ცენზუსის ბიუროს (ინგ. United States Census Bureau) მიხედვით, ქალაქის ფართობის არის 11.85 კვადრატული მილი (30.69 კმ2).

როლას ახასიათებს ტენიანი სუბტროპიკული და ტენიანი კონტინენტალური კლიმატების ნარევი.[5]

მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლა არის საშტატო და ფედერალური დონის მნიშვნელობის ცენტრი სამეცნიერო და ტექნოლოგიური განათლებისა და კვლევის მხრივ. მისურის მეცნიერებისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტი დაარსებული იქნა 1870 წელს როგორც "მისურის მაღაროებისა და მეტალურგიის სკოლა" (Missouri School of Mines and Metallurgy). 1964 - 2007 წლებში ცნობილი იყო სახელით "მისური-როლას უნივერსიტეტი" (University of Missouri-Rolla, UMR).

უნივერსიტეტი ცნობილია საინჟინრო, ელექტრული და კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტებით. ის იკავებს მე-5 (?) ადგილს აშშ-ს საინჟინრო სკოლებს შორის [წყარო].

შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევას (?) (US Geological Survey) როლაში აქვს ბევრი კვლევითი რეგიონალური ცენტრი: გეოსივრცული ოპერაციების ცენტრი III (the National Geospatial Technical Operation Center III), მისური წყლის კვლებვის ცენტრი (the Missouri Water Science Center), შუა-კონტინენტური გეოგრაფიული სამეცნიერო ცენტრი (the Mid-Continent Geographic Science Center) და სხვა.

ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორია (EMC Lab[6]) არის ერთ-ერთი წამყვანი ემ თავსებადობისა (EMC), სიგნალებისა და კვების მთლიანობის (SI, PI) გამოკვლევის მიმართულებით. ლაბორატორიის საფუძველზე შექმნილია კვლევითი ცენტრი (კონსორციუმი), რომლის წევრები არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Intel, Cisco, Samsung, Sony, Apple, Panasonic, Dell, Huawei, Qualcomm და სხვა[7].

ცენტრში დასაქმებულია 4 სრული პროფესორი, 3 კვლევით პროფესორი და 50-დე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები [წყარო]. ხშირად კურსდამთავრებულები სამუშაოს პოულობენ ინდუსტრიის უდიდეს კომანიებში: Intel, Dell, Google, Amazon, Apple, Cisco, Juniper, და სხვა[8].

Phelps County Jail
  1. Find a County. National Association of Counties. ციტირების თარიღი: 2011-06-07.
  2. Dexter -- Data Extraction Tool. Missouri Census Data Center. University of Missouri. ციტირების თარიღი: 24 March 2011.
  3. [1] დაარქივებული 2006-06-20 საიტზე Wayback Machine. , Rolla Chamber of Commerce, accessed 16 Jun 2008
  4. US Gazetteer files: 2010, 2000, and 1990. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო (2011-02-12). ციტირების თარიღი: 2011-04-23.
  5. Climate Summary for Rolla, Missouri
  6. EMC Lab ვებგვერდი
  7. CEMC წევრი კომპანიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-04. ციტირების თარიღი: 2017-01-03.
  8. EMC Lab კურსდამთავრებულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-31. ციტირების თარიღი: 2017-01-03.
  9. Partnerstädte. Sondershausen. ციტირების თარიღი: 4 May 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როლა_(მისური)“-დან