როლანდ მესხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როლანდ მესხიშვილი (დ. 24 იანვარი, 1930, სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი) — ქართველი ექიმი.

1953 წელს დაამთავრა ხარკოვის სამხედრო აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტი.

1953–1957 წლებში იყო სამხედრო ექიმი. 1957–1964 წლებში თბილისის N1 მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი. 1964–1970 წლებში თბილისის N8 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1970–1988 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ანგიოლოგიის, მუცლის ღრუს ქირურგიას. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კიდურების არტერიების მაობლიტერებელ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.

არის თბილისის ქირურგიული საზოგადოების წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 — მედალი „მხედრული მამაცობისთვის“
  • 1985 — შრომის ვეტერანის მედალი
  • 1955 — მედალი „ყამირი მიწების ათვისებისათვის“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]