როლანდ კოპალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როლანდ კოპალიანი
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1957
ცაგერა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ეთნიკურად ქართველი
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეოურნეობის უნივერსიტეტი
საქმიანობა ლექტორი
დამსაქმებელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წოდება მეცნიერებათა დოქტორი
რელიგია მართლმადიდებლობა
ჯილდოები ღირსების ორდენი

როლანდ კოპალიანი (დ. 15 მარტი 1957, ცაგერა) — ქართველი მეცნიერი. აგრონომიის მკვლევარი-სპეციალისტი. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეოურნეობის უნივერსიტეტი (სსმს). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლანდ კოპალიანი 2016-დან დღემდე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი. ასევე 2011–2016 წლებში იყო –აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2005-2011 – სსმს - უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორი; ამავე პერიოდში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და მემცენარეობის, სუბტროპიკული კულტურებისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის სრული პროფესორი;1985-2005 წლებში პროფესორი, პროფესორის მ/შ, დოცენტი, დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, სსმს - ინსტიტუტის მეჩაიეობის კათედრის ასისტენტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მეჩაიეობის კათედრის უმცროსი მეცნიერ მუშაკი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორანტი.

ასევე აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე –პრეზიდენტი. საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2016 წ – აწსუ აკადემიური საბჭოს წევრი; 2013 წლიდან დღემდე – აწსუ აგრარული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2012- დღემდე - აწსუ აგრარარული ფაკულტეტის საბჭოს წევრი; 2009-2010 საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2009 წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი;

პერიოდულად არის სამეცნიერო ჟურნალი აგროNEWS; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ჟურნალის რედ კოლეგიის წევრი.

ნაშრომები და რედაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – "სუბტროპიკული ზონის დარგების პრობლემები და მთი გადაჭრის გზები"– ნაშრომთა კრებული; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „აგრარულ–ეკონიმიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები“ ნაშრომთა კრებულის; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ახალი აგრარული ტექნოლოგიები“–ნაშრომთა კრებული; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომათა კრებულის "სამურზაყანო". ტ 3.; საქართველოს სოფლის მეურნეობა, აკადემიის მოამბე N-20; აგრარული მეცნიერების პრობლემები, სამეცნიერო შრომათა კრებულის ტ. XXXVI ოთხი სახელმძღვანელოს. რედაქტორია: 1. სუბტროპიკული მემცენარეობის საფუძვლები – სახელმძღვანელო. ავტორი: გ. კილასონია. 2009 წ. 2. ბუნებათსარგებლობა – სახელმძღვანელო. ავტორი: რ. ლორთქიფანიძე. 2008 წ. 3. ფორმათაწარმომშობი პროცესების ხელოვნურად მართვის შემთხვევები მანდარინის ნაგალა ფორმებსა და ფორთოხალ ვაშინგტონ–ნაველში. ავტორი: ნინო ყიფიანი. ქუთაისი, 2015 წ. 4. ყავა, ყავის შემცვლელი სასმელები და ყავის მომზადების რეცეპტები. – ISBN 978-9941-0-2543-3</>. თბილისი, 2010 წ. ოთხი სახელმძღვანელოს რეცენზენტი: 1. ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია - ავტორი: ვ. ქობალია. 2016წ. 2. მეტყევეობა – სახელმძღვანელო. ავტორი: ლ. კოპალიანი. 2015 წ. 3. სუბტროპიკულ მცენარეთა ზოგადი სელექცია, მეთესლეობა და ჯიშთმცოდნეობა – სახელმძღვანელო. ავტორი: ვ. ქობალია. 2015 წ. 4. მცენარეთა იზოლირებული უჯრედებისა და ქსოვილების კულტურა. ავტორი: ვ. ქობალია. 2015 წ.

ასევე არის 77 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი აგრონომიის სფეროში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი; 2013 წლის 22 ოქტომბერი – აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება; 2012 წელი – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 სექტემბრის #25/09/02განკარგულება – ღირსების ორდენი; 2010 წლის 25 სექტემბერი (ოქმი #2) – სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; 2010 წელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საპატიო სიგელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]